23.11.2014

შტორმი ბათუმში 23.11.2014 Шторм в Батуми Storm in Batumi


შტორმზე, ზღვის ღელვაზე და წვიმაზე ვცდილობდი არ დამეწერა. ერთი უბრალო მიზეზის გამო - ეს ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა როგორც მზის ამოსვლა. უბრალოდ ამ ბოლო დროს ძალიან კარგად გასაყიდი მასალა გახდა "სენსაციას" მოწყურებული მედიასაშუალებებისთვის. "არიქა ხალხო, ზღვა ღელავს წარმოგიდგენიათ?!  ზღვაა და ღელავს... ვააა..."


კომენტარები იმის თაობაზე რომ - ასეთი არასდროს მომხდარა, ასეთი არავიცს უნახავს - სრული აბსურდია.

ბატონებო.
1. ბათუმი არასდროს ყოფილა ასე გაზრდილი როგორც დღესაა
2. ის ტრიტორია, რომელიც ძირითადად იტბორება ყოველთვის იყო ნაკლებად დასახლებული და შესაბამისად არც არავინ შფოთავდა გადმოსულ ზღვაზე
3. ახალი ბულვარი ბოლო წლებია რაც გაბულვარდა და ადრე მანდ გაშენებულ სიმინდის და მანდარინის ყანებზე გადმოსულ ზღვაზე რატომღაც ნაკლებად იხოკავდნენ ღაწვებს. არადა კონკრეტული ოჯახებისთვის ეგ უფრო დიდი ტრაგედია იყო ვიდრე ზღვის მიერ მოხრეშილი ახალი ბულვარი
4. ასე ახლოს ზღვასთან არასდროს ყოფილა მიყვანილი არც სამანქანე გზები, არც სასეირნო და არც ველო ბილიკები. რაც თავიდანვე საკამათო თემა იყო რადგან იფრასტრუქტურას სათანადო დაცვა უნდოდა ზღვაში ჩაყრილი ჯებირებითა და სამაგრი ნაგებობებით. რაც არ გაკეთებულა და ახლა ჩვეულებრივად გადმოსულ ზღვაზე, რომელთანაც ისევ ჩვენ მივედით ახლოს - ვიხოკავთ ღაწვებს. მას კი სულ ფეხებზე კიდიე ჩვენი "ქალაქის დაგეგმარების გეგმა"
5. ნაპირსამაგრი ნაგებობების აუცილებლობის საკითხი ყოველ მორიგ შტორმზე ისევ ხდება აქტუალური... თუმცა შტორმის დასრულების და კომისიის ვიშვიშის შემდეგ ზღვასავით წყნარდება. არადა ყოველ ჯერზე ზღვა ლამის ტავად აკეტებს მინიშნებას სად უნდა გამაგრდსეს ნაპირი.
6. რატომღაც ვერავინ იხსენებს ნინოშვილზე (არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე) ლამის სადარბაზოში შესულ ზღვას და რამდენიმეჯერ დატბორილ საფეხბურთო სტადიონს - რომელიც ახლანდელი ანბანის კოშკის და სასტუმრო კენპინსკის" მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა...
6. არავის ახსოვს წარწერა "აქ 1947 წელს იყო ზღვა" რომელიც ბულვარის შესასვლელთან, ახლანდელ "რეტუალების სასახლის" ადგილზე იყო დამონტაჟებული.
7. იდეალურად უნდა იყოს გამართული სანიაღვრე არხების მუშაობა
8. სენსაციის მოყვარულთათვის ყოველი შტორმი ჯერარნახული მოვლენაა. მასმედია და ინტერნეტმედიაც შეძლებისდაგვარად ცდილობს უფრო მწვავე მასალით მიიპყროს ყურადღება და აჰა... ყოველი შტორმი "ნიუსავიკების" და ფოტოგრაფების ახალი გამოწვევაა... ისინი თოლიებივით ვიშვიშებენ ყოველ გადმოსულ ტალღაზე და სცდილობენ კარგი მასალა გამოსტყუონ "სტიქიას"

არადა... რომ გაგვეთვალიწინებია, ან სამომავლოდ გავითვალისწინოთ ზღვისპირა ქალაქის განაშენების და დაგეგმარების სპეციფიკა - გაცილებით ნაკლები სავიშვიშე გვექნებოდა და გვექნება მომავალში.

მანამდე კი ... ინებეთ ფოტორეპორტაჟი.














Post a Comment

6 комментариев:

  1. ძალიან მაგარი კადრებია <3

    ОтветитьУдалить
  2. არ იყო მანდ საბულვარე! მილიონები ჩაყარეს წყალში პაკაზუხებმა! რატომ არ გააფართოვეს ბულვარი კომუნისტებმა? რატომ არ გააფართოვა ასლან აბაშიძემ რომელიღაცა არჩევნების წინ? დაფიქრდით. სულელები იყვნენ? სახეზეა უტვინოდ წყალში ჩაყრილი ფული.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. მანდ ბულვარის გაშენება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. უბრალოდ დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანათ და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაეწყოთ დროულად. მითუმეტეს რომ დემირელის კაშხლის გამო ეგ სამუშაოები ნებისმიერ შემთხვევაში ჩასატარებელი იყო. ნაპირი გასამაგრებელია როგორც ახალ, ასევე ძბელ ბულვარშიც. ჭოროხს აღარ შემოაქვს მიწა-ღორღი.

      Удалить
  3. miuxedaad imisa rom dzalian lamazi kadrebia, shtormi avistavad katastrofaaa kalakisatvis, da gansakutrenit im kalakisatvis romelic saqartvelosnair garib kvekanashi mdebareobs

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. გეთანხმები. ამიტომაც სანამ შტორმი არ არის მანამდე უნდა მოაგვარონ საჭირო საქმეები :)

      Удалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!