Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Sun of a Beach, Batumi #ჩამოკაია

Sun of a Beach, Batumi #ჩამოკაია

ბათუმში ცხელა, ძალიან ცხელა. მიუხედავად სინოპტიკოსთა, მედიკოსთა, მშობელთა და წინაპართა გაფრთხილებისა დამსვენებელი და ზოგიერთი ზენიჭიერი აბორიგენი გმირულად ეფიცხება მზეს როცა რუჯის მიღებასა და დამწვრობას შორის ზღვარი ზუსტად იმოდენაა, რამხელაც ბიკინის უკანა სალტე ზოგიერთი მანდილოსნის უკანალზე.  



თოლიების და ფენოვანის გამყიდველთა შეძახილების ფონზე, შეზლონგზე გადაფენილი დამსვენებლის ყური შიგადაშიგ სწვდება ისეთ კოლორიტულ ფრაზებს... თუმცა ამაზედ მოგვიანებით. ჯერ დაგროვდეს. რუჯის მიღების მეთოდოლოგია შარშანდელთან შედარებით გაცილებით დაიხვეწა. თუმცა ლეღვის ფოთოლი წელსაც ინარჩუნებს რეიტინგს :) 


აქ ერთნაირად ირუჯება ათასი მრწამსის, პარტიის, მოძღვრების, მიმართულების, წონის, კომპლექტაციის და წარმომავლობის ადამიანი და ამ ერთიან რუჯვაში არის რაღაც... საბოლოო შედეგის ერთგვარი წინაპირობა. თუმცა გლობალური დათბობა დენის მომატებული ტარიფივით ჯერ მხოლოდ და მხოლოდ გვეპარება. 


რაც არ უნდა იყოს ჯერ მაინც ზაფხულია. ხოდა მოდით, ერთ საინტერესო ანიმაციას შემოგთავაზებთ, რომელიც ძალიან კარგად ასახავს ზაფხულის ბათუმის რეალობას.

იქნებ ჩემსავით თქვენც თქვენი ახლობლები, ან სულაც საკუთარი თავი ამოიცნოთ ამ პერსონაჟებში ...

Here comes the sun !

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]