Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ე რამოდენა მთვარეა კაცოო !?

ე რამოდენა მთვარეა კაცოო !?
ღამეა, არადა არ მეძინება. არც ისეთი ამინდია რომ ხეტიალი მოგინდეს. არადა კი ნახავდა კაცი ახლად გახსნილ "სიყვარულის" ქანდაკებას. თან ღამით განსაკუთრებით ლამაზია. ეს წრეზე მბრუნავი შეხვედრა განშორების განუწყვეტელი ციკლი ცოტა არ იყოს სულ სხვა აზრებისკენ გიბიძგებს ადამიანს.


ეს ოჩის ფოტოა. ამას წინად "მარშ ბრასოკზე" გადავიღეთ

პირწიგნაკშიც ყველა გაუჩინარდა. ეტყობა მოახლოებულმა ორშაბათმა თავისი ქნა და ძილს მისცეს თავი. ყოველ შემთხვევაში კითხვაზე "მოდი, არ გინდა ვისაუბროთ?" - "რაზე!?-მეძინება" არავის უთქვამს.
ხოდა ისევ ეს ინტერნეტი. ასე უმოწყალოდ ვჯიჯგნი და ხმასაც არ იღებს, არც წუწუნებს რომ სულ შენთან არარის საინტერესოვო. არც იმას იძახის, ახლა გავრბივარ და მერეო... არის და არის... ერთად ერთი ის შეუძლიათავი მოგაბეზროს აქეთ...
რაიმე რომანტიულ-ლამაზ-კომფორტული სახურავი რომ ჰქონდეს ჩემს სახლს იქ ავიდოდა კაცი. პლეერს აიტანდა, ცოტა კონიაკი და... თუმცა კიდევ კარგი რომ არააქვს. რა აბობღდებოდა ახლა იქ ...
მოკლედ ისევ ეს საცოდავი ბლოგი. რამდენ სისულელეს იტევს... რამდენ "გენიალურ" აზრებს... არა და ხვალ ორშაბათია... კიდევ ერთი, 6 დღიანი სამუშაო მარათონი.
ხოდა კარგი. წავედი მეც. ხვალინდელ დღეს შევხდე...

2 comments:

  1. rogor minda mag qandakebis naxva <3 :dreamer:

    ReplyDelete
  2. :) მერე? სეზონი გრძელდებააა, ბათუმი კვლავ ელის სტუმრებს :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]