Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

განახლებული ძველი = ახალს. 1419 999, 96 ლარად

განახლებული ძველი = ახალს. 1419 999, 96 ლარად



ბათუმი ახალი წლისთვის ემზადება. ქალაქს რთავენ, ალამაზებენ, აკეკლუცებენ. ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნო სანახავია ეს პროცესი. მით უმეტეს მას შემდეგ რაც ეს ქალაქი და ქალაქელები პომპეზურ, ლამაზ და ფერად დღესასწაულებს შეგვაჩვიეს. 

საინტერესო სანახავია წელსაც. ეტყობა შარშანდელი შ.პ.ს ახალი წელი და მისი არანაკლებ შ.პ.ს გაფორმებით გამოწვეული ქილიკი და ხითხითი მავანმა " გაითვალისწინა" და წელს თავგამოდებით ამტკიცებს რომ უკეთესს ვნახავთ.

ბათუმში ვხუმრობთ, ჩვენი ნაძვის ხე ლამისაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიტანოთო. მით უმეტეს ათწლეულზე მეტი "თანაცხოვრების" და შარშან, წინასაახალწლოდ გადატანილი ხანძის და იარების შემდეგ რაღაც სითბოც და სინანულიც გი გაგვიჩნდა მის მიმართ. თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ მისი სამკუთხა ფორმა, რომელიც წლების  მანძილზე არ შეცვლილა დღემდე სახალისო თემად რჩება. 

რჩება იმიტომ რომ ახალმა, ხალხის მიერ რჩეულმა გადაწყვეტილებების მიმღებმა დაიმახსოვრა რომ ნაძვის ხეს რაღაც უნდა უყონ. შემდეგ ადგნენ და მწვანე საფარის ნაცვლად "წვიმით"  შემოსეს. კითხვაზე, რატომ დატოვეს ძველი კონსტრუქცია - თქვეს რომ კონსტრუქცია მყარია და აბა რა ექნათ. სამკუთხედზე (ფორმაზე) რომ იყო ამდენი წლის მანძილზე დისკუსია - ეს რატომღაც დაავიწყდათ. ეს იმას ჰგავს, ადამიანი რომ გამოვა საპარიკმახეროდან თმაშეღებილი და რომ ეტყვიან - ვაა, ახალი თავი გიხდებაო. ხოდა ჩვენც "ახალი თავი" - "ახალი ნაძვის ხე" გვაქვს. თუმცა სამართლიანობა ითხოვს კონკრეტიკას - განახლებული ნაძვის ხე


















ეს სქრინები მერიის ოფიციალური გვერდიდანაა აღებული. დიახ, 1419 999, 96 ლარი ჯდება მაიმუნის წლის ბათუმში მობრძანება. ადრე პომპეზურობა ვახსენე. ხოდა სამართლიანობა მოითხოვს იმის თქმასაც რომ ადრე (შესაძლოა) ამაზე მეტიც კი იხარჯებოდა საიმისოდ რომ ადამიანს ბათუმში ახალი წლის გატარება შეშურებოდა. მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია როგორ უნდა შევაშუროთ და მოვასურვოთ აქ ჩამოსვლა.


ესეც იმავე გვერდიდან აღებული ფოტოა. "27 დასახელების საახალწლოდ დამზადებულ აქსესუარებში" ესეც შედის. წინა თანხას თუ გადავხედავთ უნდა ვივარაუდოთ რომ დიდი ბანერები მინიმუმ საავტორო ფოტოებით ან გრაფიკული ნამუშევრებით უნდა კეკლუცობდეს და არა ინტერნეტიდან ჩამოქაჩული შაბლონებით



როცა ასეთ კითხვებს სვამ ზოგიერთს სწყინს და ფიქრობს რომ "ცუდს ვეძებთ" და ზოგადად "ვაკნინებთ მათ მიერ გაწეულ სამუშაოს". მაპატიეთ მაგრამ  გაწეული სამუშაო როცა ბადებს კითხვებს, ეს კითხვები აუცილებლად უნდა დაისვას და პასუხიც გაეცეს. აქ არ არის საუბარი ბანალურ გემოვნებაზე და "მე ასე მომწონს" . საუბარია იმაზე თუ რა კეთდება და როგორ. თორემ 90-იანებში საახალწლო განწყობა ყოველგვარი მილიონების გარეშეც მოდიოდა და მიდიოდა.

კარგი ისაა რომ ამით ქალაქის საახალწლოდ გამოპრანჭვა არ მთავრდება. ნაძვის განახლებულ წვიმის ხესაც აღკაზმავენ და გაანათებენ. ქუჩებიც განათდება. განწყობაც ისევე მოვა როგორც წინა მთავრობების დროს მოდიოდა (ნუ, შეიძლება პარტიულებს პარტიული სანტაც ეწვიოს) და მაიმუნის წელიც ტრადიციულად იმაზე ადრე მოვა ჩვენთან ვიდრე ამას აღმოსავლური კალენდარი ითვალისწინებს .

საახალწო, ლამაზი ბათუმის ფოტოებს კი ტრადიციულად არ მოგაკლებთ ;) და არც კითხვებს 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]