Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Critical Mass Batumi 29.05.2015 კრიტიკული მასა N 2

Critical Mass Batumi 29.05.2015 კრიტიკული მასა N 2

როგორც იცით ყოველი თვის ბოლო პარასკევი Critical Mass Batumi აქციას ეთმობა. ბათუმში ეს ველო მსვლელობა მეორედ ტარდება. ორგანიზატორები ვცდილობდით რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ქონოდა მსვლელობაში მონაწილეობის მიღების საშუალება. რაც შეიძლება მეტი ველო გამოსულიყო აქციაზე. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი - მცდელობას ფუჭად არ ჩაუვლია. აქციაში ასზე მეტი ველოსიპედისტმა მიიღო მონაწილეობა. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ პირველ აქციაზე სულ რაღაც 23 ადამიანი შევიკრიბეთ. ეს შედეგი მართლაც რომ სასიხარულოა.




როგორც იყო დაანონსებული, აქციაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ბევრი იყო ისეთიც ვისაც არ ყავდა საკუთარი ველო. ამიტომაც დავიჭირეთ თადარიგი და "ბათუმი ველოს" ხელმძღვანელობას ვსთხოვეთ სპეციალურად აქციისთვის რამდენიმე ცალი ველო გამოეყო. აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ "ბათაუტოს" ხელმძღვანელს პაატა დუმბაძეს თანამშრომლობისთვის და იმ 30 ველოსთვის რომელიც მან აქციის მონაწილეებს უსასყიდლოდ დაუთმო. მშვენიერი სვლაა საიმისოდ რომ პოპულარობა გაეწიოს ამ მშვენიერ სსატრანსპორტო საშუალებას.


მოკლედ, ვისაც არ ყავდა "ცხენი" მოვჰგვარეთ. ხოლო ვისაც საკუთარი ჰყავდა იქვე ბოლთას სცემდა და მშვიდად ელოდებოდა როდის შეგროვდებოდა "კრიტიკული მასა"






ფრაზები "აუ, შენც აქ ხარ ?! რა კარგია?! გამიხარდა" და "რამდენი ვყოფილვათ?!" იმდენად ხშირად ისმოდა რომ ნელინელ შეკრების პროცესი უფრო და უფრო ამძაფრებდა მომავალი მსვლელობისადმი ინტერესს. თან ის შეგრძნება რომ "ჩვენ ბევრნი ვართ" ყველასათვის საამო იყო



რათქმაუნდა ასეთი ხალხმრავალი აქცია მედიის ყურადრების გარეშე ვერ დარჩებოდა. ტელევიზია, გაზეთი და რათქმაუნდა რადიოც არა მხოლოდ სიუჟეტის გასაკეთებლად გამოსული ჟურნალისტებით, არამედ აქციის უშუალოდ მონაწილეებითაც იყო წარმოდგენილი. რაც რათქმაუნდა ძალიან კარგი პრეცენდენტია.




აქციის მონაწილეთა სასახელოდ უნდა ითქვას რომ შეკრება არა ქართული "ტრადიციით" - დაგვიანებით. არამედ წმინდა ევროპული, უფრო სწორედ გერმანული სიზუსტით მოხდა. დათქმული დროისთვის ადგილზე თითქმის ყველა მონაწილე მოგროვდა. მაგრამ მაინც დავაყოვნეთ გასვლა. არ გვინდოდა ვინმე დარჩენილიყო აქციის მიღმა.


"პერი" ჩვენი აქციის მონაწილე. აი ასე, კალათაში განვლო მთელი მარშრუტი და მგონი მოეწონა კიდეც.



კარგია როცა აქციაზე მოდიხა და ასმაგად კარგია როცა აქციაში ოჯახთან ერთად ირებ მონაწილეობას. მიყვარს ასეთი ადამიანები






პირველი აქციიდან განსხვავებით, სადაც მხოლოდ ერთი გოგონა ირებდა მონაწილეობას, ამ აქციაზე მშვენიერი სქესის წარმომადგენლები საკმაოდ აქტიურობდნენ. დამეთანხმებით ეს კიდევ ერთი, მშვენიერი მოტივია საიმისოდ რომ ასეთ აქციებში მიიღოთ მონაწილეობა. 


დამწყებ ველოსიპედისტებთან ერთად აქციაში გამოცდილი ველომბრბოლელებიც იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა მარშრუტი მაინც ისე შემუშავდა რომ არავინ დაღლილიყო ზედმეტად და ეს მსვლელობა სიამოვნება უფრო ყოფილიყო ვიდრე სპორტული რბოლა



დრო მოვიდა, კრიტიკული მასა შესდგა. პატარა ინსტრუქტაჟი და ანბანის კოშკიდან რუსთაველის ქუჩისკენ...















აქცია შედგა. მთავარი სლოგანი "ჩვენ არ ვბლოკავთ მოძრაობას, ჩვენ თვითონ ვართ მოძრაობა"  რეალობაში განვახორციელეთ. მონაწილეებს ისე მოეწონათ მსვლელობის პროცესი რომ აქციის ბოლოს, ერას მოედანზე შეჩერებაც არ უნდოდათ და გზის გაგრძელებას ითხოვდნენ.  თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს. ეს მხოლოდ მეორე აქცია იყო. აქცია, რომელმაც ნათლად დაგვანახა რომ ველოსიპედისტთა რაოდენობა იმაზე მეტია ვიდრე გვეგონა და ბათუმში ველო მართლაც ანგარიშ გასაწევი ძალაა.


მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბათუმის საპატრულო პოლიციას, რომელიც ზრუნავდა მსვლელობის უსაფრთხოებაზე.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა მონაწილეს ვინც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ამ მსვლელობაში. დარწმუნებული ვარ ჩვენი აქციის შემხედვარე ძალიან ბევრი ორგანიზაცია ისურვებს ველო მარათონების ჩატარებას. კარგია, მოგვბაძონ მაინც
დიდი მადლობა ყველას ვინც გამოგვყვა და ჩვენთან ერთად იყო. სამომავლოდ საკმაოდ დიდ და უფრო მრავალფეროვან აქციას ვგეგმავთ. ასე რომ, ეს მხოლოდ დასაწყისია. 
ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ მოძრაობას


წვიმასაც მადლობა რომ დაგვაცადა. ეტყობა ყოველი თვის ბოლოს მასაც რაღაც აქცია აქვს. პირველ მსვლელობაზეც კარგად წვიმდა. მაგრამ ამჯერად გაგვიმართლა. დღის ბოლოს, როცა აქციის მონაწილეები დაიშალნენ, სანაპიროს მივაშურეთ. წვიმა, ლუდი და მომავალი აქციის გეგმები.
კარგი დღე იყო. შედგა.


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]