12.11.09

ბზზზზზ და ჯანდაბა


გუშინ მთელი ღამე კოღოებთან უთანასწორო ბრძოლა მქონდა. არ ვიცი რისი ბრალია , გლობალური დათბობის თუ გენური მუტაციის, კოღოები  ახლაც კარგად გრზნობენ თავს და გუშინ "ხიდისთავს დადეს პირობა" და შემიტიეს. მაინც რა საზიზღარი არსებები არიან. ის კი არა რომ გიკბინონ და წავიდნენ. არა აუცილებლად უნდა ჩაგაბზუილონ ყურში. მერე დაჯდებიან გწოვენ სისხლს, იბეყებიან და დამთვრალნი უკვე დაბალ ხმაზე მიბზუილობენ. თან შუქს როგორც აანთებ იმალებიან.მაგრამ რამოდენიმე კონტრ შეტევის შემდეგ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიე. მართალია დილით საწოლის თავთან კედელი ჰორიზონტალურად აღმართულ მინიატურულ მარტყობს წააგავდა, სამაგიეროდ დილისთვის 1 საათით წაძინება მაინც მოვასწარი...
შემდეგ უკვე სამსახურში მოზრდილი "კოღოების მოგერიება მომიწია. თუმცა წინა ღამის გამოცდილებამ ფუჭად არ ჩაიარა...
მართლა ძალიან საინტერესოა. ადრე კოღო ზაფხულთან და სიცხესთან ასოცირდებოდა. ახლა კი მე მგონი ყინვა გამძლე ჯიში გამოვიდა. თუმცა კოღოსი რა მიკვირს. ამას წინად სამსახურში მოვდიოდი და მოედანზე გავიარე. წუნ ორი მტრედი დაფრინდა . რაღაცას კენკავდნენ. მივუახლოვდი, ვიფიქრე გაფრინდებიან მეთქი.

მაგრამ ნურას უკაცრავად... ერთი ისე ამომხედეს "რას მეჯახებიო" და გოგმანით შეეცადნენ ჩემს გასწრებას... გაფრენა იდეაშიც არ ჰქონიათ. ფეხებში გამობლანდნენ და მე ძლივს შევიკავე თავი რომ არ წავქცეულიყავი.. განაგლდნენ. მალე თავს დაგვესხმებიან...


მდაა ამაღამ რევანში ექნებათ ნეტავ?

8 კომენტარი:

Tomushka комментирует...

kogoebi celicadis am droooos?
nda martla mutanteibi arian etkoba

Da-v-iD комментирует...

აბაა...ანათებდნენ მაინც.. აი სიე მწვანედ როგორც მუტანტები... იოლად მივაგნებდი.. ხიხიხიიიი ;)

Tomushka комментирует...

ისე მაგათ ხმა რომ არ ქონდეთ ფრენინსას კიდე ავიტანდი, მაგრამ ეს წუილი მაგიჟებს რასაც ქვია :D :D

Da-v-iD комментирует...

სუფთა სისხლის მწოველები და ნერვების მომშლელები არიან... სახელიც როგორი აქვთ? კოღო....

სულხანი комментирует...

უუუუუხ!

კოღოები!!

აახ!

ანუკა комментирует...

აუუუ, ყველაზე საზიზღარი არსებები და ყველაზე ნერვების მომშლელი, ყურთან წუილი „პასადკაზე“ რო მიდიან, ფუუუუუ, გამახსენდა ეხლა როგორ მამწარებენ ზაფხულში... ისე, ნოემბერში კოღო უკვე მართლა ნამეტანია

xissunianisaxli комментирует...

ზოლიანი ცხვირები აქვთ?
თუ რა ჰქვია რითიც სისხლს იღებენ ჩვენგან :(

Da-v-iD комментирует...

ხორთუმი.. ეგენი ვნახე გამხმარი :))))

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...