Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ვაშა,"ნათლობა" შედგა

ვაშა,"ნათლობა" შედგა
ვაშა. დიდება, გვეღირსა. აჰა ფეერვერკიც და გადაჭრილი ლენტი.ნათლობა შედგა


როგორც იქნა გავიგეთ თუ რა ფუნქცია უნდა ეკისრა ბათუმის ბულვარის შესასვლელთან გაწოლილ თეთრ "ტალღა-დელფინ-რაღაცას". რას არ აბრალებდნენ. ტელევიზიით იმასაც კი გვიმტკიცებდნენ რომ ეს არწივის თვალიაო და აქ ტურისტებისთვის საგამოფენო სერვის-ცენტრი იქნებაო. მერე არაო. ეგო ნიჟარააო და მაქ საგამოფენო დარბაზი იქნებაო ( რისი ვერ გავიგე ). მერეო არაო. მაქ კაფე ბარი იქნებაო. მოკლედ კენედის მკვლელობის გარდა ყველაფერი დააბრალეს.


საწყალი "ტალღა-დელფინ-რაღაცა" კი იდგა (თუ იწვა) და ელოდა თავის ბედს.
და აი ისიც... ვიღაცას გაახსენდა,ან მოაფიქრდა, ან დაესიზმრა. მოკლედ ვიღაცამ თქვა რომ მანდ ქორწინების სახლი კაი იქნებოდაო და მართლაც.. ქორწინების სახლი არ ყოფილა? აქ რამ მოგიყვანა შენ მადლიანო შენა ჰაა?
მოკლედ ასეა. დღეს ოფიციალურად გავხსენით. ოფიციალურად დავაქორჭინეთ ოფიციალურად მოსული ოფიციალური წყვილები და ოფიციალურად გავისროლედ ფეერვერკებიც.


ისე კარგი გადაწყვეტილებაა. ბულვარის შესასვლელში ქორწინების სახლი. მერე წყვილი ბულვარს გაყვება ფოტოებს გადაიღებს. მერე იქვე, ყოფილ აჭარა მიუზიკ ჰოლის თეთრი ტენტით გადაჭიმულ "სეფა-დარბაზში" იქორწინებს. მერე ქორწილიდან მთვრალი პერსონები იქვე გვერდით დელფინზე აღოღდებიან სურათის გადასაღებად, მომღერალ შადრევნებს აჯობებენ სიმღერაში და ბოლოს ზღვის პირას გაგრილდებიან.
ასე რომ არ გაგიკვირდეთ პლაჟის მიმდებარე ტერიტორიაზე დედოფლის მიერ სხვებისთვის გადაგდებული საქორწინო თაიგულის ნაფლეთები რომ იპოვოთ.


გამრავლდით და გაიხარეთ.
მართლაც კარგი გადაწყვეტილებაა.

საინტერესოა ბულვარის თავში თუ ქორწინების სახლი დადგეს. ბულვარის ბოლოს ნეტა რა იქნება???

7 comments:

  1. ლოგიკურად, ბულარის ბოლოს განქორწინების სახლი უნდა იდგას.. :D

    ReplyDelete
  2. მიყვარს ბათუმი. ყველა ზღვისპირა ქალაქი მიყვარს, მიუხედავად იმისა, ვიცი, რომ სულ ისეთი ამინდებიც არ არის, როგორიც ზაფხულში, მაგრამ მაინც მინდა მანდ ცხოვრება.

    ეგ საყვარელი დელფინი... მექორწილეების "საბობღი" ანუ :)

    ReplyDelete
  3. vasasi ეგ კიდე კაი ვარიანტია. მე ცოტა უფრო შორს წავედი :)

    sophie golden მესმის თვქენი. ბათუმი მართლაც კარგია საცხოვრებლად. მითუმეტეს როცა სხვა ალტერნატივაც გაქვს. საბობღი დელფინია აბა რაა :) შარშან ზაფხულში ური მთვრალი მუტრუკი აღოღდა ბულვარის კოლონადების სვეტზე და შემოემტვრათ :)) ასე რომ ბობღვა მოდაშია

    ReplyDelete
  4. magari natkvamia"talga delfin ragaca",me sastikad ar momcons da atasjer ufro merchivna chems bavshvobashi da cota mogvianbitac maq warcera rom iko .qorwinebis saxli romelic gvakvs imis garemonteba jobda xels awer da tavi zveli welt agricxvis gamoqvabulshi rom ggonia.zalian minda im adamianis fizionomis vicnobde vinc es moigona, ragaca warmodgenebi chemtvis maqvs ukve.......

    ReplyDelete
  5. ხო, ის მართლაც კარგი წარწერა იყო. გეთანხმები.
    იმ ადამიანების ფიზიონომიის ცოდნზე რა მოგახსენო მაგრამ ძველი ზაქსის გარემონტება მართლაც კარგი იქნებოდა. ქორწინების პირველ შთაბეჭდილებას მაქ იღებ და როგორც წესი ერთი სული გაქ იქედან გამოქცევაზე :)))

    ReplyDelete
  6. bulvaris bolos samshobiaro iqneba :-)))
    ukve imsigrzea ro... 9 tve qe dachirdeba magis pexit gavlas :-)

    ReplyDelete
  7. bolos an damkrdzalavi biuro iqneba an kide ganqorwinebis biuro :D :D

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]