რამდენიმე დღის წინ კვარიათს ვეწვიე. ზღვაც სუფთა და კამკამა დამხვდა. სწორედ ისეთი, ჩემი პატარა ექშენ კამერის ტესტისთვის რომ გამომადგებოდა. კამერა საგანგებოდ შევფუთე თავის ქეისში და შავი ზღვის ქვეშეთშიც პირველად ჩავახედე. სამწუხაროდ არც "ლასტები" და არც სათვალე არ მქონდა. თან ცალ ხელში კამერის შტატივით ცურვა დიდი ვერაფერი ხეირიანი გასართობი გამოდგა. ამიტომაც ვფაფხურობდი რაღაცას წყალში. მოკლედ ეს მხოლოდ კამერის და ჩემი წყალქვეშა ოპერატორობის ტესტია.
ხო, ბევრი მეკითხება სად ჩაყვინთეო. ეს არის კვარიათი. სარფისკენ მიმავალი მაგისტრალის გასწვრივ. კლდოვან ნაპირებთან. გაცილებით საინტერესო რელიეფია. მოკლედ. გავგრილდეთ ?!
ხო, ბევრი მეკითხება სად ჩაყვინთეო. ეს არის კვარიათი. სარფისკენ მიმავალი მაგისტრალის გასწვრივ. კლდოვან ნაპირებთან. გაცილებით საინტერესო რელიეფია. მოკლედ. გავგრილდეთ ?!
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!