Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

წიგნები ბათუმში და მეცნიერი კატა

წიგნები ბათუმში და მეცნიერი კატა

კარებში შემოგეგებება, აგხედავს, შეგაფასებს, მერე ერთიმეორეზე დაწყობილ წიგნებს გადაუვლის, თაროზე ახტება, თავის კუთვნილ ადგილზე მოკალათდება და უკვე იქედან გაკვირდება რას არჩევ და რა გინდა!

ბათუმში წიგნის მაღაზიბის სიმცირეს ნამდვილად ვერ დავიჩივლებთ. ყველას თავისი მუშტარი ყავს და ყველას თავისი მიდგომა აქვს წიგნების მიმართ, ზოგი წვავს, ზოგიც გასმევს-გაჭმევს და თაროზე შემოწყობილ წიგნებს შორიდან გაყურებინებს. ზოგიც თავად გაძლევს ამორჩევის საშუალებას, ზოგი კი ისე ოსტატურად გირჩევს ავტორსაც და წიგნსაც - ბოლოს რომ იტყვი - აი, ის არის რაც მინდოდაო.


ეს ღრმად პატივცემული კატა კი ბათუმის ერთ პატარა ქუჩაზე მდებარე ერთ პატარა "ბუკინისტების" მაღაზიის ოფიციალური მცველია.სამუშაო საათებში სულ აქ, წიგნის თაროზეა შემოსკუპული და სერიოზული მზერით ათვალიერებს მუშტრებს. თავისუფალ დროს კი ძველი ბათუმის ქუჩებში მიმოფანტული ბარების სტუმარიცაა. სიმართლე გითხრათ დიდი ეჭვი მაქვს საინტერესო ამბებიც ეცოდინება და რომ რამე კარგ ისტორიებსაც მოყვებოდა ოქროს ჯაჭვი და ქალთევზა რომ იყოს ახლო-მახლოს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი წიგნის მაღაზიაა ბათუმის ამ უბანში. რაც თავი მახსოვს მისი თაროები ყოველთვის ასე იყო დახუნძლული წიგნებით. რა გინდა, რის შესახებ და ვისზე... აქ ყველაფერი იყო. პირველი სტიპენდიით სწორედ აქ შევიძინე "ტრამალის მგელი". რაღაც სხვა შეგძრნებაა როცა წიგნებით გამოჭედილ თაოერბში არჩევ შენთვის საურველ ავტორს და წიგნს! და რა კარგია რომ ეს მაღაზია ჯერ კიდევ არსებობს, ისეთი როგორიც იყო ჩემს ბავშობაში... და იმედია კიდევ დიდხანს იქნება.


რიგირთ პირველი წიგნების მაღაზია კი ჯერჯერობით დაკეტილია. ისტორიულად ყველაზე ძველ და ცნობად "N1 წიგნის მაღაზია"ს სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ გახსნიან. ამბობენ რომ აქ ერთგვარი ლიტერატურული სალონი უნდა მოეწყოსო. მშვენიერი იდეაა, მითუმეტეს ლიტ-კაფე ბათუმში თავისი იდეური დატვირთვის მხრივ ცოტას მოიკოჭლებს. აქ კი ფართიც შესაბამისია და ბათუმლებისთვის თავიდან გასაცნობი მაღაზიაც არ არის. აქ ყველა თაობის წარმომადგენელს ააქვს შეძენილი თავისი პირველი წიგნი. მაგრამ ვიმედოვნებ რომ რემონტი ავად სახსენებელ "ევრო-რემონტს" არ გულისხმობს და ლამის საუკუნის წინად დაგებული, ნობელების საამქროში დამზადებული იატაკი და სხვა რიგი აქსესუარები და ინტერიერის დედტალები თაბაშირ-მუყაოს და თურქული ლამინატის მიღმა არ აღმოჩნდება. კარგი იქნება დანიშნულებასთნან ერთად სახესაც თუ შეინარჩუნებს.


ბათუმში კიდევ არის ერთი, აწ უკვე ყვალასათვის ნაცნობი და საყვარელი წიგნების მაღაზია. რომელიც სწორედ ისე მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს ეს სექტორი. "წიგნები ბათუმში" ყოველთვის თავაზობს სტუმარს იმაზე მეტს ვიდრე სტუმრის თავდაპირველი სურვლი იყო - და ეს ძალიან მოსწონთ. პრინციპში იმდენად მოსწონთ აქაურობა რომ სამახსოვროდ არა მხოლოდ წიგნები მიაქვთ, ერთმა ზე ენთუზიასტმა ყვავილების 10 კილოგრამიანი რკინის ქოთანიც კი წააბრძანა ერთ მთვარიან ღამით - ალბათ სახლში მოიწყო "წიგნები ბათუმში"-ს მინი ვარიანტი.

საინტერესო წიგნების გარდა აქ არანაკლებ საინტერესო შეხვედრებიც იმართება. რამდენიმე დღის წინ აქ სწორედ იმ ადამიანს შევხვდი, ვისთანაც ძალზედ მწადდა საუბარი. ნატო დავითაშვილი - ადამიანი რომელმაც ქართულ მითოს მტვერი გადაწმინდა.


როგორ მახსოვს რიგი იდიოტები რომ მიმტკიცებდნენ "სად ააქვს საქართველოს მითებიო". ნატოს - ლილე მიზანში გასროლილი ტყვიასავით აზუზუნდა მაშინ. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რაოდენ მადლიერი ვარ ამ ქალბატონის და ცალკერძ ირაკლის, მარის და პატარა ლილესი ასეთი ლამაზი შეხვედრის საშუალება რომ მოგვცა ფენტეზის მოყვარულთ!


მოკლედ, აი ასეთია ჩემი წიგნების მაღაზიების ჩამონათვალი. მალე ამ ყველაფერს წიგნის თაროების ოსტატების ჩამონათვალიც თუ არ დავურთე... ცოტა უხერხულია წიგნებზე წოლა. რაც შეეხება წიგნიერ კატას - სავარაუდოდ მეც მეყოლება - ოდესმე!

4 comments:

  1. ვაიჰ, ასეთი ფისოები მყავს უკვე, თან ორი და ახლა დროა წიგნების მაღაზია გავხსნა :D
    უხდება წიგნებს კატა.

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, ოდითგან თქმულა - წიგნს კატა მოაყარე, გზაზე დადე წინ დაგხვდებაო :)

      Delete
  2. კი, ან დაგხვდება, ან არა :D :D
    ჩემი კატების საყვარელი განსასვენებელიც წიგნებია. რა ვიცი, რას გაუგებ.

    ReplyDelete
    Replies
    1. ყოველ შემთხვავაში იქ დაგხვდება სადაც ნამდვილად არ ელი :)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]