Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ოცნება უნდა ახდეს

ოცნება უნდა ახდეს
საქართველოში ვლოგერების და მათ შორის კარგი კონტენტის ბატონ-პატრონების რაოდენობით დიდად ვერ დავიკვეხნით. თუმცა არის კარგი გამონაკლისებიც, მომწონს ასეთი ხალხი. მცირე დროში, ყოველგვარი მლაშე პატრიოტიზმის ან პეროს გარეშე რომ გეტყვიან თავის სათქმეს და თან ისე - შენც რომ გადმოგდებენ პოზიტივის საკმაოდ დიდ მუხტს. ხოდა აი ისიც - გიორგი ჯობავა. იუთუბზე მისი არხი დიდი ხნის წინ გამოვიწერე. როგორც უკვე ვთქვი ხარისხიანი და საინტერესო კონტენტს ქმნის, განსაკუთრებით მოგზარობა-ხეტიალის  მოყვარულებს დააინტერესებს მისი ვიდეოები. ახლა კი მინდა ერთი ვიდეო განახოთ. ძალიან კარგი კადრებით, კარგი მონტაჟით და საკმაოდ კარგი იდეით - იმოგზაურეთ საქართველიში, ნახეთ, ეს ჩვენი ქვეყანაა. თუმცა, იდეის გარდა აქ გიოს ოცნებაზეც მინდა ყურადღება შევაჩერო. ამაზე (ყოველ შემთხვევაში მე ვისაც ვიცნობ - ყველა მოგზაური ოცნებობს) რა არის ეს და როგორ გამოიყურება - ვიდეოს ბოლოს ნახავთ. აბა, კეთილი მოგზაურობა და მადლობა გიო ჯობავას 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]