Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Gardenia - აქ ჩაის კი არა სულსაც დალევდა კაცი

Gardenia - აქ ჩაის კი არა სულსაც დალევდა კაცი

პირველად სიუჟეტი ვნახე, შემდეგ სოციალურ ქსელშიც მოვიწონე გვერდი, ვათვალიერებდი სურათებს და ძალიან მშურდა იმ ადამიანების ვინც იქ იყო, ეს სილამაზე ნახა, განიცადა და გადაიღო. ხოდა რა გასაკვირია თბილისში ყოფნისას აქ რომ შემოვიარე. მითუმეტეს როცა მზით დათანგული თბილისი ტაფაზე დადებული კეფალივით შიშხინებდა.

ტაქსისტებში როგორც წესი ყოველთვის "მიმართლებს". მუდამ ერთად, კითხვა კითხვით ვიკვლევთ გზებს. ახლაც ასე მოხდა, თუმცა მოვაღწიეთ. მოვაღწიეთ და შემოვედით.

არა, დაივიწყეთ ყველაფერი რაც კი ფოტო და ვიდეო მასალა გინახავთ. მერწმუნეთ, საკუთარი თვალით დანახულს არც არაფერი სჯობს და მითუმეტეს, ამ ყველაფერს ერთი ფოტოკამერით ვერანაირად ვერ შეიგრძნობთ. ყველაფერი იმაზე მეტად გასაოცარი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი. წავიდეთ, ვნახოთ!





ოხშივარ ადენილი ასფალტიდან და მტვრიანი ქუჩიდან, პატარა კარის ზღურბლს იქით ნამდვილი წალკოტი მელოდა. ეს არ იყო უბრალოდ ლამაზი ბაღი, ეს პატარა სამყარო იყო და ამ სამყაროში მშვენიერ ყვავილებთან ერთად საკამაოდ უცნაური არსებებიც ბინადრობდნენ. რომლებიც აი ასე, უეცრად აღმოჩნდებიან რომელიღაც ყვავილის უკან ჩამალულნი.








და ყვავილები?! აქ ირგვლივ ყველაფერი ყვავის. ბაღის უკან გაჭიმულ სათბურებში კი არაერთი ყვავილი ელის გასაფურჩქნად თავის ჯერს.

ვერც კი წარმოიდგენთ რა სურნელი დგას აქ





მიუხედავად იმისა რომ ბაღი არც თუ ისე დიდია და აქ ვერ იხეტიალებთ ისე შორს როგორც ბოტანიკურ ბარში ან მთაწმინდის პარკში, დრო აქ იმაზე სწრაფად გარბის ვიდრე გგონია. უჩვეულო დეკორის, საოცარი არსებებისა და უმშვენიერესი ყვავილების ცქერაში შეიძლება ისე დაიღალო რომ ვერც მიხვდე. და თუ კი დაიღლები და მოსვენება მოგინდება, გარდენიის პატარა კაფე შენს სამსახურშია. ეს კაფე ამ ბაღიში სეირნობის და მონახულების კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი და ულამაზესი პუნქტია. აი სად შეგიძლიათ ნამდვილად დაისვენოთ.







აქ თამამად შეგიძლიათ დაივიწყოთ ყოველგვარი ნახევარფაბრიკატი და ქიმია. ანუ ის რითაც ძირიტადად ვიკვებებით. ქაცვის, კომშის, შვინდის, ალუბის და კიდე რა ვიცი.. რისი წვნი გნებავთ, რისი კომპოტი, რისი ჩაი, კექსი და... ეჰ, იმდენი რამ ჩამომითვალეს... ხუთი წუთი ვფიქრობდი რა ამერჩია.






ბოლოს, როგორც იქნა ამ ყველაფრის შემოქმედსაც მოვკარი თვალი. ბაღში ფუსფუსებდა, გენერალივით დადიოდა ყვავილოვანთა რიგებში და აღლუმზე გამოპრანჭული ჯარისკაცებივით ასწორებდა გზადაგზა ყვავილებით გადაპანტულ ქოთნებს, სკამებს. ალაგებდა, აწესრიგებდა, აკოხტავებდა.



