შტორმი და მის გამო ჩამოხოკილი ღაწვები, ვიღაცისკენ გაშვერილი თითი და გადადანაშაულება იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა ბათუმისთვის, რომ აქაურებს აღარაფერი უკვირთ. რაღაც სპორტულ ესტაფეტას უფრო დაემსგავსა ეს ყველაფერი - "ეს შტორმი უფრო მაგარი იყო თუ ის".. ზღვა კი ნელინელ, მანდარინის კანივით ფრცქვნის ბათუმის სანაპირო ზოლს. ჩვენ ვშფოთავთ ყოველ ჯერზე, ვშფოთავთ გამოდარებამდე. მერე უკვე ... იქ მერე ხან პალტოს სიგრძე, ხან ზვიგენის გარდაცვალება, ხან მითიური იახტა გამოჩნდება და ჩვენაც ვერთობით. მორიგ შტორმამდე...
ნაპირს კი დაპირებებით გვიმაგრებენ.
ბევრი ვერაფერი გადავიღე. ძლიერი ქარი იყო. ესეც ყურეში, ეგრედწოდებულ "პიშევიკებში"ა გადაღებული. თუმცა... კლიმატი შეიცვალა, ანალოგიურ სურათს გაცილებით ხშირად ვიხილავთ ვიდრე ადრე იყო. თუმცა არ და ვერ შეიცვალა ჩვენი მიდგომა ასეთი ტიპის პრობლემებისადმი. ყოველთვის გვგონია რომ - ჩაივლის, ჩაცხრება და ჩაიღვრება.
პრობლემები კი ისევ რჩება პრობლემებად. ხვალ გამოიდარებს. დაგვპირდებიან "საგანგებო კომისიებს, პროექტებს, ტრანშებს და ნათელ მომავალს". მომავალ შტორმამდე
რა საშინელებაა, მიირონ რაიმე ზომები, რა იქნება... :/
ReplyDeleteმიიღეს ზომები - აღშფოთდნენ
Delete