Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მოგონებების საფოსტო ყუთი

მოგონებების საფოსტო ყუთი

რამოდენიმე დღის წინ ვიკითხე, ფოსტალიონები თუ არსებობენ ისევთქო. დღეს გამომეცხადა სადარბაზოსთან პატარა სკუტერზე ამხედრებული, ჩანთა გადაკიდებული ფოსტალიონი. სკუტერს ეწერა "საქართველოს ფოსტა" :) ბიჭი წერილებში იქექებდა. დიდი არაფერი, მაგრამ გამიხარდა.


ვაღიარებ, არასდროს არ ჩამიგდია ცეცხლმოკიდებული ფურცელი არც ჩემს და არც სხვის საფოსტო ყუთში
 სადარბაზოში რამდენჯერაც ჩავუვლი კედელზე შემორჩენილ საფოსტო ყუთებს სულ ის დრო მახსენდება - გულდაგულ რომ ვამოწმებდით, რაიმე სიახლე ხომ არ იყო. ის პატარა გასაღები, საფოსტო ყუთის რკინის კარებს რომ აღებდა ახლაც სადღაც აგდია უჯრაში. არადა რა საამო შეგრძნება იყო როცა გაზეთების დასტას სპეციალურად შენთვის გამოწერილი ფერადი ჟურნალები ამოყვბოდა.


"დილა" თავისი საბავშვო კომიქსებით. " ბოცო და გვანცას თავგადასავალი" მართალია ილუსტრაციების ხარისხი მაშინაც არ მომწონდა, მაგრამ ქართული იყო. ჩვენს ისტორიაზე აგებული და ეს ამბავი ყველა დანარჩენს ფარავდა. გაგებით ვეკიდებოდით :)

"ნიანგი" - მას ბაბუაჩემი იწერდა, მაგრამ მეც არანაკლებ ვხალისობდი ამ გამოცემით. ყველაზე ცხარე და კარგი რამ იყო რაც მაშინ იყიდებოდა


"мурзилка" - დღემდე არ ვიცი რა არსება იყო ეს ყვითელი ვიღაც. მაგრამ ნამდვილად მიხაროდა მისი გამოჩენა. ბოლოს და ბოლოს აქ შევხვდი პირველად მუმი ტროლებს


მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც აი ეს - веселые картинки იყო. თითქმის ყოველთვის თან მოყვებოდა რაღაც სათამაშო, ან რუქა, ან ამოსაჭრელი და შესაწები რაღაც. თან ამათი "კომიქსები" გაცილებით საინტერესო და ხალისიანი იყო.

და კიდევ ერთი რამ რაც ძალიან აკლია ჩვენს ყოველდღიურობას. არ ვიცი გრძნობთ თუ არა მათ უკმარისობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი მოგივათ - ძალია გაგიხარდებათ. ეს ღია ბარათებია

სამწუხაროდ დავივიწყეთ ეს ძალიან ლამაზი ტრადიცია. ყველაფერი გავაციფრულედ და გავაუფასურედ. არადა იმ სიამოვნებას, რომელსაც შენს სახელზე ვიღაცის მიერ გამოგზავნილ ღია ბარათს მოაქვს ვერც ერთი ლაიქი და კომენტარი ვერ შეცვლის.
წერილებზე რაღა ვთქვა. ეგ უკვე სასამართლო სტრუქტურაში მომუშავეთა და შემორჩენილ რომანტიკოსთა ხვედრად დარჩა. არადა... როგორ მომწონს აი ეს, ბრიტანული წითელი საფოსტო ყუთები, გასაგზავნად გამზადებულ, მარკა დაწეპებულ კონვერტებს რომ ყლაპავს და დარწმუნებული ხარ - ის აუცილებლად მიუვა ადრესატს.


ისე როდის დავწერე ხელით ბოლოს... ვერ ვიხსენებ. სამაგიეროდ ყოველი დილა ელექტრონული საფოსტო ყუთის ახალი სპამებისგან გაწმენდით იწყება!

წავიდე ახლა, ეს პოსტიც სოც ქსელებით დავუგზავნო მეგობრებს...

2 comments:

  1. me exla sazgvargaret var da vagzavni xolme werilebs saqartveloshi... zohi chamovida, zogic daikarga :(
    martla sul sxva xibli aqvs ise...

    P.S. latinuri shriftistvis bodishs vixdi, sxvisi kompiuterit var shemosul

    ReplyDelete
    Replies
    1. არადა მგონია რომ მანდ (საზღვარგარეთ) ეს ჩვეულებრივი მოვლენაა (წერილის წერა). ეჰ. რაღაც ძაან გავციფრულდით

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]