Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

პირსი - რუტინისგან თავისუფალი ტერიტორია

პირსი - რუტინისგან თავისუფალი ტერიტორია

ზღვასთან გემრიელ სავარძელში მოკალათება, სასმელის წრუპვა და მეგობრებთან საუბარი - აი ის ინგრედიენტი რაც სამუშაო დღის მერე აუცილებელია კარგი განწყობისთვის. მითუმეტეს თუ შენი სავარძელი ზღვაში შეჭრილ პირსზე მოწყობილ ბარში დგას. ზიხარ და ტკბები ღამის ბათუმის და ზღვის ტალღებზე გართხმული ქალაქის ორეულის ლიცლიცით. გადანათებული პლაჟის გასწვრივ კი უკუნეთ ღამეში შთანთქმული ჰორიზონტია. გასცქერი და თვალით სინჯავ, ცდილობ გაზომო სად მთვარდება შავი ზღვა და სად იწყება ცა... ცა კი, თუ სავსე მთვარე არსად ჩანს, ისე უხვადაა მოკირწლული ვარსკვლავებით გეგონება ვერ გაუძლებს მათ სიმძიმეს და ჩამოწყდებაო. წყდება კიდეც, ზოგჯერ.


არც ისე ცხელა რომ ლუდი სვა, არც ისე ცივა რომ ცხელი ყავა, არ ის განწყობა გაქვს რომ აგუნას შეხვდე, არც ის რომ დატკბე მხოლოდ ხილის ნაჟურით. მართინი, მშვენიერი გამოსავალია.

მუსიკაც თუ ემთხვევა შენს განწყობას... ჰეეეი, იჯექი, ინებივრე, იოცნებე. ცხელ და რუტინულ სამუშაო დღემდე ჯერ კიდევ არაერთი გრილი, საამო ღამის საათია წინ. მართალია სადღაც იქ, ნაპირზე კი გელის შენი სახლი გახურებული კედლებით, სამსახური გადაუდებელ - გადადებული საქმეებით. მაგრამ ეს ყველაფერი იქაა, ნაპირზე. შენ კი პირსზე ხარ, ნეიტრალურ ტერიტორიაზე.

კარგი რამაა ზაფხული

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]