Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ნაშუადღევს დაწყებული პოსტი

ნაშუადღევს დაწყებული პოსტი
ბიკინები, სტეინგები, "რაზნიცა"- "ბეზ რაზნიცა". ტეკილა, ლუდში "ჩაკიდული" არაყი და მკლავზე გადაკიდებული თავი. ბურბონი, ზოლიანი ზვიგენი, ბიანკო, ბაკარდი, სისხლიანი მერი, დაელამებული მარი და მოკისკისე ლენა. დინამიკებიდან ბასების ნაკადს გამოყოლილ მუსიკას აყოლებული მადიანი თეძოები და ორ თითს შუა მოქცეული მხრჩოლავი სიგარეტი.

"ვაა, შენ მთვრალი რა კაი ტიპი ხარ!? - ხო მთვრალი რომ ვარ შენც კაი ტიპშა ხარ!"

თუ გაზაფხული სიყვარულისთვის, შემოდგომა რომანტიკისთვის ხოლო ზამთარი სევდისთვის შეიქმნა. ზაფხულში არის რაღაც უაზრობის, დროებითი უპასუხისმგებლობის, თავისუფლების, "ერთი მაგის დედაც ვატირე, რატომაც არა"-ს საკმაოდ გაურკვეველი ნაზავი.


ზაფხული - როგორც ასეთი
  • შვებულებების რეკორდსმენი არც მოკლევადიანი, პეპელა რომანების ნაკლებობას უჩივის. ეს ის პერიოდია როცა ყველა მზად არის რაღაც განსაკუთრებული, ბენგალური ცეცხლივით ნათელი, ნაპერწკლებიანი ურთერთობისთვის. ზაფხულში ზღვაზე თავს იმის უფლებასაც მისცემ რაზეც ოფისში მუშაობისას გაფიქრებაც კი წარმოუდგენლად გეჩვენებოდა.
  • ეს ის პერიოდია, მთელი წლის ნაგროვებ ნაჯაფს რაღაც სისულელეში რომ იხდი  და არ გენანება, მაშინ როცა არასეზონზე მაღაზიაში შეგიძლია დავარდნამდე ევაჭრო გამყიდველს 2 ლარის დაკლებაზე. ისე უბრალოდ - პრინციპის გულისთვის.
  • ეს სი პერიოდია როცა ღამით პლაჟზე მიმავალი, სავსებით იოლად შეიძლება ვიღაცის ჩასახვის აქტის შემსწრე გახდე. თან შეწუხდე კიდეც "ჰმ, სხვა ადგილი ვერ ნახეს...". ან სულაც უნებლიე თანამონაწილეც გახდე.
  • ეს ის პერიოდია როცა ღამით, პლაჟზე, სიყვარულით გართულებს, მოულოდნელად შეიძლება ვინმე წამოგადგეთ.... თან შეწუხდეთ კიდეც "ჰმ, სასეირნოდ სხვა ადგილი ვერ ნახა..."
  • ეს ის პერიოდია როცა სეირნობისას დოლჩე გაბანას არომატს საამოდ ერთვის გვერდით ბუნგალოდან გამოსული შიშხინა მწვადის სურნელი... "მმ, მწვადიი..."
  • როცა "სიდედრივით ცივი პივა, ფანტა, კოკაკოლა, ნატურალური წყალიიი" ისეთივე სიხშირით გესმის როგორც თოლიების გაბმული კივილი.
  • როცა ქალაქების გაფართოება ისეთი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს რომ გაცნობისას კასპელი თბილისელი ხდება, ქედელი კი ბათუმელი.
  • როცა სვეწკი ფართზე ქუსლებზე ამხედრებულნი მიდიან და სახლში ფეხშიშველა მოტოპავენ.
  • როცა საკაბელოს კლიენტები აკლდება - ღამის არხი დიდებისთვის უკვე 3დე ფორმატში - პლაჟზე მაუწყებლობს
  • როცა მის ტანსაცმელზე გაცილებით ნაკლები მატერიაა დახარჯული ვიდრე შენს შორტზე.
  • ზაფხულში, პაპანაქების გამო ისიც კი გეზარება რასაც ზამთარში  აკეთებდი იმიტომ რომ სიცივე იყო. 
როცა მზით გახუხულ აივანზე ზიხარ. ლუდს წრუპავ. საღამოს ელოდები და ამ პოსტის წერისას სიცხის გამო გავიწყდება.. "რას ვწერდი?" თავში ადიხარ. თავიდან კითხულობ და ხვდები რომ აშკარად სიცხეა. ზღვას უყურებ და ფიქრობ. რა კარგი იქნება ახლა ცოტა ახლოს იყოს. ადგებოდი და გადაეშვებოდი პირდაპირ აივნიდან კაცი. და მერე ხვდები რომ მაგარი უნამუსო ოცნებაა. გრცხვენია და ისევ ლუდს სვამ. საღამოს ისევ რაღაც ფართია. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს რა.. შინაარსი მაინც ერთია და შედეგიც... 


არადა...

ზოგი ზაფხულობით ისვენებს, ზოგიც როცა უნდა იქ მიდის დასასვენებლად სადაც ზაფხულია.
ეს კი ჩვენი. მშრომელთა კლასის ზაფხულია. გამოწერილი. კალენდრული. ლიმიტირებულ, აღრიცხულ, დაკანონებულ, შეფუთულ, გაპიარებულ, გაევროპოიდებულ, გახურებული, ცხელი ნანატრი ზაფხული. რომელიც სხვათაშორის მხოლოდ ახლა იქოქება.. 

5 comments:

  1. like like like შვებულება მინდააა... :) მიყვარს სიცხე... ზაფხული... მართლა ეგეთია :)) უაზრო, დროებით უპასუხისმგებლო და თავისთავად არანორმალური :)

    ReplyDelete
  2. ხოდა თუ გიყვარს გაგმართლებია :)) აიღე შვებულება და ზღვა გელის ;)

    ReplyDelete
  3. sagoool :D imena magari rechi iko :D

    ReplyDelete
  4. გემრიელი წასაკითხი იყო. მადლობააა

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]