Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

გადარეული ბრიტანელები ბათუმის სცენაზე. GecKo

გადარეული ბრიტანელები ბათუმის სცენაზე. GecKo

გადარეული ბრიტანელები სცენაზე. აი ასე შეიძლება ჩამოაყალიბო ის სანახაობა, რომელიც ბრიტანულმა დასმა GECKO-მ ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართა. ერთ შენობაში მყოფი ოთხი პერსინაჟის ადამიანური ემოციები, ფობიები, ოცნებები და შიშები. ტკივილი და სიხარული იმდენად სწაფად და იმდენად უჩვეულო ფორმით ენაცვლება ერთმანეთს რომ იმის დროც არ გაქვს სავარძელზე დიდი ხნის ჯდომით გამოწვეული დისკომფოტის გამო პოზა შეიცვალო. მონუსხული ხარ.


მოქმედება ერთ დაბურულ, გაჭვარტლულ ოთახში ხდება. ერთგვარი კანცელარია. ვეება კარადები, უჯრები, გამოტენილი საქახალდეებით და დოკუმენტებით. ბიუროკრატიული მახინა თავისი მარიონეტებით, წესებით, კანონებით, მექანიკურამდე დაყვანილი ქცევითა და სიმტომებით. ეს ყველაფერი ძალიან წააგავს ყოველდღიური რუტინით გადატვირთულ ჩვენს ტვინს. სადაც სულ ცოტა და ცოტა ადგილი რჩება გრძნობებისთვის. მაგალითად ისეთი გრძნობისთვის, როგორიც არის სხვა ადამიანზე ზრუნვა და სიყვარული. 


ჩვეულებრივი, ადამიანური ემოციები გასაგები და საგრძნობია რა ენაზეც არ უნდა მეტყველებდეს პერსონაჟი. აქ კი ფრანგულად, ინგლისურად და გერმანულადაც გეტყვიან თავიანთ სატკივარს. მაგრამ მთავარი მაინც ემოციაა. გრძნობა და ცეკვა.



ცეკვა - ეს ამ სპექტაკლის და ზოგადად დასის ხელხემალია. უნიკალური ქორეოგრაფია სამსახიობო ოსტატობის საპირწონედ შეიძლება მოვიყვანოთ. იქ, სადაც უძლურია სიყტყვა ცეკვა ამბობს ყველაფერს და მერწმუნეთ, ცეკვით თქმული სიმართლე არანაკლებ მომხიბვლელი და მომაჯადოვებელია. უზადო, უნიკალური და პირველყოფილი ჟინით შესრულებული ქორეოგრაფიული ნომრები მთელს სპექტაკლს გასდევს და ცეკვით აქ გაცილებით მეტს მეტყველებენ ვიდრე ჩვეულებრივი ფრაზებით.


ოთხი პაციენტის ამბავი, რომლებიც გარე სამყაროს რეალობასთან შესახვედრად ემზადებიან. დროდადრო იქექებიან საკუთარ მოგონებებში, ცდილობენ დასძლიონ საკუთარი ფობიები და დააძლევინონ სხვებსაც. ისწავლონ სიყვარული და ზრუნვა. გადაიტანონ ტკივილი, იმედგაცრუება და მოემზადონ... მოემზადონ ბოლო, დამაგვირგვინებელი ცეკვისთვის დიდი, წითელი მზის ფონზე.

არაერთი პრიზისა და ნომინაციის მფლობელი, საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფიზიკური თეატრი GECKO თავისი წარმოდგენით 13 და 14 აგვისტოსაც გიწვევთ თავის წარმოდგენაზე "ინსტიტუტი". თქვენც უნდა გაიაროთ ეს. 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]