Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბათუმობა კი არა და ... მთავრობა მოდის

ბათუმობა კი არა და ... მთავრობა მოდის

ბათუმობა დღესასწაულთა იმ კატეგორიაში შევიდა - კაცმა რომ არ იცის გაისად როდის ჩატარდება. სად და როგორ - ეგ უკვე გავიგეთ. უბრალოდ ბათუმობა რაა - აი ეს ვერ გავიგეთ. ყველას საკუთარი წარმოდგენა აქვს ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ღონისძიება, აბა მერიასთან არსებული სიპების და აიპების აღლუმი დღესასწაულად როგორ უნდა შერაცხო. ზოგს, გარე ვაჭრობა ხიბლავს, ზოგს სძაგს. ზოგს გაცოცხლებული ძველი ეპოქა ხიბლავს, ზოგს დრომოჭმულად ეჩვენება და დიიდ, ვეება კონცერტს ითხოვს. ამ კონცერტზეც ზოგი ადგილობრივების გამოსვლას თხოვს, ზოგიც გადამთიელის. ზოგს ქოლგებ შეკიდული ქუჩები ენატრება და ზოგსაც შეკიდული ქოლგების ჩამოჟლეტა. 

ყოველ ჯერზე იყოფა ორად აზრი. სიპებს და აიპებს მოსწონთ. ენჯეო და შეპესეებს დიდად არა. ტრადიციად ვერ დამკვიდრდა, იმიტომ რომ შინაარსი ვერ გავაიგივეთ. ვერ შევძელით. აი ჩატარებულის გაკრიტიკება ან გაპრავება კი ნამდვილ ტრადიციად ჩამოყალიბდა. ხოდა მივხედოთ ტრადიციებს

ძალიან მომეწონა ძველი ბათუმის გაცოცხლების იდეა. ფაეტონები, არღანი, მეზღვაურები, მეთევზეები. გიმნაზისტი გოგონები, ცირკი შაპიტო და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ცოტა აღმოჩნდა იმ ტერიტორიისთვის, რა ტერიტორიაზეც ბათუმობა იყო "გაშლილი". მიზანსცენიდან მიზანსცენამდე ძალიან დიდი წყვეტა იყო და ის ხიბლი, რაც შემოფეთებულ გიმნაზისტ გოგონების შეხედვისაც გიჩნდებოდა, ქუჩის მეორე კვეთამდე, სადაც მეთევზეები ან მეარღნე იჯდა ძლივს თუ მიგყვებოდა... მანძილი იყო დიდი. მონაწილე (მანძილთან შედარებით) ცოტა. 
წარმოიდგინეთ რა ეფექტი ექნებოდა ბათუმობას დრესკოდი რომ დაეწესებიათ და ყველას ამ "ალია რეტრო" ზმანზე გვეარა...
ხო, კიდევ ერთი რამ. სანამ ამ წყეულ "მთავრობა მოდის არიქა" თემას არ გადავეჩვევით, არაფერი გამოვა ხეირიანი. სანამ "მთავრობა მოვიდოდა" მთელს ძველ ბათუმს დავარტყი წრე, ყველა მონაწილე თავისთვის იყო მოდუნებული (თურმე მოდუნებული) . საკმარისი იყო ამ მაცოცხლებელი ფრაზის გაგონება და... გაცოცხლდა მეცხრამეტე საუკუნის ბათუმი. ნუ... კაი რა... ხოდა მთავრობა როგორც მოვიდა ისე წავიდა...

დანარჩენზე რა გითხრათ. ყველაფერი ისე იყო როგორც ადრე. იყო ხელნაკეთი ნივთების და მცირემეწარმეთა ბაზრობა. ყავა ბათუმურად - ქვიშაზე - რაზედაც დიდი მადლობა. და იყო ბათუმობა, რომელიც უნდა დაგეჭირა, გეგრძნო და გაგეთავისებია... მაგრამ აი ეს დაჭერა (მუღამის არ იყოს) ცოტათი ძალიან გაძნელდა. 

ხო, სიპების და აიპების ფორმიანი აღლუმი ვერ ვნახე. ძალიან მაინტერესებდა აღლუმზე აიპი ფერიის სასაფლაო რა ფორმით გამოვიდა... მარა კაი...

ტრადიციულად - ბათუმობას გილოცავ ბათუმო. 













No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]