Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ახალი სამკუთხედი - ანუ ახალი წელი ბათუმში 2017

ახალი სამკუთხედი - ანუ ახალი წელი ბათუმში 2017

ელოდა ბათუმი ახალს, ელოდა. მერე ხმა დაირხა სადღაც შეაყოვნესო, სადღაც შეაჩერესო, ვერ არსწრებს ჩამოსვლასო. მაგრამ ჩამოვიდა. ჩამოაღწია და ახალ წელს ძალიან ბევრ პატარას და არც თუ ისე პატარას გაუხარა გული. თუმცა პატარებზე მეტად მისი გამოჩენა ჩინოსნებს უფრო გაუხარდათ, რამეთუ მის მობრძანებაზე იყო დამოკიდებული ჰეშთეგი #გარეთკაია კონკრეტული ღონიდძიების აღმნიშვნელი იქნებოდა თუ რეალური სტატუსის. მოკლედ ახალი ნაძვის ხე ჩამოვიდაო. მოიტანესო და მალე დადგამენო. ლამის მთელი ქალაქი ელოდა როდის აღიმართებოდა "ერას" მოედანზე ეს ახალი საოცრება. ხო და აღიმართა.

თუ ვინმეს არ ახსოვს, შევახსენებ. ბათუმს, ყოველ ახალ წელს ლამის კულტურულ მემკვიდრეობად ქცეული კონუსის ფორმის კონსტრუქცია ამშვენებდა, რომელითაც ჯერ კიდევ ასლან აბაშიძე იწონებდა თავს, შემდეგ მიხეილ სააკაშვილი და ორი წელი ახალ ხელისუფლებასაც წაეხმარა. უბრალოდ ხანმა მისი ქნა, ხან დაიწვა, ხან თოვლმა დაამძიმა და დაღლილი ოდნავ გვერდითაც გადაიხარა. ამიტომაც გახდა საჭირო ახალი ნაძვის ხე. გარდა მისი ფიზიკური სისუსტისა, რაც აბ ბოლო წლებში დასჩემდა. ქალაქელები სურვილსაც გამოთქვამდნენ რომ იქნებ ოდესმე დამდგარიყო დრო როცა ტოლფერდა სამკუთხედის ნაცვლად  ახალი ნაძვის ხის სახით ცოტა უფრო განსხვავებულ ნაგებობას იხილავდნენ. 

თუმცა აქ იწყება მეორე. არანაკლებ საინტერესო ნაწილი. თურმე ნაძვის ხე, როგორც ასეთი. აუცილებლად უნდა იყოს ტოლფერდა სამკუთხედი და კონუსი. თან სხვა ნებისმიერი ფანტაზია, მკრეხელობაა, რადგან არსად სხვაგან სხვა გვარ ნაძვის ხეს ვერ იხილავ. რადგან ორთოდოქსულ კონუსურად ნაძვის ხე არის ტოლფერდა. თუმცა რა გასაკვირია ასეთი რწმენა რომ ჩამოუყალიბდება ხალხს, რადგან, როგორც უკვე ვთქვი ეს ნაძვის ხე ლამის 12 წელი იდგა. ზოგისთვის ეს მთელი ბავშვობაა და ცნობიერების ჩამოყალიბების დროც. ეს ხუმრობით რათქმაუნდა მაგრამ ნაძვის ხის ფორმა რომ მართლა ერთი და იგივე იყო წლების მანძილზე - ფაქტია

2011 წელი

2012-13

2015 წელი
და ამ ყველაფრის შემყურე რა გასაკვირია ზოგს "სხვა ნაძვის ხის" არსებობის არ სჯერა და ვისაც სჯერა ის უბრალოდ ურწმუნო, პროვოკატორი და მწვალებელია :) სხვათა შორის, როცა სკოლაში მასწავლებელი ნაძვის ხის ხატვას გვასწავლიდა, ისიც კი ცდილობდა რომ ხეები მაქსიმალურად ლამაზი გამოგვსლოდა. თუნდაც ასეთი. 

Dato Trapaidze-(ი)ს ფოტო.

