02.08.2011

იქნებ აქ შენი სათამაშო იპოვო !?

საპირველსექტემბრო მოგონებებით შეზარხოშებულმა შეგპირდით ჩვენი ( რევოლუცია, ომამდელი) სკოლის პერიოდის გართობა-ოინებს გავიხსენებდი. მართალი გითხრათ " ჩემს 90 იანებში " რაღაცეები უკვე ჩამოვთვალე მაგრამ... დარჩა მაინც გასახსენებელი. წინასწარ ვიხდი ბოდიშს გოგონებთან. რა ვქნა, მათი სათამაშოების არაფერი გამეგებოდა. ასე რომ ვინც ჩემი ტოლია, ან ჩემზე უფროსია, ვთავაზობ მოგონებების აუქციონს. მე რამოდენიმე ლოტს წარმოვადგენ. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ან არა. მოკლედ რევოლუცია-ომამდელი ბავშვის მოგონებების სათამაშო სექციის აუქციონს გახსნილად ვაცხადებ.



ლოტი ნომერი ერთი. რომელ ბიჭს არ უყვარს ავტო. სათამაშოების მაღაზიის დღევანდელი ასორტიმენტის, ვერტმფრენების, მანქანების, კონსტრუქტორების შეხედვარე ხშირად მიღიარებია რომ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი დღესაც ბავშვი. მართალია კარგია თანამედროვე ტექნიკა მაგრამ სამაგიეროდ ჩვენი ნაკლებად ტყდებოდა. მაქსიმუმ იჟანგებოდა

ისეთი მძიმე და მაგარი კორპუსი ქონდა რომ ფეხის დაბიჯებითაც არაფერი უშავდებოდა.
რა შუშა, რის შუშა. ბრონივოი ფანჯრებიიით. ყოველშემთხვევაში ბავშვური ფანტაზია ამ არგუმეტს კმაყოფილდებოდა
მართალია დიზაინი დიდი ვერაფერი იყო მაგრამ ...  თუმცა რუსებმა ახმაც ვერ ისწავლეს ნორმალური მანქანების კეთება. აქვე დარჩნენ.
თუ რომელიმე მოდელი გეცნოთ ძალიანაც კარგი. თუ ეგ არა, მაშინ ტექნიკის "მაშინდელი ბოლო სიტყვა" ზარულიომი მაინც გაგახსენდებათ. ხოდა წარმოგიდგენთ ლოტს ნომერი 2

ჩვენი მაშინდელი ცხოვრების სტილს განასახიერებს. იარე რა სიჩქარითაც გინდა. მითითებულს მაინც ვერ გადააჭარბებდა წრესაც ვერანაირად ვერ გაცდები. მაგრამ ბავშვისთვის ეგ სრულიად არასაჭირო ფილოსოფია იყო. რა ბედნიერი ვიყავი ეს რომ მამჩემმა მომიტანა საჩუქრად.. ეჰ
კიდევ ერთ ლოტს წარმოგიდგენთ . ზამთრის მოახლოებიდან მასზე ვოცნებობდით. ბაკურიანში ჩასვლისთანავე მას ვითხოვდით და რაღათქმაუნდა, თუ კი გვერგებოდა ჩვენზე ბედნიერი აბა ვინ იყო !? ლოტი ნომერი 3

ციგაა, თან საჭით.. აეე... პროგრესი თან როგორიიი
ჩუკ ი გეკი რომ ერქვა არაფერი? ჩუკი უეჭველი საჭესთან იხდა, გეკი რათქმაუნდა უკან... ჰმ, გეკი უკან...

კიდევ ერთ ლოტს წარმოგიდგენთ და ამით დავასრულოთ ავტო-საჭე-სიჩქარის თემატიკა. ზაფხულობით ეს ყველაზე პრაქტიკული, უცხო და სასურველი რამ იყო. რათქმაუნდა იმ შემთხვევაში თუ შენი ეზო მოასფალტებული და სწორი იყო. ლოტი ნომერი 4

სად იყო გედევანიშვილი... ჰეჰ...
ეს ყველაფერი კარგია. მაგრამ ბიჭი რა ბიჭია ომობანა თუ არ ითამაშა. წარმოვიდგენდით თავს გენერლებად და ჩვენი ჯარისკაცები რა საოცარ გმირობებს არ ჩადიოდნენ. ერთი ას უმკლავდებოდა, ცეცხლში არ იწვოდა და წყალში არ იძირებოდა. პერსონაჟები თავიდანვე გარკვეული იყო. ესენი ჩვენიანები, ისინი გერმანელები. ან კოვბოები და ინდოელები. მაშ ასე, ლოტი ნომერი 5

ტანი უტრიალებდათ და ეს იცი რას ნიშნავდა? უცებ შემოტრალდებოდა და დადააახ!!!
ჯარისკაცების ძალიან დიდი კოლექცია მქონდა. ყოველ ბაზრობებზე ბარე 2 შეკვრას ბღავილის, წივილის და სევდიანი თვალების წყალობით ყოველთვის ვითრევდი. თან არგუმენტი " ასეთი მე არ მაქვს" ისე დამაჯერებლად მიმაჩნდა რომ მიკვირდა კიდეც, ნუთუ ვერ ხედავენ ახლა განსხვავებას ამ და იმ
კაცუნებს შორის!?
იყო გონების სავარჯიშო სათამაშოებიც. მაგალითად შესახედავად დიდი არაფერი, მაგრამ რამდენი საინტერესო იდეის განხორციელების საჭიალებას იძლეოდა!? მაშ ასე, ლოტი ნომერი 6. კონტრუქტორი
რამდენი სოცარი რამ ამიწყვია ამ კონსტრუქტორიდან! ამწე, ტრაქტორი, ავტო, გემი... ახლა რომ ვუყურებ ვხდები თუ როგორ მაქსიმუმზე მუშაობდა ფანტაზია ამით რომ ვთამაშობდით
იყო კიდევ ერთი, საკმაოდ უცნაური კონსტრუქტორი. არა კუბიკ-რუბიკს არ ვგულისხმობ. ის გაცილებით მარტივი იყო და ამის წყალობით თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებოდით. ძირითადად პიანინოს თავზე იდო. მაშ ასე, ლოტი ნომერი 7. გვეუკა

