დღეს წვიმს. მგონი ამ სიტყვებს რამოდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ხშირად გამოვიყენებ. მაგრამ მოდით დღევანდელ დღეზე ვისაუბრებ. არა, წყალი იყო და შუქიც. ამაზედ არ ვწუწუნებ ამჯერად. უბრალოდ წვიმის გამო გარედ გასვლა შემეზარა და ტელევიზორს მივუჯექი. ვნახოთ მეთქი რა ხდება ტელესივრცეში. ქართულ არხებს მივადექი. არა გადაცემებზე არ მინდა ვისაუბრო. ეგ სულ სხვა თემაა. მე ქართულ და ქართულად გახმოვანებულ რეკლამებზე მინდა შევჩერდე.
რას იზამ. საკმაოდ კარგად გამოსდით ჩვენი ზომბირება. გინდა თუ არ გინდა რეკლამას უფრო ხშირად ისმენ და გამახსოვრდება ვიდრე ის რის გამოც იჯექი ტელევიზორთან. მიუხედავად იმისა რომ არც მანქანა მყავს და არც თბილისში ვცხოვრობ, უკვე მზად ვარ გადავიხადო პარკინგის საფასური ოღონდ ეგ წითელი მერსედესი აღარ დაგორავდეს ეკრანზე. გადატანილი სიძნელეების გამო ავტომობილის ძრავის სტრესებმა და დარდებმა რუმ პეტრილის საწვავის გამო ხო ძილი დამიკარგა, საწყალი თურმე რამდენს ნრვიულობდა. რაც მთავარია წინასწარ ვიცი უკვე რომ კორეგა იმ დამშეული ბებოს პროთეზს საიმედოდ ჩაამაგრებს და ხურხვნა, კბენა ღეჭვაში ხელი ნაღდად არ შეეშლება. მაგრამ უკვე მაღაზიიდამ ქუჩაში გამოსვისას თვალით ჩასაფრებულ ექიმს ვეძებ რომელიც მოვარდება, გაურკვეველი წარმოშობის ნათურას ჩამჩრის პირში და ჩამყვირებს - არიქა სენს პირში ბაქტერიები მრავლდებიანო. რას მიძვრები პირში შე კაი კაცო?! არ ვიცი რა დალია და რამდენი დალია წინა ღამით იმ გგონამ მაგრამ ფაქტია რომ ნაბახუსევზე, კბილის ჯაგრისზე გადასმულ ქოლგეითში დისკოფართი ელანდება, თან ისინიც იქედან უძახიან - “ჰე შემოგვიერთდიიი”. ბატონი კახი ბავშვებს სათამაშოებს ართმევს ქუჩაში და ბარში მჯდომ წყვილებს იატაკის აყრას აიძულებს. აქამდე ვიცოდი რომ პე-ეს-პეს აფთიაქთა ქსელი ნანიბრეგვაძის ოჯახის საკუთრება იყო, ახლა კი გაირკა რომ წურწულიას აუხევია. არაო, ეგ ჩემი ოჯახის აფთიაქიაო. სვანიძეებში დაჩმორებული ქმარი უკვე ერთი წელია ჭურჭელს რეცხავს.მეზობლად კი მეორე მამა ტუალეტში ცხოვრობს და ძირითადად იმით ერთობა რომ გასახების ჭუჭრუტანიდან ტუალეტის ოკუპანტიდან განთავისუფლებით შეპყრობილი ოჯახის წევრების მიერ ძღვნად მირთმეულ ტორტზე ანთებულ სანთლებს აქრობს. დააკვირდით საწყლებს რა სახეები აქვთ? მათაც უნდათ, თან ძააალიან უნდათ ტუალეტში… ის რა კაცია?! ყოველდღე რომ ჰპირდება გოგოს თოთხმეტ დღეში პარიზში წაგიყვანო და ეგეც გახარებული იხეხავს და იხეხავს კბილებს. ის ქართველი მსახიობი კი წელიწად ნახევარია ყოველ დღე ეკითხება თავის სტომატოლოგს “ ვაიმე კბების გათეთრება მინდა და რას მირჩევთ?!” არიელი გენაცვალე არიელიი და თქვენი თმები არასოდეს იქნება ასეთი ლაღი და მომხიბვლელი. მართალი გითხთხრათ ვერ გამიგია თავდაბანილი გოგონები ასე ზამბარასავით ხტუნვა-ხტუნვით რატომ დადიან ქუჩებში..ასე რომ გაიარო ლამაზი თმა კი არა მელოტიც რომ იყო ფაქტია მაინც აღმოჩნდები ყურადღების ცენტრში. იმ ლამაზმანს კი ვერა და ვერ გაურკვევია “დედა ნახე რა ფერია?” დედაა სხვა ფერის თუ რა ხდება?. ეგ კიდე არაფერი. აღმოვაჩინე რომ ზრდადი მომავალი მაქვს თან ანაბარიც.. არ მეგონა მომავალი თუ მეზრდებოდა სადმე. მაგრამ ფულს რაც შეეხება ახლა ყოველ ორმოცდაათ თეთრიანზე მერსედესის სიმბოლო მელანდება იმიტომ რომ დამარწმუნეს. მაგ ფასად მერსედესის გარდა ავერათერს იყიდიო. თუმცა რატომ? ეპილაციაც ხომ 50% ღირს? თან ერთი უფასოოოდ. მაგრამ ის