Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ურეკი და სხვა ამბები. UREKI. Уреки

ურეკი და სხვა ამბები. UREKI. Уреки


როცა ამინდმა წვიმებით გული იჯერა სული ისევ ამიფორიაქდა. საკმაოდ ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ბოლო ვიდეო გადავიღე ამ რუბრიკისთვის. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე გურიას ვწვეოდი. კონკრეტულად კი ურეკს. ყველასათვის კარგად ნაცნობ და საკმაოდ ცნობილ კურორტს. მართალია ბოლო წლების მანძილზე გურიას დიდი პიარითა და ყურადღებით წინა მთავრობა არ წყალობდა (ჯერ არც ესენი იკლავენ თავს) მაგრამ წინის წინა მთავრობისა და ზოგადად ცნობილი ფაქტების გამო ეს კურორტი დღესაც საკმაოდ პოპულარულია. ხოდა მოდით ვეწვიოთ ურეკს და ვნახოთ, როგორია შემოდგომისეული "დიდი გურის ჭაობების" ერთ-ერთი დაბა - ურეკი.


ურეკის დიუნები ძალიან ბევრ საიდუმლოს ინახავს. აქ ადამიანის არსებობა ჯერ კიდევ ძვ. წ. XVIII, XVII სს. ნეებიდან ფიქსირდება. ბრინჯაოს ნივთები, სამაროვნები, ჯარგვალური ნაგებობები და კიდე ვინ იცის რას არ ფარავს შავი ქვიშა. ჯერ კიდე დაუდგენელია სანამდე მოდიოდა ან არ მოდიოდა შავი ზღვის ზვირთები და სანამდე იყო ნაპირი. ამიტომაც არქიოლოგებს აქაც ძალიან საინტერესო აღმოჩენები ელოდებათ (იმედია მალე მოაღწევენ აქამდეც)

უახლეს ისტორიას რაც ეხება - მშვენიერი დაბაა მშვენიერი კურორტით. ბევრჯერ მომიყვანია პარალელები ურეკსა და იურმალას შორის. ხოდა ახლა აღარ შეგაწყენთ ამით თავს. თუ დაგაინტერესებთ რატომ - აქეთ მობრძანდო

ეს კურორტი თავიდანვე იყო გამორჩეული და აი რატომ :

გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სასარგებლოა გულ-სისლძარღვთა სისტემის, სუნთქვის ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების, ნევროზის სამკურნალოდ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია ზღვის ჰავა და სილიანი პლაჟი. ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია ბავშვების ბანაობისთვის. პლაჟის სილა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორად არის აღიარებული.
ხოდა ასე. დანარჩენი ვიდეოში ვნახოთ 








ეს კვირა დღე ასე დასრულდა. სამწუხაროდ არც ერთი კაფე არ დამხვდა ღია ყავა რომ დამელია. მაგრამ არაუშავს. მთავარია მოგზაურობის შნო და განწყობა იყოს. გზა კი გრძელდება 


#მოგზაურობისდროა

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]