Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბათუმური გაზაფხულის პირველი ველომარათონი

ბათუმური გაზაფხულის პირველი ველომარათონი

უხუცესი მონაწილე 76 წლის, ყველაზე მცირეწლოვანი კი 4 წლის - ეს ბათუმელი ველომოყვარულების ასაკია. "მითი დაიმსხვრა" არა კვახი. 6 მარტს ბათუმში ველო მარათონი გაიმართა. მართალია რიგით მეორეა, მაგრამ მაინც კარგი და დასაფასებელი აქტივობაა ქალაქში ველო კულტურის გასამყარებლად. მოკლედ, როგორც იქნა ჩაებნენ "ზემდგომები" ამ მიმართულებით. მართალია ერთჯერადად, მაგრამ ეგეც საქმეა. მოდით არ ვისაუბრებ იმ საორგანიზაციო უზუსტობებზე, რამაც მარათონის დაწყებამდე ძალიან ბევრ მონაწილეს აურია გზაკვალი და ვიტყვი ერთს. კარგია. რაც უფრო მეტი - მით უფრო აღმოიფხვრება ეს უზუსტობებიც და გაიწაფებიან. ხო, კიდევ ერთი - დედაქალაქიდან ჩამოსულ ექსპერტებსაც მინდა გადავწვდე. ბატონებო (და ქალბატონებო) ზამთრის სუსხიან დღეებში თუ ვერ შეხვდით ქალაქის ქუჩებში უხვად მოსეირნე ველომოყვარულებს - ეს არ ნიშნავს რომ რაღაც "მითი დაინგრა". მაგ მითს - რომ ველო მეტიჩრობა და ზედმეტობაა - ყოველ ჯერზე დიდი სიამოვნებით ვანგრევთ ბათუმელი ველომოყვარულები. მართალია ჯერ კიდევ ბევრია ამ მიმართულებით გასაკეთებელი და ჯიპოზავრებთან "ბრძოლა" იოლი თემა არ არის. მაგრამ არაუშავს. 
ხო, თემას დავუბრუნდეთ - მარათონი. აი ეს პატარა ვიდეო მოვამზადე და აქ ნახეთ რა და როგორ ხდებოდა. 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]