30.08.2014

ხავერდოვანი ჩაი


წვიმს, გრილა, სიმშვიდეა. ჰაერი აღარ წააგავს გამდნარ ერბოს - სუნთქვა უკვე შეიძლება. სუნთქვაც, ძილიც და ცხოვრებაც. ბათუმში ჰავერდოვანი სეზონი იწყება. მყუდროდ მოვკალათდი პუფში, მეზობლად გახსნილი საკონდიტროდან მომარაგებული ტკბილეული ახლოს მოვიჩოჩე, მგონი მთელი ზაფხულის მანძილზე პირველად ავიდუღე ჩაი. სვამ ნება-ნება, სულაც არ გცხელა და ამ პატარა ნიუანსით ისეთი გახარებული ხარ თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. მნიშვნელოვანი ამ ზაფხულს ძალიან ბევრი რამ მოხდა... თუმცა ჩაისთან ერთად ამ ყველაფრის გახსენებას სულ სხვა გემო აქვს. კი, კარგი იყი. კი...
მაგრამ ვგრძნობ რომ შემოდგომა არანაკლებ საინტერესო იქნება და აი ეს შეგრძნებაც კი უკვე მომწონს.


დასრულდა ეს ზაფხულიც, მისი მკრთალი მოგონება შემორჩება გარუჯულ სხეულებს, ციფრულ ფოტოებს - რომელთა უმეტესობასაც სავარაუდოდ არასდოს ეღირსება დაბეჭდვა. სმარტფონებიდან გაკეთებულ ჩექინებს, ფეისბუქზე დატოვებულ ლაიქებს და ... ალაგ ალაგ ბლოგებს. მთლად გაგვიციფრულდა მოგონებები და მანდვეა შეგრძნებებიც.  თუმცა ეგ სხვა თემაა.

ახლა კი მივუბრუნდი ისევ ჩემს მშვიდ, გემრიელ ღამეს და ხავერდოვანი სეზონის ჩაის. ეს კი უბრალოდ ის პოსტია ... შენი საყვარელი სეზონი რომ იწყებდა და გიხარია.

Post a Comment

2 комментария:

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!