ორი გურული, დათო ტრაპაიძე და ზურა შევარდნაძე
- ეს მშვენიერი რამ ყოფილა თქვენი გარდენია!
- ვითომ ?! რავიცი
- რა რა იცით?! გურულებისთვის ერთი "მექა და რომი" კი შექმენით და სხვა რავიცი
- რატომ?!
- რა რატო, თბილისში ჩამოსულები ყველა აქ მოდიან "მოსალოცად"
იცინის
- გაიხარე, მიხარია რომ მოგწონთ, კიდევ მობრძანდით.

კიდევაც მივალ, აბა რას ვიზამ, ეს სამოთხე აღმოვაჩინე, თბილისიდან 10 ლარად ტაქსით რომ მივაღწევ და აქ მოსვლაზე ვიტყვი უარს?! თუმცა ახლაც აქ ვარ. ხოდა ისა.. მენიუს მახსენებენ.

მზე დასავლეთით გადიზნიქა, ბაღს ხეების ჩერო გადაეფარა, ყვავილების თვლემის დრო მოვიდა, ცოცხალი მუსიკის და ოცნების

ჩვენც ჩაი ავირჩიეთ, მაგიდას მივუსხედით და ცოცხალი მუსიკის ჰანგებში ისევ გავინაბეთ. არა, არ ვსაუბრობდით. უბრალოდ ამ პატარა სამოთხის თვლიერებით ვძღებოდით, ჩაის ვაყოლებდით და ვოცნებობდით. ეს ის ადგილია სადაც უნდა იოცნებო, სადაც ის გრძნობა გეუფლება - ყოვლისშემძლედ რომ გაგრძნობინებს თავს. აქ მშვიდად ხარ, სახლში ხარ, შენტან ხარ. გული საგულეს გიდევს და ... კაია აქ, აქ ჩაის კი არა სულსაც დალევდა კაცი.

15 comments:

  1. saidan unda gamovrto am gogos cripini?

    ReplyDelete
    Replies
    1. საიდანაც გესმის - დინამიკიდან

      Delete
  2. ტაქსი უნდა გამოგეძახებინა და 6 ლარად ახვიდოდი :) მე მასე დავდივარ, ლოტკინზე ვცხოვრობ :) ძალიან კარგი ფოტოებია, ადგილის შესატყვისი და ტკბილი პოსტი

    ReplyDelete
    Replies
    1. ეგ მერე მოვიფიქრეთ, გზაში :) გაიხარე, მადლობა

      Delete
  3. რა კარგი ადგილია, სიამოვნებით წავალ და ვინახულებ

    ReplyDelete
    Replies
    1. ნამდვილად არ ინანებ :)

      Delete
  4. პატარა სამოთხეა:) მე იქიდან წამოსული ახლომახლო გასაყიდ სახლებს ვათვალიერებდი:))) როგორა მოგინდეა ყავა/ჩაი შეირბენ მეზობლად და დატკბები:)

    ReplyDelete
    Replies
    1. მშვენიერი არჩევანი იქნება იქ სახლის ყიდვა

      Delete
  5. დაუზუსტებელი ინფორმაციით ვიცი რომ საკუთარი ფოტო მომსახურება აქვთ,მართალია?

    ReplyDelete
    Replies
    1. თავად ადგილზე? არ ვიცი, ვერ გეტყვით

      Delete
    2. საკუთარი ფოტო მომსახურება აქვთ კი https://www.facebook.com/pages/Nukri-Photography/248462401857722

      Delete
  6. ყვავილების ფასები მაინტერესებს ხომარ იცით ?

    ReplyDelete
    Replies
    1. არა, სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია

      Delete
  7. Replies
    1. არა, შესვლა უფასია/ ასე იყო ყოველ შემთხვევაში

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]