დღეს ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი გაიხსნა. სოფლის ტურიზმი ალბათ ყველაზე სუსტად განვითარებული მიმართულება, თუ კი შეიძლება ჩვენთან რომელიმე დარგს ზოგადად განვითარებული ვუწოდოთ. ყოველ შემთხვევაში - განვითარებადი ნამდვილადაა. თავად სოფლის ტურიზმის რა მოგახსენოთ, მაგრამ ფესტივალი აწ გადასულს ნამდვილად სჯობდა. ორგანიზება - ბათუმობას ჯობდა. აქ იმას მაინც მიხვდებოდი თუ რისი ფესტივალი იყო. მართალია თაფლი, ყველი და თექის ნაკეთობები ამ ზაფხულს ბათუმში გამართულ ნებისმიერ ღონისძიებაზე იყიდებოდა - აქ ის მეტ-ნაკლებად იჯდა კონტექსტში. თუმცა რატომაც არა. თუ ამით მცირე მეწარმეებს ხელს შევუწყობთ საარჩევნო უბნებზეც დავაყენოთ. ორგანიზატორებმა ძალიან მოინდომეს და რაღაც შუალედი დაიჭირეს. დაახლოებით "არგანის ფესტივალსა" და "აწარმოე საქართველოში" შორის. ნამდვილად არ იყო ცუდი. უბრალოდ გაცილებით მეტ პროდუქტს ველოდი სოფლიდან. სოფლის მეურნეობაში ეს ვქენით, ის ვქენითო და რავიცი... ხო, ბათუმური ბენდების თემა ისევ აქტუალური იყო :)
მნახველები არ აკლდა ფესტივალს. არც შემწვარი სიმინდის, ფელამუშის, თაფლის დაგემოვნებაზე ამბობდნენ უარს. განსაკუთრებულად დიდი მუშტარი კი მაინც ღვინოს და ყველს ყავდა. ყველი კი ოო... მართლა ჩინებული გვაქვს საქართველოში. უბრალოდ არ გვახსოვდა - როგორც ძალიან ბევრი რამ. ცხელი შოთიც აქ იყო და მოკლედ... თუ გინდათ თქვენც გახდეთ ამ ყველაფრის თანაზიარი - ხვალაც გაქვთ შანსი ბათუმში ამ ფესტივალს დაესწროთ. ნუ ჩაუვლით განდაგან ;)
პ.ს. პირველი ფესტივალი იყო სადაც იდგა საპირფარეშოსკენ მანიშნებელი ნიშნული :))
პ.ს. პირველი ფესტივალი იყო სადაც იდგა საპირფარეშოსკენ მანიშნებელი ნიშნული :))
დამწურავს გაუმარჯოს ;) |
ყველაზე ნორჩი და ლამაზი მეწარმე :) |
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!