Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მიხო ნატრიაშვილი, ბათუმელი PaperBoyo

მიხო ნატრიაშვილი, ბათუმელი PaperBoyo

როგორც შეგპირდით, მთვარის კლუბში საინტერესო ადამიანებთან მორიგი შეხვედრა გელოდებათ. აქვე მინდა ისიც ვთქვა რომ ველომ ძალიან ბევრი კარგი და საინტერესო გატაცებების მქონე ადამიანი გამაცნო.

დღეს მინდა მიხოზე გიამბოთ. მიხოც Critical mass- ის მსვლელობაზე გავიცანი. შემდეგ ხშირად ვხდებოდით ერთმანეთს ველო ბილიკზე. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ველოსიპედს საკუთარი სადარბაზოდან არ მოპარავდნენ. სხვათა შორის სამეგობროში ველოსიპედის ლამის მეხუთე ქურდობაა. თუმცა ამ სამწუხარო ფაქტზე შემდეგ ვისაუბრებთ. ახლა კი მთვარის კლუბის მეგობრებს დავუბრუნდეთ.

ბათუმელი PaperBoyo

ინსტაგრამერები კარგად იცნობენ Rich McCor  იგივე  PaperBoyo , რომელიც ინსტაგრამში მუყაოდან გამოჭრილი სილუეტებით შესრულებულ საინტერესო ფოტოებს ტვირთავს. ხო და ჩვენც გვყავს ბათუმში მახო PaperBoyo. დიდი ხანი არ გასულა რაც მიხო კოლაჟით დაინტერესდა. თუმცა ასეთი უცნაური ხერხით ბათუმის ჩვეული ხედების გალამაზება ძალიან სახალისო თემა აღმოჩნდა


ჯერ ერთი, მერე მეორე და ასე "დაიქოქა" მიხო. მის ზურგჩანთაში ჩალაგებულ ფოტოაპარატთან და შტატივთან ერთად წიგნის ფურცლებ შორის, ბათუმის ყოველდღიური ყოფის გასაცოცხლებლად, მუყაოდან ამოჭრილი ძალიან ბევრი არსება, ნივთი და დეტალი ელის თავის ჯერს.


თავადაც შეხალისდა და ახალი იდეების გენერირებისას ქუჩაშივე ელის მუზას. ზოგჯერ თავად სიტუაცია კარნახობს იდეას. ზოგჯერაც იდეის განსახორციელებლად ეძებს კადრს და შესაფერის ადგილს. ერთი სიტყვით ფრიად გაიტაცა ამ საქმიანობამ. თუმცა სხვის მიერ გატაცებული მისი ველო მაინც არ ავიწყდება. იმედია მალე იპოვიან.

მანამდე კი აი ასე, მისი შემოქმედების შეფასებით შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მიხოს. აი რამდენიმე მისი ნამუშევარი. მიხოსეული ბათუმი

 ბათუმისთვის ტრადიციული თემა - ველო, სკეიტი და სიყვარული ;)


 სიყვარული არ დადისო თქმულა

 უშიშარა
 ზუსტი დრო და კარგი მაჯის საათი
 სინარნარე ლაჟვარდში
 პირველი ნაბიჯი ზაფხულისკენ
 ყველა მეთევზე ანგელოზია
 გუშინდელი ქარი
 სიყვარული არ დადის, მაგრამ ზოგჯერ კიდია
 გრანდ ბორბალი

როგორც თავად ამბობს - ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ზაფხული მოდის, შესაბამისად ინსპირაციისთვის ძალიან ბევრი ახალი თემაც გაჩნდება. ხოდა ჩვენც დაველოდოთ. დიდი სიამოვნებით მოგითხრობთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

აი ასეთი გახლავთ "მთვარის კლუბის მეგობრების" კიდევ ერთი წევრი. მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო. იმოგზაურეთ, იოცნებეთ და იყავით მუდამ პოზიტივის ტალღაზე. მე კი შევეცდები კიდევ არა ერთი საინტერესო ადამიანი გაგაცნოთ :)ა

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]