Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

"რადიო აჭარა" წლის თოვლის პაპა გახდა

"რადიო აჭარა" წლის თოვლის პაპა გახდა
წერილები თოვლის პაპას
როცა თოვლის პაპა იგვიანებს შენ თავად უნდა გახდე პაპა. რადიო აჭარის დილის გადაცემაში ერთხელ ძალიან საინტერესო ადამიანები გვეწვივნენ. ისინი საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანი"ს მესვეურები იყვნენ. გარდა იმისა რომ სამოცდაათამდე ბენეფიციარ ოჯახს ეხმარებიან, საახალწლოდ პატარა ბენეფიციარების გულის გახარება განეზრახათ. საამისოდ მათ მიერ დაწერილი წერილები შეაგროვეს და სანა კლაუსთან, ან თოვლის პაპასთან გასაგზავნად მოამზადეს. 

ზოგადად ბევრჯერ გაგიგიათ ასეთი წერილების არსებობა, ბევრჯერ გინახავთ კიდეც სხვადასხვა სასაცილო ან მეტად პრეტენზიული შინაარსით. მაგრამ ეს წერილები სულ სხვა სურვილებს ინახავდა.


ამიტომ, რადიო აჭარის დილის გადაცემის ჯგუფმა და მთლიანად რადიომ, თავის თავზე აიღო დროებით თოვლის პაპის ფუნქცია და რამდენიმე პატარას საახალწლო სურვილი გადაიბარა. 

ერთია როცა უსრულებ ვიღაცას სურვილს. მაგრამ სულ სხვაა როცა ამ სურვილს პატარა ადამიანს უსრულებ. ეს ის ემოციაა რომელიც უნდა იგრძნო და განიცადო. დაინახო ის გაცისკროვნებული, აცრემლებული თვალები და ცამდე ლაღი ყიჟინა როცა მათ ხელში, თოვლის პაპასთან დაბარებული საჩუქარი ჩნდება. 









თანატოლებთან ერთად საჩურებისაგან მიღებული სიხარული სირიიდან დევნილმა პატარებმაც გაიზიარეს


პატარა ანრი, ნანატრი ჩონგურით
აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდით საქველმოქმედო ორგანიზაცია "იალქანს" არსებობისთვის. დაუღალავი შრომისთვის და უშრეტი ენთუზიაზმისთვის. იოლი არ არის ყოველგვარი დაფინანსების გარეშე მოახერხო და იზრუნო ბენეფიციარებზე. 


სიგელი, რომლითაც რადიო აჭარას წლის თოვლის პაპის სტატუსი ერგო

რადიო აჭარას არა ერთხელ განუხორციელებია ასეთი აქცია პატარებისთვის. მაგრამ ყოველ ჯერზე ვრწმუნდებით რომ სიკეთე გადამდებია და ის ისეთივე აუცილებლობაა როგორც ჰაერი. თქვენაც შეგიძლიათ გახდეთ "თოვლის პაპა"
ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს 


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]