Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ქართველი ფარაონების საიდუმლო

ქართველი ფარაონების საიდუმლო
ხოდა ასე ნენა. მეცნიერებმა ბევრი თხარეს თუ ცოტა თხარეს ძალიან კაი რამე ამოთხარეს. იმფერი ამოთხარეს რომ ახლა სად წეიღონ არ იციან. მოკედ რომ ვთქვათ აი ზეზვა და მზია ისე გაზეზვამზიებულან რომ მარტო ევროპა კი არა აზიაც და აფქიკაც დაგვიზეზვია და არ ვიცოდით. დიდი კი აფერი არ მოხდა. ეგ ადრეც გვეცოდინებოდა ამ ძველ ისტორიკოსეს ასოების ჩაწერა რომ არ ეშლებოდეთ. ადრე გახსოვდეს იქნება ციცერონი ჩაწერეს მარა კიკერონი იყო ი კაზახი. ხოდა რა დასაკვირია მაი აბდლები თ-ს და ტ-ს რომ ვერ ანსხვავებდნენ ერთმანეთისგან.

თუთა ხამონია ტუტულის ძე
რაი და აი ტუტანხამონი, ასე რომ გადარია მთელი ქვეყანა და ყველაზე ცნობილი ეგვიპტის ფარაონიაო რომ იძახიან, ჯერემც ერთი ყველაზე ცნობილი იმიზაა რომე გოუქურდავი ნახენ მისი აკლდამა და გადირიენ იქანა ნანახი სიმდიდრით. თვარა მაგაზე გაცილებით მდიდრები იყვნენ სხვა ფარაონები, მარა იგენი არეულობის დროს გოუძარცვიან. აი შემეინახეს მერეიზა მარა დაასწრეს არქეოლოგებმა და ე.. ეიანცეს ყველაფერი. იმ ქენქერა მემატიანეს კი შეცდომით დოუწერია კელდაზე მისი სახელი თვარა რააის ეგვიპტელი, გაქანებული თუთა ხამონია იყო მაი ბაღანე, ტუტული ხამონიას შუათანა ვაჟი.
ცხენების ქურდობიზა იძებნებოდა ინგირში. იპარადა ცხენს და მეგრული წესის თანახმად ცხენიანა მდინარეს თუ გადეივლიდა მისი იყო ი ცხენი. მაგრამ ამან რომელ მდინარეს უნდა გადასულიყო ვერ გეიხსენა და ირბინა ასე ნილოსამდე... სდიეს მარა მერე ძაღლი მიგაკვდა სულშიო, მიაწყევლსე და მიანებეს თავი. აი კიდო რომ ჩევიდა იქანა. გეიხედ გამეიხედა. მეეწონა სიტუაცია. მეგრული პილპილის და მწარე ხაპის ბიზნესი წამოიწყო, პაწა ორ კაპიკს გავაკეთებო. მერე იქაურმა მიდგა მოდგა, მეიყვანა იქაური ქალი და ე... მარა დიდი ვერაფერი მართველი იყო. პილპილის ბიზნესიც ჩოუვარდა და მთლად დიდად ვერ დეიკვეხნიდა სიმდიდრიტ. მარა რას იზამ, მისი ჯერ არ გაქურდულ საფლავს ქე დახამდნენ აი უნახავი არქეოლოგები. ისე ქე ქონდა მეგრული წესის თანახმად ყოლისფერი ბრჭყვიალა და ბზინავი ჩაყოლებული საფლავში. მისი სიმაღლის ქანდაკებიდან დაწყებული, სტული, მაგიდა, დანაჩანგალი, ჟურნალის მაგიდა, ტანისამოსი. კატაც შეუხვიეს მიტკალში და ძაღლიც ( ისე კი ოუხდა წყევლა „ძაღლი მიგაკტა სულშიო“ ) ხოდა იმდენი დოვლათი ჩააყოლეს გაჭირვებულმა კუბოდან თავი წამოყო და ასე დაიძახა „ ამდენი სიმდიდრე თუ მქონდა რას მიმალავდი შე ქალო, ცარიელა ნილოსის ღომის ნაჭამი რომ მომკალი“ო მარა რაღაი!? ისე მეგრული წესის თანახმად ჩამიხოკეს და დეიტირეს საწყალი. ორმოცამდე არ გალეულოა ღომი და სულგუნი. ცოლმაც არ დეიშურა ხმაი და იმდენი იწივლა და იკივლდა „სო მეულ თუთა, სოო?“ვო , იმდენი იძახა... რა არ აწყნარეს,  აჩერეს, აჩერეს და ბოლოს რომ ვერ გააჩერეს და ეიანცა ყველაფერი ქე ჩააყოლეს იგიც. 

