Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ლუდი მწვანეში, დაბ.დღე ჰამბურგში, ვაშლი სირბილში და მზეც ჩავიდა

ლუდი მწვანეში, დაბ.დღე ჰამბურგში, ვაშლი სირბილში და მზეც ჩავიდა

ხოდა, ისევ მწვანე ბარი. ჰორიზონტზე მზე ჩადის. ჩემში ცივი ლუდი იღვრება. ყურში წყნარი მუსიკა. ბულვარის გაღმა  ნაპირზე ექსკურსიით ჩამოსული, მზისგან აწიფინებული ბავშვები დატანტალებენ ტრუსებში. ჩემს მზის ქოლგას გვერდზე მაგიდასთან მსხდომი საკმაოდ ჩაპუტკუნებული ოჯახის არანაკლებ ჩაპუტკუნებული ბავშვი ეჯაჯგუნება ხაჭაპურით ხელში. მშობლებს არ სცალიათ. დედა ირუჯება მამა ჭამს. ვერა და ვერ შემოვდენე ჩემს ნოუთბუკში მაგთინეტი. ეტყობა ჯეოსელობას აქაც არ თმობს. ქვემოთ ვიღაცის დაბადების დღეა. მღერიან... სავარაუდოდ ტორტი შემოუტანეს. ოო დაბადების დღე. გამახსენდა ამასწინანდელი ამბავი


სხვათაშორის. საინტერესოა ასეთი შემთხვევების დროს როგორ მოიქცეოდნენ საქართველოში. გამბურგელ გოგონა ტესას თავისი მე 16 დაბადების დღე არასდროს დაავიწყდება. 
ამის მიზეზი ფეისბუკი გახდა. დაბადების დღის მოსაწვევი რამოდენიმე ადამიანის მაგიერ მთელ მის სამეგობროს გადაეგზავნა და ეს არც მეტი არც ნაკლები 1600 ადამიანი გახდათ. მართალია საბრალო იუბილარმა უბოდიშა, „უიმე მომიკვდეს თავი, ეს შეცდომააო“ მაგრამ გაიგო ვინმემ რამე? დაირაზმენ, აიბარგნენ დედაბუდიანად და სტესის ეზოსთან ისეთი „მიტინგი“ იყო ნებისმიერ ოპოზიცია-პოზიციას შეშურდებოდა. იუბილარი გაიქცა ბებოსთან. პოლიციაც იხმეს. მაგრამ ხალხმრავალ აქციებს შეჩვეული პოლიცმაისტერები მშვიდად ელოდნენ როდის დახარჯავრა დაბდღეზე მოსული ჯეელები თავიანთ ემოციებს. ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. ერთი ორი ზედმეტად ახუნტრუცებული კი დააწვინეს მიწაზე და წააბრძანეს იქ. მაგრამ ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა სტესის დაბადების დღემ.

ხოდა საინტერესო აი ს არის. ანალოგიური რომ საქართველოში მომხადარიყო რა მოხდებოდა!? ჯერ ალბათ ტესა-თაკო ატეხავდა ისტერიკას, დაუძახებდა თავის შეყვარებულს და ის კიდე ყველას დაუპოსტავდა „ძმაო შეეშალა გოგოს და გაიგე ეე“. ამას თუ არ დასჯერდებოდნენ და მაინც მივიდოდნენ იუბილარის სახლთან, დაბანაკდენოდნენ და დაიწყებდნენ სიმღერას. ვიღაც იდეინნი უმალ დააძრობდა სამშობლოს სიყვარულით პლასმასის მილებს. ან სულაც ლეიბორისტული პარტია მოვარდებოდა თავისი მედროშეებითურთ და „გი ლო ცავთ“ უმალ გადაიზრდებოდა „სა ქა რთვე ლьო“-დ ხოლო რა ლამაზი დღეა ეგრევე აკვნესდებოდა „რომ ძელ ხანჯალს ელდა ეცეს“-ო. მერე ჟეტონიანი ბიძიები მოვიდნოდენ და ჩვეული ლმობიერებით სისხლამდე უთათუნებდნენ „ფაფუკ“ „დუბინკებს“. ხოო... კიდე შეიძლებოდა გავრცობა. ერთი ორი სიტყვა ჩვენს მედია სივრცეზე.


მაგრამ ამ ხაჭაპურიანმა ბავშვმა მოახერხა ჩემს თავზე მზის ქოლგის დამხობა. ამის შემყურე მამამის ლუკმა გადასცდა. ლამის იქეთ გახდა საშველი. დედა შეწუხდა... ნირვანა დაურღვიეს.

ქოლგა გავასწორე. ბავშვი მიებარა პატრონს. გვერდით მაგიდას უცხოელები შემოუჯდნენ. რა გემრიელად ყაყანებენ ეგ დალოცვილები. ამასწინად ამივიკითხე ენების შესწავლა ცხოვრებას ახალნგძლივენსო. შემდეგ ისიც -წითელი ვაშლი ახანგრძლივებს სიცოცხლესო. გუშინ - სიცილი ახალნგრძლივებსო. დღეს სირბილი ახანგრძლივებსო. მოკლედ შედეგი ასეთია : სირბილში უნდა ვჭამოთ წითელი ვაშლი, მოვყვეთ ინგლისურად ანეგდოტები და ვიხარხაროთ გემოზე. ამის შემდეგ ჯანმრთელი ფსიქიკა თუ შეგვინარჩუნდა ვიცოცხლებთ ნაღდად დიდხანს. ეჰ. მეცნიერებო... ასე მენახეთ თქვენ რავარც აზრზე ხართ .
კიდევ ერთი კათხა ლუდი. მზე უკვე კარგად აცხუნებს ფეისბუკის სტატუსებს გადავავლე თვალი. საკმაოდ საინტერესო რაღაცეებს შევხვდი.
რას და ვის არ შეხვდები აქ. მაგრამ იესო თუ მთხოვა მეგობრებში დამატებას.... თან სამი საერთო მეგობარი გვყოლია... იმის წარმოდგენისას უკვე ვთრთივარ თუ ვინ არის ეს სამი ადამიანი....
ხოდა მოკლედ ასე. დროც გავიყვანე... გოგოებიც მოვიდნენ. ხოდა მერეისთვის იყოს ეგ ამბავი. ხო მართლა, მალე კოცნა ფართი გაიმართება. აი მერე ვნახოთ ეროვნება შელახულ მკერდებზე მჯიღების ბრახუნი თუ ატყდება :)

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]