დღე იყო საოცრად ერთფეროვანი. დილიდან ჯოკერის კაი მოთამაშესავით "ხიშტები" მერგო. გადაიწვა ნათურა, გადაიწვა ელექტრო ჩაიდანი და სანამ ჯერი ტელევიზორზე მიდგებოდა სამსახურში გავასწარი. სამსახურში "ისევ ის სიმღერა", ამინდის პროგნოზი და შაბათისთვის დამახასიათებელი, მოსაბეზრებელი სიჩუმე. სამსახურის შემდეგ მარკეტი. გამყიდველი, რომელიც მიმტკიცებდა რომ "ორიგინალი ჩაიდნები" ქონდა. მერე სახლი. კაფე. ამერიკანო. მოკითხვები. გამოკითხვები. პრესა და მერე ისევ სახლი. ტელევიზორი და წვალებისგან გაცვეთილი პულტი.
არა რა, მოსაბეზრებელია თავისუფალი მამაკაცის ყოველდღიური ცხოვრება: დაალაგე ოთახი. გადაწმინდე მტვერი. შეაგროვე ცალ-ცალი წინდა. გაიტანე ლუდის ბოთლები. დაუსხი ყვავილს წყალი... და ეს ყოველ ნახევარ წელიწადში. საშინელებაა...თუმცა სამამულო ტელე ეთერიც მარტოხელა მამაკაცის ოთახს გავს. სერიალები, ფილმები, გადაცემები, თემები, ხუმრობებიც კი ერთფეროვანი და ასე მგონია ერთმანეთისგან ნასესხები აქვთ. ხო, არც ეს შენიშვნა გამოირჩევა ახლადშობილი უნიკალურობით.
- ნიკუშა, მითხარი აბა რა იცი პანამის არხის შესახებ!? - აუ მასწ, ჩვენს კაბელურზე ესეთი არხი არ გვაქვს!...სამეგრელოში ადრე ასეთ რაღაცას შევსწრებივარ, მოტირალთა დაქირავება ერქვა. მიდიოდა ჭირისუფალი და ტირილისთვის ქირაობდა სპეციალურად მომზადებულ შაოსან ქალბატონთა ჯგუფს. რომლებიც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, მთელი მონდომებით ისე იცხადიებდნენ და დასტიროდნენ აბსოლუტურად უცხო ადამიანს რომ ლამის იყო საფლავში მიყვებოდნენ. ამ ბოლო დროს ასეთი ქალბატონების პოვნა ძალიან გაძნელდაო. თუმცა რა "ბოლო დროს". რაც პროფილი ჩაუშვეს ეთერში.
როგორც ბაბუაჩემი იტყოდა- "ნანუკას შოუ"-მ თუ დაგაბნია ჯერ "პროფილი" ნახე რომ გაიგო "ცხოვრება მშვენიერია"ორამოდენიმე დღის წინ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაშებს გადავაწყდი ერთ-ერთ არხზე. ვიფიქრე გავიხსენებ ძველ დროს. ვნახავ რა ხდება ჩვენებურ მანსანკანში თქო. ხდება კი არა და სკანდალურობით კვირის ყველაზე საინტერესო პოლიტიკური მოვლენასაც აჯობა! და ისევ ტელევიზიების წყალობით. რა ქნან სკანდალი სწყურიათ
ეთერშია შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება, საღამო მშვიდობისა - ეს იყო დღის ყველაზე მშვიდობიანი ინფორმაცია. დანარჩენი ჩვენი კორესპონდენტების რეპორტაჟებში...იუმორისტული სერიალების ბუმი იყო ადრე. ახლა ერთი შუა ქალაქი შემორჩა და ისიც სიმწრით ინარჩუნებს თავს "მეზობლებს" რომ არ დაემსგავსოს. მაგრამ აქაც რაღაც დაიღალნენსავით. ერთფეროვნების ხავსი ედება ნელინელ.
"ღამის შოუ სტუდია" და "იმედი ტვ" წარმოგიდგენთ - ყოველ სამუშაო დღეს, სერიალ "შუა ქალაქი"-ს განმეორებით სერიებს - ახლა უკვე ბანანის გემოთი!!!ბოლოს, როცა რეკლამის შემხედვარეს დამავიწყდა რას ვუყურებდი. გადავწყვიტე ჩაი მაინც დამელია და სწორედ მაშინ ვნახე ჩემი ერთფეროვანი დღის ყველაზე ფერადი დეტალი. ჩაიდანი, რომელიც მაღაზიაში მთელი ერთი საათი ვათვალიერე ჯადოსნური გამოდგა. ნახევრად გამჭირვალე დუღილისას წითლად აბრჟღვიალებს ოთახს. დუღილის დასრულებისას ლურჯად. ახლა წინა კორპუსიდან მეზობლებსაც შეუძლიათ იმის გაგება თუ როდის დუღს და როდის არა ჩემი ჯადოსნური ჩაიდანი. რა კარგი იქნებოდა ტელევიზორსაც რო ქონდეს ასეთი "დუღილის ინდიკატორი". ზოგჯერ ხო აინთებოდა მაინც ლურჯი...
დუტა სხირტლაძე სამი საათის განმავლობაში ცდილობდა ფინალში გასული 55 წლის მაგულისთვის აეხსნა რომ ის სამ ასოიანი სიტყვა, რომლის პირველი ასო -ყ- მან წარმატებით გამოიცნო, სხეულის სულ სხვა ნაწილს გულისხმობდა და სულაც არ იყო მისი წარმოთქმა სირცხვილი.
შეეშვი ტელევიზორს დავით. გაგაგიჟებს :)))
ReplyDeleteბოლო აბზაცზე გადავვარდი.. :დ
ReplyDeleteJIGARI XAR DATOO :))) JIGAAARI
ReplyDeleteპირიქით სულხან. მე ტვ-ს :))
ReplyDeleteვასასი - გაიხარეეე :)))
ეგეთ ტელევიზორს მე გამოვიგონებ :) საინტერესო პოსტია. ბლოგიც მომეწონა :)
ReplyDeleteგაიხარე :) რომ გამოიგონებ აუილებლად მითხარი. ერთს შევიძენ.
ReplyDeleteმდააჰ, მართლაც ჩინებული ჩაიდანი გიშოვია დავით :O
ReplyDeleteპ.ს.–ისთვის ვერაფერი მოვიფიქრე... ჩემთანაც 1ფეროვნებაა.. :)
:) ხო. ჩაიდანმა გამაკვირვა. ერთფეროვნებამ კი მომაბეზრააა თავიიი!!!
ReplyDelete