კოსმოსი
დავიწყოთ სულ ზემოდან. უფრო სწორედ კოსმოსიდან. ოლეგ არტემიევის ინსტაგრამიდან. ეს რუსი კოსმონავტი ორბიტაზე იმყოფება და დროდადრო ორბიტიდან გადაღებულ ფოტოებს ტვირთავს ინსტაგრამზე. ვაღიაროთ, მრგვალი ცისფერი პლანეტის გადაღება გაცილებით უცხო შეგრძნება იქნება ვიდრე ლორიანი პიცის ან ყავის ჭიქის.რათქმაუნდა. დედამიწის ფოტოს ატვირთვა ჩვენც შეგვიძლია.. მაგრამ მისი გადაღება რთული საქმეა. ასე რომ ისევ ამ ფოტოებს ჩავუჯდეთ
ამ კადრების შემხედვარე ცოტა არ იყოს მოგერიდება რომელიმე ბარში მირთმეული, ჩაკბეჩილი სენვიჩის ფოტოს ატვირთვა. მაგრამ რას იზამ. არ გვიშვებენ კოსმოსში თორეე...
ფოტოკოლაჟი
თუ არც კოსმოსში გიშვებენ და არც სელებრითი მეგობრები არ გასევია თავს, ფოტომონტაჟი და მისი ჯანიო. ეს ვაჟბატონიც სწორედ ასე ერთობა და მის ნამდვილ მეგობრებსა და გულშემატკივრებსაც ძლიერ ახალისებს. რამდენიმე მანიპულაცია და ის იქ არის, სადაც არავინ ელოდა.ფოტოხელოვნება
ეს რათქმაუნდა ხუმრობით. მაგრამ ვისაც ნამდვილი ფოტოხელოვნება და ნიუორკი აინტერესებს აი ამ ბიჭს ადევნეთ თვალი. რაინ პარილა 16 წლის ფოტოგრაფია, რომელმაც ფოტოკამერა 8 წლის ასაკში აიღო ხელში და მას შემდეგ საკუთარ შეცდომებზე და დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით მშვენივრად დახვეწა სტილი.ოთხფეხა მეგობრები
ინსტაგრამის შეურაწყოფა იქნებოდა ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვისაც რომ არ დაგვეთმო ცოტაოდენი დრო. ხოდა აი ასე - გაიცანით ყველაზე გაინსტაგრამებული ძაღლი. რომელიც მისი პატრონის უსაყვარლესი და ლამის ერთადერთი მოდელია. 8 კვირის იყო როცა ჯერიმიმ სახლში მოიყვანა. მას შემდეგ მისი სამოდელო კარიერა აღმავლობას განიცდის.ფუდ-არტი
და რაკი ინსტაგრამზე ვსაუბრობთ - აბა ინსტა რა ინსტაა კოხტად გადაღებული სასუსნავი თუ არ დავდეთ. თუმცა გადაღებაცაა და გადაღებაც. ეს ნორვეგიელი ქალბატონი თავისი "ფუდ-არტით" იმდენად პოპულარული გახდა რომ საკუთარი წიგნიც კი გამოუშვა, რომელიც დღეს ამაზონზე იყიდება. ასეთი არტის შემხედვარე კერძიც სხვაგვარად გამოიყურება. ცოტა არ იყოს დაგენანება კიდეც მისი გაფუჭება.მგონი საკმაოდ საინტერესო ინსტა მოგზაურობა გამოგვივიდა. კოსმოსიდან პირდაპირ გემრიელობებით გაწყობილ ლანგართან მოვხვდით. ხოდა თუ კი თქვენ ან ტქვენს მეგობარს ხშირად საყვედურობენ რომ ლამის ყველაფერს იღებს... დააცადეთ. იქნებ მართლა რაიმე ღირებულს აკეთებს ამ ისედაც მინიმუმზე დაყვანილ გაციფრულებული ურთიერთობების ხანაში. თუმცა ისიც გვახსოვდეს რომ ვერანაირი სოც-ქსელი ვერ შეცვლის რეალურ, ადამიანურ ურთიერთობას.
მე მიყვარს ეს ბლოგი <3
ReplyDeleteeLL
ხოდა გაიხარე :)
Delete