Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

+10 მიზეზი იმისა თუ რატომ ყავა...

+10 მიზეზი იმისა თუ რატომ ყავა...

დღეს მისაყვედურეს. რაა ეს სულ ყავას რომ გაიძახიო... რატომაც არა. სხვა თუ ხმელ ბალახზე, მისი მოწევით გამოწვეულ სიამოვნებაზე და პროცესზე სწერს. მე რატომაც არ უნდა ვწერო ისეთ მშვენიერ სასმელზე როგორიც ყავაა? (სხვათაშორის ზაფხულში ამ სიკეთეს გაცილებით ხშირად ვიზამ ხომლე) ხოდა ასე. ყავა.
თუ არ გიყვარს ეგ არაფერია. მიზეზი მარტივია: უბრალოდ კარგად, გემრიელად მოდუღებული ყავა არ დაგილევიათ. ან ის სორტი არ გაგისინჯავთ რომელიც თქვენს ბუნებას შეეფერება. (ხო, ასეც ხდება ხოლმე). არ დავიწყებ ყავის სახეობების ჩამოთვლას. უბრალოდ დაგისახელებთ დაახლოებით 10 მიზეზს იმის ხაზგასასმელად თუ რატომ ყავა...

  • 1. ალკოჰოლის მოტრფიალეთა იმ ნაწილს, რომელიც ალკოჰოლის სოლიდური დოზის შემდეგ ყავას მიირთმევს. გაცილებით დიდი შანსი აქვთ თავი აარიდონ ისეთ რთულ დაავადებას როგორიცაა ღვიძლის ცეროზი. ეს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. როგორც ის რომ თუ საერთოდ არ გინდათ ამ რისკ ჯგუფში მოხვედრა შედარებით ნაკლები უნდა სვათ.
  • 2. კოფეინი ამცირებს კანის კობოს გაჩენის რისკს. ქალბატონებისთვის კი რაღათქმაუნდა სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი რომ  კოფეინის შემცველი კანის ლოსიონები  მშენივრად ატინიზირებენ სხეულს.
  • 3. დღის მანძილზე მიღებული ყავის არომატული სასმელი მშვენივრად მოქმედებს გუნება განწყობაზე. მეცნიერაბმა დაადგინეს რომ ტონუსის ამწევი ამ შემთხვევაში ნივთიერება დოპანიმია. თუმცა ყავის დიდი რაოდენობით მირთმევისას სწორედ ეგ ღრმად პატიცვემული დოპემინი იწვევს კოფეინისადმი მიდრეკილების  ზრდას. ასე რომ დღეში სამ ჭიქაზე მეტი ყავის მირთმევა დიდად ეკომენდირებული არარის.
  • 4. ათასი რეცეპტი მოგისმენიათ რომლის წყალობით ტანთხელი დიეტოლოგები გიმტკიცებენ რომ ამ რეცეპტის, ან პრეპარატის წყალობით სულ რამოდენიმე დღეში მიაღწეთ თქვენთვის სასურველ შედეგს. რადგან ისინი ანტიოქსიდანტებისაგან შედგებიან... ბატონებო და მითუმეტეს ქალბატონებო. გაგიმხელთ საიდუმლოს და გეტყვით რომ ეს გაპიარებული ანტიოქსიდანტები ძალიან დიდი დოზით შეიცავენ კოფეინს... რის წყალობითაც აღწევთ, ან უნდა მიაღწიოთ სასურველ შედეგს. ასე რომ...
  • 5. ვინც სპორტს მისდევს (მაგარი ფრაზაა, რატო უნდა სდიო) ვინც სპორტით არის გადაცებული (ხო ასე სჯობს) მეტნაკლებად ცნობილი იქნება ისიც რომ სავარჯიშო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, როცა კუნთები გიხურთ და თითქმის ვერ იმორჩილებთ თავს. ყავის, ან კოფეინის შემცველი სასმელის მიღებისას გაცილებით დიდ შვებას გრძნობთ. ვინაიდგან კოფეინი კუნთების ტკივილს ამსუბუქებს და დაღლილობას ხსნის.
  • 6. თუ თქვენ გულმავიწყობას გაბრალებენ ურიგო არ იქნობოდა დღეში მინიმუმ ორი ჭიქა ყავა რომ დაგელიათ. მეცნიერების მტკიცებით კოფეინი ხელს უწყობს მეხიერების სტიმულირებასაც.
  • 7. ის მითი, თითქოსდა კოფეინი გულის დაავადებებს იწვევდეს, კიდევ ერთხელ გაქარწყლდა. მეცნიერების მიერ დადგენილია რომ კოფეინი ამცირებს გულ-სისხლ ძარღვთა და იშემიური დაავადებების რისკს. ასე რომ თუ გული ყავისკენ მიგიწევთ, მიუშვით.
  • 8. ქალბატონებს, ვისაც ბალზაკის ასაკში მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების შიში აქვთ. თამამად შეუძლიათ უარი აღარ თქვან თავიანთ საყვარელ სამსელზე, რომლის მირთმევის დროსაც საკმაოდ კარგად ჭორაობენ და ერთობიან. კოფეინი კოგნიტივური ფუნქციების სტიმულირებასაც უწყობს ხელს.
  • 9. კოფეინი არც პატარებისთვისაა მავნე. 1999 წლის გამოკვლევების შედეგად მის საფუძველზე დამზადებული ინექციების დანიშვნაც კი დაიწყეს იმ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ვისაც სუნთქვითი პრობლემები ქონდათ.
  • 10. ვისაც უშაქრო ან ნაკლებად ტკბილი ყავა უყვარს გაუმართლა. ისინი შედარებით ნაკლებად ისარგებლებენ სტომატოლოგის მომსახურეობით. ყავის მარცვლების შემადგენლობაშ შედის ისეთი ნივთიერებები რომლებიც ანადგურებენ  კარიესის ძირითად გამომწვევ ბაქტერიას სტრეპტოკოკუს მუტანს. ასე რომ ყავა სტომატოლოგთან თქვენი ვიზიტის მიზეზი ნაკლებად იქნება.

