Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ალო, ლონდონია ?!

ალო, ლონდონია ?!

ცნობისთვის გეტყვით. ბათუმში უკვე გვაქვს საკურას ბაღი - რომელიც ყველაზე მოუხერხებელ ადგილას გააშენეს.  საოცრებათა პარკი - სადაც დღემდე უპატრონო ანბანის კოშკი ბინადრობს. ვარდების ბაღი - სადაც მხოლოდ ბაღის სახელი ყვავის. ოსმანთა იმპერიის დიდების სკვერი  რომელსაც მიუსწრეს და ჭაჭათაუერად გადააკეთეს და პიონერთა პარკი, რომელიც თავიდან ალექსანდრეს ბაღი იყო, შემდეგ კომუნისტებმა პიონერთა პარკად გადააკეთეს, შემდეგ დემოკრატებმა 6 მაისის პარკად და ახლა კიდევ ემუქრება მგონი გადაკეთება და აწ უკვე ლონდონის სკვერი - ეს იქ არის.. აი იქ, ბარბარეს თეთრი ეკლესია რომ ყოველგვარი ნებართვის გარეშე გადააკეთეს, კაფე გარდენის გვერდით რომ რაღაც ოხრობაა აღმართული და თურმე "ტროას ცხენი ყოფილა", იქვე შორიახლოს, თუ კარგად მოძებნით ბუჩქებში მიმალული რუსთაველიც შეიძლება იპოვოთ. ხოდა აი იქ, ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ელჩის კურთხევით, სასტუმრო "ადმირალის" ბრიტანელმა მფლობელმა ლონდონური, წითელი ფერის სატელეფონი ჯიხური აღმართა და ამიერიდან ამ სკვერს, რომელიც ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე ბიბინებს - ლონდონური სული შთაბერა. რამდენად ლონდონურია ეს სკვერი ძნელი სათქმელია. ეს ამბავი აი იმას გავს - ილია ჭავჭავაძის სახელობის აკაკი წერეთლის ძეგლს. ეკლექტიკა ქართულად

კი, მართლა ლამაზია ეს წითელი სატელეფონო ჯიხური - სადაც არ უნდა იდგეს. ახლა მთავარია ეს წითელი ჯიხური ჩვენებმა ბულვარში დამონტაჟებული ლურჯი ბიო ტუალეტებიდან განასხვავონ. რავიცი მაინც... ტროტუარი და ქუჩა ერევათ ერთმანეთში და დიდი ამბევი წითელი და ლურჯი აერიონ. თორემ მობილურის დამმუხტველი პუნქტის ფუნქციის იდეა - ნუ არის რა.

და კიდევ ერთი - დიდი იმედი მაქვს რომ მალე ბათუმში რამე ბათუმური დაიდგმება. აი ისეთი, ველოზე შემოსკუპული გოგონა ძაღლით ან ყავის მოტრფიალე წყვილის დარი.


მანამდე კი ისევ და ისევ სასტუმრო "ადმირალის" ვერანდაზე შემოდგომის ცივ საღამოს მსუბუქი ლატეს დაგემოვენიბით გავლევ. თქვენ კი იფიქრეთ, რა შეიძლება იყოს ბათუმური სიმბოლო.


5 comments:

  1. მე ყველაფერი მომწონს, რაც ბოლო პერიოდში გაკეთდა, თუნდაც ეკლექტიკური იყოს.
    ადრე მახსოვდა, რაც მხვდებოდა და იმიტომ ვჩივი ამას, ნენა! :)
    ახლა რომ ჩამოვდივარ, იევროპაში მგონია თავი და მერწმუნეთ, ძალიან ბევრგან ვყოფილვარ, სკანდინავიის ჩათვლით.
    მაგი ჯიხურიც ნამეტანი მომწონს. გაჩნდება ახლა მანდ გადაღებული ფოტოები, პრანჭია გოგუცუნების. ჰოდა, ძალიანაც კარგი!
    ბათუმის სიმბოლო ჩემთვის არის მატროსკა და კოფე ქვიშაზე. :)
    ერთხელ ერთ საყვარელ ქუჩაზე ჩავიარე, განახლებამდე, წლების წინ... ჰოდა, ერთი დანგრეული სახლი იყო... მარტო შიდა კედლები ჩანდა. პატრონებს წიგნის თაროები დაეტოვებინათ, ჩამოზნექილი, ძველი წიგნებით... ესეც ერთგვარი სიმბოლოა, ალბათ. ნესტიანი კედლები, ძველი წიგნები და ჟოაო ჟილბერტოს რომელიმე კომპოზიცია.
    ასე ვიტყოდი მუე.
    :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ლატე მეც ძალიან მიყვარს, თუ ასეთი ხედიც მოჰყვება, მთლად კარგი. :)

      Delete
    2. კი, მშვენიერია ტელეფონის ჯიხური :) მაგრამ სხვა ქვეყნებიდან გადმოკოპირებას მგონი დროა შევეშვათ. ეგ სიკეთე იქაც ბლომადაა და რაღაც ჩვენი შევთავაზოთ აქ ჩამოსულ სტუმარს და არა ის რაც ისედაც სახლში აქვს - ეგაა თორე ლამაზი ყველაფერი კარგია :)

      Delete
  2. "ბათუმში უკვე გვაქვს საკურას ბაღი - რომელიც ყველაზე მოუხერხებელ ადგილას გააშენეს. საოცრებათა პარკი - სადაც დღემდე უპატრონო ანბანის კოშკი ბინადრობს. ვარდების ბაღი - სადაც მხოლოდ ბაღის სახელი ყვავის. " - amis cakitxvisas rogorgac guli metkina. gashenebashi magrebi vart, magram mere movla rom schirdeba kvelafers gvavickdeba.

    ReplyDelete
    Replies
    1. სადღეგრძელოზე მთავრდება ყველაფერი :) მართალია

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]