Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

რა ხდება შენს თავს? ჰაა?

რა ხდება შენს თავს? ჰაა?
ხშირად არც ვუფიქრდებით თუ რამდენად დიდი ზეგავლენა აქვს სხვის შენიშვნას, ან უბრალო რეპლიკას. მითუმეტეს თუ ეს ყველაფერი ბილოში კითხვის და ძახილის ნიშნით მთავრდება.
ღამე დათენებულს დილით ადრე ადგომა მომიწია. თან არც თუ ისე თბილი და სასიამოვნო ამინდი იყო. კაბელურიც გათიშული... და ეს ნაცრისფერი, მოშიშინე ეკრანი მართლაც არ არის სახალისო საყურებელი... მაგრამ განწყობა ძალზედ ჩვეულებრივი იყო. ძალზედ!

სამსახურის შესასვლელთან ნაცნობი შემხვდა. დიდის ამბით მოვიკითხე, გამოველაპარაკე, მან კი ხელით მომიზიდა და თვალებში კააარგად ჩამხედა..." სახეზე ფერი არ გადევს, კარგად ხომ ხარ?". დილის დასაწყებად საკმაოდ პოზიტიური გზავნილი იყო... კი მეთქი. მაგრამ რატომღაც არ დამიჯერა და წარბშეკრულმა განაგრძო გზა...
სამსახურში სითბო დამხვდა. სტუდიაში გმრილად მოვეწყვე და მუშაობა დავიწყე. ცოტა ხნის შემდეგ ანამშრომელი დაადგა.."რაა ეს ყავაზე რომ არ აგვაბუნტე?... არ გინდა?კარგად ხომ ხარ?". კი ვარ მეთქი და ყავაც შევუკვეთე...
ცოტა ხნის შემდეგ მეგობარმა დამირეკა თბილისიდან... "სად დაიკარგე ბიჯოო. კარგად ხო ხარ?"... ცოტათი გავბრაზდი, რას შემომიჩნდით მეთქი.
ქუინსი ჯონსს ვუსმენდი... უბრალოდ ეთერში გადიოდა. სტუიის ტელეფონმა დარეკა. მსენელი იყო...როგორ გამახარეო. რითი მეთქი... შენც რომ ჩემსავით სევდიანი ხარ ახლაო...
საკმაოდ "დაშაშხულმა" გავსწიე ბარისკენ. ვნახავ ხალხს, მითუმეტეს თავისუფალი სრამო მაქვს მეთქი... ერთი ლუდი თქო და... ბარიდან ეჭვისთვალით ნაკითხი.. "მშვიდობაა?"...
სახლში მისულმა სოციალურ ქსელს მივაშურე, აქ ხო ავატარად სურათი მაინც მიდევს მეთქი.. მაგრამ სად ხარ?...
გადმოქართულებული პირწიგნაკი დაკვირვებული მზერით მომაცქერდა და სიახლის ველით მკითხა.. "რა ხდება შენს თავს?" იქვე ამოტივტივდა "კარგად ხომ ხარ? რაღაც შენი ფერი არ მომწონს! რაიმე მოხდა თუუ!? რამეს ხომ არ მიმალავ? არ დამიმალო იცოდე! ჰაა?"
და დღის ბოლოს, ჩემს ოთახში აღმოვაჩინე რომ საშინლად ცუდად ვიყავი, ჩემს თავზე "რაღაც" ხდებოდა, რომ არაფრის განწყობა არ მქონდა, რომ სურვილი მქონდა დამელია, დამთვრალიყავი და ბედუკუღმართი ცხოვრება მეწყევლა....

მერე ტელევიზორი ჩავრთე და ისევ გათიშული საკაბელოს დანახვაზე გამახსენდა თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.. საშინლად გავბრაზდი... თითქოს და არაფერი მაგრამ ხომ იმოქმედა? ხოდა ძაალან მომიდნა ყველა ეს შეშფოთებული ხალხი ერთ მწკრივში დამეყენებია ღრმად პატიცვემული პორწიგნაკიანად და რუპორში გემრიელად მეთქვა...


4 comments:

  1. xom kargad xar?
    mshvidobaa shens tavs?
    :)))))))))))

    ReplyDelete
  2. ახლააა... :)))))
    არრრაჩვეულებრივად ვარ ;) და დიდი ძახილის ნიშანი !

    ReplyDelete
  3. ... და все აუცილებლად უნდა გაააგრძელო, ანუ всееееееееееееееееееее!!! (რა თქმა უნდა ძახილის ნიშნიც აქვეა :-) )

    ReplyDelete
  4. არა, სულ მასე "ვსეეე..." არა. მხოლოდ იმ მომენტისთვის კონკრეტული ადამიანები :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]