ესეც 10 მიზეზი იმისა თუ რატომ ყავა და (რა სარგბლობა მოაქვს ჩვენთვის მამალს) რატომ არ უნდა ვთქვათ მასზე უარი. როგორც ხედავთ შეძლებისდაგვარად მოვარიდე ამ ჩამონათვალს ლირიული გადახვევებით მოყვანილი ფაქტები თუ „რა კარგია ყავა“. აქ მხოოდ ყავის და კოფეინის რეალური პლიუსები იყო მოყვანილი. ასე რომ, ესეც ჩემი ვირტუალური კაფის წითელჯვრიანი თარო.
ახლა კი დროებით. არაბული ღვინის მორიგი დოზა მელოდება

ბოლოს კი პატარა ვიქტორინა :)


5 comments:

  1. იმდენი ქენი რომ ყავის სმა დავიწყე... დაგიჯერე

    ReplyDelete
  2. ყავას მოვიხმარ საბითუმო რაოდენობით და ვეთანხმები მე10 პუნქტს :)) პრინციპში ყველა პუნქტსაც ვეთანხმები :))) მე მიყვარს ყავა, ოღონდ ტკბილი არა, ყავას ყავის გემო უნდა ქონდეს :)))

    ReplyDelete
  3. კეილი იყოს შენი მობრძანება მაშინ ჩემს კლუბში ;) მიყვარს ყავამანები

    ReplyDelete
  4. ამ ბლოგზე იმდენჯერ შემხვდა "ოდა ყავას", რომ კომენტარისგან თავი ვეღარ შევიკავე:)
    ეს კი coffeeholic-ების ჰიმნი
    http://www.youtube.com/watch?v=UGtKGX8B9hU

    ReplyDelete
  5. აბა როგორ ;) ჩემს საყვარელ სასმელზე თუ არ დავწერე ჩემსავე ბლოგზე... ისე რაარის ცხოვრება!

    გაიხარე!!!

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]