აქვე გავაკეთებ განმარტებას, როცა ვამბობთ "სხვანაირს" არანაირად არ ვგულისხმობთ ბუნებრივთან ზე მიახლოვებულ ან რაიმენაირ ნანო ტექნოლოგიებზე დამზადებულ კონსტუქციაზე. უბრალოდ. აი ეს ტოფერდა სამკუთხედივით სწორი გვერდები რომ არ ქონდეს. ონდავ მაინც ეტყობოდეს რაღაც წახნაგი, ტოტის, შრის ან რაღაც გა ხის ნიშნების მატარებელი. თუნდაც დაახლოებით ასეთი. მითუმეტესს როცა ამაში ბიუჯეტის ფულს იხდი. 

მგონი რთული არ უნდა იყოს იმის მიხვედრა რას ნიშნავს არა ტოფერდა სამკუთხედი არამედ ნაძვის ხე. მეტად მარტივი კონსტრუქციით.

და ესეც მხოლოდ იმიტო რომ ამდენი წლის მანძილზე მობეზრებული კონსტრუქციის ჩანაცვლება მართლა ახალი ნაძვის ხით მომხდარიყო და არა უბრალოდ ახალი კონსტრუქციით რომელიც, თუ არ იცი და შიგნიდან არ გინახავს, არაფრით განსხვავდება ძველი ნაძვისხისგან. არც განსხვავებული მორთულობით და მითუმეტეს არც ფორმით.

ასეა თუ ისე წელს "ახალი სამკუთხედი" გვაქვს, რომელიც თუ ორთოდოქს კონუსელთა ხედვას გავითვალისწინებთ, კიდევ საკმაოდ დიდ ხანს გვექნება ერას მოედანზე. სწორედ ამ კონუსით შევეგებებით მამლის წელს.




სხვათა შორის მამლის წლისგან განსხვავები გაცილებით უფრო ზარზეიმით ელოდნენ მაიმუნის წელს. გახსოვთ კიდეც, საახალწლო დეკორაციებისთვის და ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 1419 999, 96 ლარი იყო გამოყოფილი. როგორ, რანაირად და რაში დაიხარჯა - მგონი ყველა იყავით შარშან ერას მოედანზე. სხვათა შორის ამ არც თუ ისე მცირედი თანხიდან შეძენილი ნივთები შარშანდელი თოვლივით ჩადნა თუ მე მეჩვენება ?!

პოსტი შარშანდელ ახალ წელზე იხილეთ აქ  👈

წელს კი - რაც არის ეს არის. სამაგიეროდ წელს ყველაზე კარგად არის ორგანიზირებული საახალწლო სოფლისთვის შექმნილი გარემო და მცირე სცენა, სადაც დღის მანძილზე პატარა მაყურებლებს გულს უხარებენ. სავარაუდოდ ბათუმელებმა შარშანდელი გამოცდილებაც გაიზიარეს და ახალ წელს ახალი, საკონცერტოდ შეძენილი ფეხსაცმელებით შეხვდებიან და ერას მოედანზე გამართულ კონცერს ატრაქციონების ზედამხედველების და ცხენის პატრონზე მეტი მაყურებელი ეყოლება. ვინ-ვინ და ჩვეულებრივი ადამიანები ზემდგომებისგან განსხვავებით მართლა შრომობენ საიმისოდ რომ ახალი წლისთვის ერას მოედანზე რამდენიმე დღიანი ზეიმი მაინც აჩუქონ ქალაქელებს. მათ განსაკუთრებული მადლობა. ძნელია ბიუროკრატ ჩინოსანს აუხსნა რა არის სასწაული რომელსაც ამზადებ და თან მოახერხო რამენაირად ხელი არ შეგიშალოს საქმის კეთებაში.

ეს პოსტიც ისე. რომ განვასხვავოთ რას ნიშნავს ახალი და რომ ნაძვის ხე არ არის ტოლფერდა :) მანამდე კი, სანამ ეს იქამდე მივა, ან აქამდე მოვლენ. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ და გამოდით #გარეთკაია მეგობრებთან ერთად. თან რაც არ უნდა იყოს და რანაირი გეომეტრიული ფიგურაც არ უნდა იყოს მორთულ მოკაზმული - ბათუმი ახალ წელს ნებისმიერ შემთხვევაში ლამაზია.

გილოცავთ დამდეგს 










No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]