
როგორც თავად ამბობს გასული წლის აგისტოში გაუჩნდა სურვილი თავად, თავისივე დიზაინით და ძალებით აეწყო მოტო. მაგრამ ჩემგან განსხვავებით საინტერესო კასტომ მოდელების სოციალურ ქსელში გაზიარებებს როდი დასჯერდა. იქირავა მეზობლისგან ავტო ფარეხი, მოიმარჯვა ხელსაწყოები და თავისუფალ დროს თავისივე იდეაფიქსის განხორციელაბას დაახარჯა.
ხომ გეუბნებოდი გაფრინდებიანთქო
დაახლოებით იგივე აზრი უტრიალებს ალბათ ახლა ყველა იმ ადამიანს ვინც ბექას იდეას ერთგვარი სკეპტიციზმით შეჰყურებდა. მათგან განსხვავებით მე დიდის გულისყურით ვადევნებდი ამ ამბავს თვალს და აი ეს დღეც დადგა. ბექამ თავის "ლაბორატორიაში" მიმიწვია. ურდული მოხსნა, ფარდა გადახადა და ბექსონის ლაბორატორიის ცენტრში დასვენებულ "ფანცქვალას" ჩემი ფოტოაპარატის დაჟნებული მზერაც მიენათა.
ხო, "ფანცქვალა" ასე ქვია ბექას წყალობით მუტაცია განვლილ სკუტერს. რომელსაც სკუტერის მხოლოდ სკულიღა დაჰყვება უკან.
"ფანცქვალას" ფოტო სესიისთვის ავტოფარეხში საკმარისი შუქი არ იყო. ამიტომაც მისი აღმატებულება გარეთ გამოვაბრძანეთ.
თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ამ მოტოს ლამის 80% ბექას მიერ მის "ლაბორატორიაშია" აწყობილი - მშვენიერი რამ გამოვიდა. მისებური კასტომ მოდელი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. ტესტ დრაივიც გვინდოდა მოგვეწყო. მაგრამ უამინდობის გამო გადავდევით. თუმცა ეზოში მაინც გამოვცადეთ. "ფანცქვალა" მშვენივრად დადის, გრუხუნებს და ფანცქვალებს
ბექამ თავისი მხატვრული წვლილი დიზაინშიც შეიტანა. აქაც ლამის ყველაფერი მისი ნახელავია.
როგორც ბექა ამბობს "მადა ჭამაში მოდისო" ხოდა მასაც უფრო დიდი და ძლიერი მოტოს აწყობა აქვს განზრახული. არა მხოლდო მოტოს, ისეთის როგორიც კლასიკური "ბაგგერია". არამედ ავტომობილისაც, ჰოთროდი თუ გაივის ბათუმის ქუჩებში - მგონი ბექას ქმნილება იქნება. თუმცა ნამამდე გეგმა მინიმუმი - დის, ათინას შეკვეთა - ველოსიპეტი ნაჯახივით ადევს კისერზე.
ყოველ შემთხვევაში დუბლი პირველი და პროექტი "ფანცქვალა" სისრულეშია მოყვანილი. წელს ბათუმის ქუჩებში თუ დარჩა საერთოდ რაიმენაირი ადგილი, შეიძლება ათუხთუხებულ "ფანცქვალასაც" მოჰკრათ თვალი.
აი ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი რუბრიკის - მთვარის კლუბის მეგობრების - სტუმარი, უფრო სწორედ სტუმრები. ბექა და თავისი მოტო. წარმატებები ბექას თავის ახალ გატაცებაში. მე კი მანამდე ბექასა და ათინას მიერ შესრულებულ სიმღერას შემოგთავაზებთ.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!