Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ერმაკოვიდან ერმაკოვამდე... ჩამოხსნამდე ნახეთ

ერმაკოვიდან ერმაკოვამდე... ჩამოხსნამდე ნახეთ

- უნდა ჩამოხსნათ!
- რატომ?!
- მოძრაობას აბკოლებს და ხალხს ხელს უშლის

დაახლოებით ასეთი იყო მერიის თანამშრომლების რაქცია (მოთხოვნა) გამოფენის ორგანიზატორების მიმართ. კონკრეტულად მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნა. იმ სამსახურის, რომელმაც ამ აქციაზე მოსასვლელად გაიარა ათამდე კაფე და ამდენივე მაღაზია, რომლებსაც ლამის მთლიანად აქვთ საფეხმავლო ტროტუარი ათვისებული. ჩემს კითხვაზე - იმათ შემხედვარე რა რეაქცია ქონდათ - მითხრეს რომ ძალიან ბევრი ოქმი და ჯარიმა აქვთ აბ ობიექტებზე დაწერილი. თუმცა ხეირი ამ ჯარიმებისგან, ისევე როგორც ამ სამსახურიდან - არსებითად არ იგრძნობა. ამის ნათელი მაგალითი ქალაქის ქუჩებია. თუმცა, მათი ესოდენ მკაფიო ინტერესი ამ გამოფენისადმი ეტყობა მისმა სათაურმაც გამოიწვია. ფოტოგრაფ ერმაკოვს ჯვარი სწერია და მოქმედი მერი - ერმაკოვი ამ გამოფენაზე უფრო "მკვეთრი ფერებით იყო წარმოდგენილი". ყოველ შემთხვევაში მის დროს ქმნილი საოცრებები. არც მისი წინამორბედების ნაკვალები აკლდა აქაურობას. თუმცა ეს ბოლო ეპოქა მაინც  თვალსაჩინო იყო - არის. 


გამოფენა საზოგადოება "ბათომის" ორგანიზებით გაიმართა. ზედამხედველობის რა მოგახსენოთ და გამოფენა დღეს, საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება. ასე რომ, შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნახოთ ერმაკოვიდან ერმაკოვამდე ქმნილი და გარდაქმნილი ბათუმი. 




No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]