რამზესა გადარეული. ფოტო გარაღებულია
საიტისთვის "თანაპირამიდელები.ეგ
მაი ყველაფერი კაი მარა აი გურულები რომ ყველას დაავიწყდა ამ მთავრობის ხელში ეგ კია ძამა. თვარა აი ჩვენი სურებელი რამზესა ასე დასაკარგი და მისავიწყებელი კაცი არ იყო. რაცხა სურებელმა ბაღანამ იწვალა, მიატია სოფელი ორი კაპიკის საშუარზე და წევიდა ეგვიპტეში მამამისის მოსაკითხად. რა გინდა? ქე ივაჟკაცა. 14 წლისამ უკვე გეიმართა წელში და იქეთ იძლეოდა პრიკაზებს. მეოჯახე და მეურნე რომაა კაცი იმას კოჭებშიც ეტყობა. ჩეიტანა ლობიო და აი თუთაიას ჩატანილი პილპილით კუჭგახეთქილი ეგვიპტელები ქე დააძღო. კუჭიც მაძღრად ქონდათ და უგაზობასაც არ უჩიოდნენ. მერე ცოტა მხრებში გეიმართა, პაწა წეირევოლუციონერა. გენმა მაინც მისი ქნა. ხოდა ქე შეარქვეს ეგვიპტელებმა რამზეს დიდი. აპა? სურებელებიზა მართალია ქე დარჩა ისევლე რამზესა გადარეული. დღემდე იხსენებემ იმ ამბავს, ბაღნობაში რამზესა გადარეული და ლადიკიე რომ წევიდნენ დათვზე სანადიროდ და დათვმა სახლამდე რომ მოაცილა, მეორედ არ დაგინახოთ იქანა მოთრეულებიო. ისე მას უკავშირდება სურებში კი ცნოდნენ მარა ეგვიპტელებმა დოუფასეს და მოდაშიც შემეიღეს მერე თხასავით ნიკაპზე დარჩენილი წვერი. არადა რა იცოდნენ მაგ აბდლებმა რომ ეგ წვერი დედით ობოლ რამზესას მისი მარჩენალი, ცალრქიანი თხის, იზოლდას საპატვცემულოდ რომ ქონდა მოშვებული. მისი რძით იყო თუ ედგა სული პატარაობას. ხო ახლა რქების დადგმას წვერი არჩია და რა ვქნათ.


თინაია და იტალიელი

აი ნაზიკოს თხაი გოგოს ამბავი ქე გეიგო მთელმა დუნიამ აბა, სახლში თინას უძახოდენ. გოუშვეს სასწავლებლად და წევიდა ხელიდან. დედამის სურათი გამოუგზავნა ვინცა იტალიელთან ერად ქოდნდაგადაღებული. აი სალდათში გენერალიაო და კაი ხელფასი აქ ნენაო. ოუწევია აი თმები ზეით, გოუღებია თვალები და ჯვალოს ნაჭერზე დახატულ სურათზე მიუცერია ანტონიო და კლეოპატრაო... კლეოპატრა ეძება ნაზიკომ სურათზე, ვინაა ნეტაო და ბოლოს მესამე ვერავინ რომ ვერ აღმოაჩინა, ქე მიხვდა მის გოგოს სახელიც რომ გადოურქმევია. (რა იციან ისე აი, წავლენ საზღვარგარეთ და ეგრევე თიკო, თაკო კლეოპატრა ჟოზეფინები ხდებიან) ქე შემეეყარა გულზე მარა ხალხში არ შეიტეხა. დედაა მაინც. ჩამეეთრევა და მივასიმკდილებ მაგ გველის საკბენსო. ისემც აგიხდათ თქვენ რავარც ნაზიკიას მაი წყევლა.

ასეა თუ ისე, ჩვენი ისტორიკოსები და არქეოლოგები მიდიან ცოტა წინ და ნამეტანი კაია მაი ამბავი. ასე თუ გააგრძელეს ეგება რაჟდენას მამის საფლავის აგილ სამყოფელიც გაარკვიონ. მჭედელი იყო მაი, ცალთვალა ტოროტაძე გვარად ... საცხაიდან ყური მოკრა რაჟდენამ ვინცხა უროიანი, ცალთვალა ბერიკაცი უნახავთ ტორი... რაცხაო და გეებადრა სახე. იყოს კაცო, იმედით ცხოვრობს კაცი. აპა არაა!?

5 comments:

  1. ძალიან ვიხალისე, ორმაგად, თუ გავიტვალისწინებ გურულ წარმომავლობას. ისე მე ყოველთვის ვამბობ, ისე ვგიჟდები მზეზე და სიცხეზე, ჩემი წინაპრები ეგვიპტიდან იქნებოდნენ მეთქი, ჰოდა აჰა :)

    ReplyDelete
  2. :) კი. აი პირამიდაც ქე გავს გურულ ნალიას!? :)

    ReplyDelete
  3. SHEN GAGAXARA GMERTMA. RAC ME AMAZE VICINE ERTI 20 WLIS SICOCXLE MOMEMATA! MASEA MAI, MASE :)

    ReplyDelete
  4. dzalain magaariaaa.sagolll

    ReplyDelete
  5. Ufff gadsareviaaa !!!!!!!

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]