Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

საქართველოს უნივერსიტეტის ახალი ინოვაციური პროგრამა - „ბლოკჩეინი - დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემები“

საქართველოს უნივერსიტეტის ახალი ინოვაციური პროგრამა - „ბლოკჩეინი - დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემები“



საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლამ გაიარა ახალი სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაცია სახელწოდებით „ ბლოკჩეინი - დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემები“. პროგრამა ინოვაციურია და წარმოადგენს ერთადერთ მსგავსი ტიპის პროგრამას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში.
პროგრამის მიზანია როგორც ლოკალური, ასევე გლობალური ბაზარისთვის თანამედროვე, კონკურენტუნარიანი, მაღალი რანგის სპეციალისტების (პროგრამისტები, კონსულტანტ/სისტემ-ანალიტიკოსები და IT მენეჯერები) ფორმირება, რომლებიც IV ინდუსტრიული რევოლუციისა და კრიპტოეკონომიკის კონტექსტში, უახლესი ტექნოლოგიებისა და მიდგომების სისტემური სინთეზის გზით შექმნიან და განავითარებენ თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებულ ტექნოლოგიურ სოლუშენებს - ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ დეცენტრალიზებულ ინფორმაციულ სისტემებსა და სერვისებს. პროგრამა ორიენტირებულია, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროგრამის შექმნითა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების სფეროში მაღალი რანგის სპეციალისტების ფორმირების გზით, ხელი შეუწყოს საქართველოში უახლესი ტექნოლოგიების, მათზე დაფუძნებული სოლუშენების სწრაფ განვითარებას, IT სფეროში ექსპერტიზისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და ქვეყნის გლობალურ ციფრულ საზოგადოების რეგიონალურ ლიდერად ფორმირებას.
პროგრამა სტუდენტების მიღებას სექტემბრიდან შეძლებს.

New Innovative Program of the University of Georgia – “Block chain – DecentralizedInformation Systems”.
The University of of Georgia has received  accreditation on Master Program called "Blockchein - Decentralized Information Systems". The program is innovative and is the only program of this type not only in Georgia, but in the whole region.
The program aims to form modern, competitive, high-level specialists (programmers, consultants / system analysts and IT managers) for both local and global markets, who will develop technological solutions (Decentralized information systems and services based on block chain-focused  technology) on modern challenges through systemic synthesis of the latest technologies and approaches in the context of IV Industrial Revolution and Cryptocommunication. The program is oriented to create a curriculum for market requirements and form high-level specialists in the field of Block chain technology.
Program will receive students from September 2019.

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]