ეს გრძნობა კარგახანია მივიწყებული, მიძნებული იყო. რაღაც საინტერესოს დასაწყისის მოლოდინში, გადაკეტილ ქუჩაზე ჩამწკრივებულ სკამებზე მოუსვენრად მჯდარი რომ შეჰყურებ შენს წინ, სახელდახელოდ შეჭედილ სცნაზე, ლამპიონებით განათებულ, დაშვებულ წითელ ფარდას. რომლის უკან რაღაც ხდება, მზადდება, რაღაც ძალიან საინტერესო, რაღაც ახალი, რაღაც, რაც არ გინახავს. ეს გრძნობა გაღელვებს, მართალია არ იმჩნევ, მაგრამ მაინც გრძნობ რომ ეს ასეა და ეს , სასწაული მოლოდინი საოცრად გადამდებია. შენს ირგვლივაც იგივეს გრძნობს ყველა. სხვებიც შენსავით კისერს იგრძელებენ და ცდილობენ ფარდებს შორის დაინახონ რაიმე, რაიმე მოძრაობა, ან ხმა გაიგონ. უკვე მერამდენედ გავარდა ხმა " ჰე, იწყებენ, ჩუ". მაგრამ როგორც ყოველთვის ეგ მხოლოდ მოთელვა იყო.
სავსეა ქუჩა, სკამები არ კმარა, ფეხზე დგანან, ვისაც გაუმართლა საკუთარი აივნიდან უცქერს სეირს. საკუთარი ლოჟა კაი თემაა, მაგრამ განა ასე ხშრად მოდის თეატრი თავისი ფეხით შენს სახლთან?!
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!