Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Rock 'n' Roll, მოტოციკლი და ისინი

Rock 'n' Roll, მოტოციკლი და ისინი

ხშირად მსმენია - " გყავს მოტო - ხარ თავისუფალი". შესაძლოა სწორედ ამ თავისუფლების და შთაგონების წყაროს ძიებაში ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ხშირად ამჯობინებს თავის ოთხთვალა ავტოს რკინის ცხენს. მეც მინდა რამოდენიმე მათგანი გაგახსენოთ, უფრო სწორედ ის ეპოქა, როცა როკ-ენროლი იქოქებოდა, ტყავის ქურთუკი და ჯინსები კი თავისუფლების მაძიებელთა ერთგვარი სიმბოლო იყო. ოხ ეს როკენროლი.


"მე მიყვარს გამთენიოს, ამომავლი მზის სხივებით განათებული ნუიორკის ქუჩებში ხეტიალი. მე ამას ჩამოსვლის დღიდან ვაკეთებ და ძალიან მომწონს განთიადის შეხვედრა" ამბობდა მარლონ ბრანდო.


პოპ-არტის მამაც ძალზედ მოხიბლილიყო მოტოციკლით. მან რამოდენიმე ნახატიც კი შექმნა სადაც მოტო გამოსახა. თუმცა ეს ფოტო, რომელის 1967 წელს, ჰოლივუდის ერთ-ერთი სახელგანთქმული კაფის წინ არის გადაღებული ასევე შეიძლება იმდროინდელი ფოტოისტორიის კუთვნილებად ჩავთვალოთ.


ძალიან უყვარდა ბობ დილანის თავისი ერთგული Triumph Tiger 100SS, რომლიდანაც არაერთგზის გადმოვარდნილა. თუმცა საბედნიეროდ არც ერთხელ არ აღმოჩენილა საავადმყოფოში რაიმესახის ტრავმით.


"ქარწაღებულები"ს გმირი, ჰოლოვუდის მეფედ წოდებული 40 იანების სექს სიმბოლო კლარკ გეიბლი შეყვარებული იყო მოტოციკლეტზე. ახალი ტექნოლოგიების და მიღწევების მოყვარული უმალ ყიდდა თავის ძველ მოტოს რათა ბაზარზე გამოჩენილი ახალი მოტო ეგდო ხელთ.


პანკ როკის ლეგენდას სიდ ვიშს იმდენად უყვარდა თავისი მოტო რომ კლიპშიც გადაიღო. მეტიც - ითხოვდა სიკვდილის შემდეგ ტყავის ქურთუკით, ჯინსებითა და მოტოციკლეტისტის ბოტებით დაეკრძალათ.


 სიტყვა ძუნწ ისტვუდს ხშირად იწვევდნენ მოტოციკლების და ავტომობილების სარეკლამოდ მოწყობილ ფოტოსესიებზე. იმდროინდელი სექს სიმბოლო და კოვბოის ერთგვარი ეტალონი დიდი სიამოვნებით თანხმდებოდა შემოთავაზებებს. ამბობენ იმასაცრომ მისი რომ რჩეული ბრენდი Norton- იყო.


ეს ფოტო ლენონს, თავის ორთვალა "მეგობართან" ერთად, ლასვეგასიდან ლოს-ანჯელესში გზად მიმავალს გადაუღეს. 


პოლსაც ძალიან უყვარდა მოტო. თუმცა ნაკლებად იღბლიანი აღმოჩნდა. 1965 წელს ის ავარიაში მოყვა, რომლის შედეგად დაიზიანა კბილები და სახეზე იარაც დაიდო. თუმცა მას არც ავტომობილებში უმართლებდა. რამოდენიმე ხნის შემდეგ ისეთ ავარიაში მოხვდა რომ უმალ გავრცელდა ჭორები მისი სიკვდილის თაობაზე.


ესეც თავქარიანი ჯაგერი თავის ძველ ჰონდაზე


რათქმაუნდა ელვისი. ტყავის ქურთუკი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი და გადავარცხნილი თმები . ელვისიც დიდი მოყვარული იყო მოტოციკლეტების. მითუმეტეს რომ ერთგვარი "ცუდი ბიჭის" იმიჯში ეს იდეალურად ჯდებოდა.


და სადაც ელვისი, იქაც უმშვენიერესი ბრიჯიდ ბარდო. დიახ, მასაც უყვარდა მოტოციკლეტები და საკმაოდ სოლუდური კოლექციაც კი შეაგროვა თავისი მოტოპარკის. ჰარლეზე შემომჯდარი ალქაცი - განა არის ამაზე მვენიერი სანახავი რამ ?!

აი ასეთები იყვნენ თავისუფლების მაძიებელი მეამბოხე სულები გასულ საუკუნეში. ტყავის ქურთუკი, ჯინსები, ოთხთვალა მოტოს ძრავის თუხთუხი, შორი გზა, ამომავალი მზე და როკენროლი. 

არა რა ... კარგი რამაა მოტო 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]