ერთი რა არის მაინც ვერ გამოვთვალე…ალბათ ეგეც ისეთივე საიდუმლოდ დარჩება როგორც ღამის საფენები რომლებიც უკვე ოთხ ფრთიანია და მალე მოტორსაც ჩაუდგამენ და პამპერსები, რომლებიც სუნთქავენ. ახალი არიელი ინტელექტის მქონე ემზიმებით რომ უფრო კარგად რეცხავს ვიდრე ძველი ეგ ბავშმაც იცის, ჭუჭყს დაინახავენ თუ არა ეგ ემიზები ებრდღვნებიან და მიდიი… ახალი ტელევიზორი რომ უკეთ უჩვენებს ვიდრე შენი ეგეც ფაქტია. მაგრამ ის ვერ გამიგია რატო მაჩვენებენ და მახარბებენ ახალი ტელევიზორის საოცარი ეკრანის ფერთა მრავალფეროვნებას ჩემი ძველი ტელევიზორის ეკრანით? ბარე მომიტანე და მაჩვენე?! მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ , მისი ყიდვა და საკუთარი დანიშნულებით მოხმარა რომ შეიძლებოდეს ყველაზე პოპულარული რეკლამირებულ ნივთებსა და აგილებს შორის ჩვენი ღრმადპატივცემული პატრული იქმებოდა. ასეთი შტურმით ეთერი არც კარიესს, არც ქერტლს და არც ღამის საფენებს აუღიათ. თუმცა ყველაფერი წინა რის.მთელი ზამთარი ეკრანს მიჯაჭვულებმა უნდა გავატაროთ და რა ვიცი კიდევ რა შედევრი მელოდება ან რა ფობია.
მანამდე კი გაიღიმეთ. ჩვენ ზრდადი მომავალი გაქვს…
ვაიმე, ცუდად ვარ
ReplyDelete: )))))))))))))))))))))))))))))))))
:)....
ReplyDelete"რატომ? შებერილბა გაწუხებთ? ექსპუმეზანი!!! შველის დედასაც და შვილსაც" :D:D:D:D:D:D
gaixareee
ეჰ ეგეთების მოსმენა მოგვიწევს ჯერ სად ხარ. ზამთარს გაზაფხული მოსდევს მერე ზაფხული და ეგ რეკლამები კიდევ არ იცვლება. რაც თავი მახსოვს სულ ერთი და იგივე გადის.
ReplyDeleteმართალი ხარ...
ReplyDeleteამით ალბათ ჩვენს გამძლეობას ამოწმებენ :)
თუმცა ზოგჯერ გამოანათებს ხოლმე ახალი "შედევრები"
ჰეჰ..
ReplyDeleteძალიან მაგარი იყო.. :))
ისე, იმ ტორტზე და ტუალეტის რეკლამაზე უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ კარგად არის მოფიქრებული..
reklama tavisas nagdad shveba. sainformacioc ro reklamasavit mokle iyos ra kai iqneboda.. an kide partiata polit mozraobis niusebi..
ReplyDeleteჩემი გამომცემლობა, რომ მქონდეს ამ წერილს გაზეთშიც დავბეჯდავდი :)))))))))
ReplyDeleteკარგად ვიცინე:D რეკლამები ფაქტია, მაგრამ სლოგანები მთლად "საოცრებაა" :)
მალე გვექნება მაგის შანსი... ჟურნალში ;)
ReplyDeleteსლოგანები იცოცხლეეე... ერთი მეორეზე უკეთესი...
ertaderti reklama maxsovs kargad:)
ReplyDeletesaxli minda,
manqana minda...
mokled zusti citireba gamijirdeba magram bevri minda iko:) adre gadioda, es iko chemi azrit kargad gaketebuli reklama.
nuuuu danarchenebis ra gitxra, arc mecineba:)
xo. eg martla kargi iyo. ara yvela cudi araa . magram cudi ufro charbobs da eg moqmedebs...
ReplyDeletenu cudze ise kargad giweria daviT:) me agar davicke:) gagrdzeleba:):):):)
ReplyDeleteდიდი მადლობა ბატონო ;)
ReplyDeleteგაიხარე :)
ახლა შენს ბლოგზე დავზვრები... მომწოონს...
))))))))))
ReplyDeleteმაგრამ და პ.ს რადგან რეკლამებს ამხელა პოსტი მიუძღვენი ე.ი იმოქმედა და რადგან იმოქმედა ე.ი რეკლაამამ თავის დანიშნულება შეასრულა.
ისე მაგარი რამეა რეკლამა.
კარგი რეკლამა.
გეთანხმები. თავისი საქმეც ქნა და მეტიც. რეკლამა კაია. მაგრამ ისე რეკლამისთვის ცალკე არხი რომ შეიქმნას კაი იქნება. დავისვენებთ და ბოლოს და ბოლოს ისე გადავრთავთ. ინსტიქტურად, ყოველ 7 წუთში :)
ReplyDeleteსაინტერსო იყო)))
ReplyDeleteკიჰ... და ეს 2009 წელი
Delete