ან ეს ფორმა უნდა მიქგეცა...
ან კიდევ ეს... ისე პიანინოს თავზე არ შეიძლებოდა. ტრადიცია იყო ასეთი
კიდევ ერთი ლოტი. ეს გახდათ ნივთი, რომლის საიდუმლოს ამოცნობასაც დიდი ხნის მანძილზე ვცდილობდი. მინდოდა გამერკვია რა უნდა მექნა, ან რითი, რანაირად დამესრულებია ან დამეწყო თამაში თუ რა გვიოდა ამ პროცესს. მაშ ასე, ლოტი ნომერი 8

შუშის კვადრატი, შუშისავე ლაბირინთითა და რკინის ბურთულათი. ეს რაღაც 5D თავსატეხი იყო. ამ შუშის ლაბირინთებში უნდა გეტარებინა ეს ვერცხლისფერი ბურთულა.... გეტარებინა და გეტარებინა...
ეს ყველაფერი კარგი. მაგრა, სკოლაო ვახსენეთ. სკოლაში კი სათამაშოების წაღება რაღათქმაუნდა არ შეიძლებოდა თურმე.. სხვა გზა არ იყო. მოსაწყენ გაკვეთილზე გასართობად რაღაც სხვა უნდა მოგვეგონა. ხოდა ასე. ლოტი ნომერი 9

ეს გემობანაა, ძალიან კოფორტული და საკმაოდ კარგი დროის გასაყვანი თამაში. მნიშვნელობა არააქვს რომელ მერხზე ზის შენი მეტოქე. მთავარია გააგონო რომ კვადრატში ვარდება შენი ჭურვი და მოხვდა თუ არა.

კიდევ ერთი ლოტი, ნომერი 10

ეს კი ტანკობანა. რვეულის შუა ფურცელს ხევდი. ცამ მხარეს შენს ტანკებს ხატავდი, ცალზედ შენი მოქიშპე. შენდეგ სქლად, შენივე გვერდზე დასვამდი წერტილს, ანუ ისვრიდი ბომბს და მერე გადაკეცავდი, ანუ ერთ გვერდს მეორეს დაადებდი. თუ შენს გვერზე ნასროლი ბომბის ტრაექტორია მეტოქის ტანკს მოხვდებოდა მაშინ ტანკი აფეთქებული იყო. თან ეს უნდა გაგეხმმოვანებია. ბაბაახ... ან პწიუუუ ბშშშ...

ყოველივე ამის შემყურე ვხდები რომ მიუხედავად პრიმიტიული სათამაშოებისა, საკმაოდ კარგი, ხალისიანი ბავშვობა მქონდა. დავრბოდი, ვოცნებობდი, ვაწყობდი, გვირაბებს ვთხრიდი ჩემი ავტოებისთვის. აკოპებს ჯარისკაცებისთვის. რაღაცას ვთხზავდი და მერე იმ შეთხზულ სამყაროშივე ვთამაშობდი. ყოველ შემთხვევაში გამზადებულ, ანიმირებულ და ზომბირების ბოლო სტადიაზე მიმყვან კომპიუტერის თამაშებზე მიმკვდარი არ ვიყავი და ეს მართლაც კარგია. ( თუმცა ახლა რომ იმ ასაკის ვიყო, მეც მიმკვდარი ვიქნებოდი კომპზე.რაც უკვე ძალიან ცუდია )



ერთი სიტყვით ასე, შეპირება შევასრულე. ჩვენი რევოლუცია-ომამდელი ბავშვობის სათამაშოების სექციის აუქციონი ამით დავასრულოთ. მართალია ბევრი რამ გამომრჩა, მათშორის ველოსიპედები "შკოლნიკი" , " არლიონოკი", "დესნადვა", და უბანძესი "ივერია". პისტონებიანი პიტოლეტები და კიდევ ბევრი რამ. თუმცა ბევრსაც აი აქ ნახავთ 


ყოველ შემთხვევაში დღეს რაც მოვრჭიკნე და შემოგთავაზეთ მგონი საკმაოდ კარგი გამოდაგა. ზოგისთვის შესაძლოა სასაცილოცაა ეს ყველაფერი. დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვენთვისაც, მაგრამ ეს ჩვენი ბავშვობის ნაწილია და ამიტ ასმაგდება თითოეული მოგონების ფასი.

მომავალ მოგონებამდე !!!

Post a Comment

2 комментария:

  1. hah kaleidoskopi, konstruqtori vintikebiT da rolikebi mqonda ♥ kidev matarebeli romelic ratomgac ar dadioda da xelit vatarebdit liandagebze

    ОтветитьУдалить
  2. ოო, ისეთი მაგარი მატარებელი მქონდა.. როგორ მიყვარდა... მატარებელი ახლაც სახლშია, ლიანდაგები ვეღარ ვიპოვე. ეტყობა უფულობის დროს თურქეთში გადაიტანეს.

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!