Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ოხ ეს Rock 'n' Roll

ოხ ეს Rock 'n' Roll

ფოტოს საოცარი უნარი აქვს შეაჩეროს წამი. ზოგჯერ ის ისტორიის ისეთ მომენტებსაც კი აფიქსირებს, რომელიც როგორც იტყვიან კადრს მიღმა რჩება ხოლმე. ზოგჯერ ისეთებსაც, რომლის გახსენებაც არ გვინდა. დღეს მინდა შემოგთავაზოთ საკმაოდ საინტერესო ფოტოები, რომლებიც დიდების შარავანდებისა და გლამურის ბრწყინვალების მიღმა არსებულ, ვარსკვლავების მუქი შუქჩრდილების ერთგავ კოლაჟს წარმოადგენს. კონკრეტულად კი ფოტოები, რომლებიც როკ ვარსკვლავების, ლეგენდად ქცეული ადამიანების, მეამბოხე სულების, კანონს მიღმა დარჩენილი ქმედებების ამსახველ კადრებსა და იმდროინდელი პრესისთვის საკმაოდ გემრიელ ლუკმას - მასალას წარმოადგენდა.

სექსი, ნარკოტიკები, როკენროლი ... აბა ვის უკვირს ამ სიტყვების ერთად დაყენება. ხოდა მაქვე აი ეს ფოტოები და ბრალდებები, რის საფუძველზეც ჩვენი კუმირები თავის დროზე წარუყენეს მართლმსაჯულებას და საკმაოდ არაკომფორტული ფოტოსესიაც მოუწყვეს - მემგონი დაგაინტერესებთ. საქმე კი აი ასე შეიკერა:



ფრენკ სინატრა - დაპატიმრებულ იქნა ნიუ-ჯერსში 1938 წელს. ბრალად გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ედებოდა. 

ჯონი კეში - დაპატიმრებულ იქნა 1965 წლის ოქტომბერში. საბაჟოზე მას ათასობით ტრანკვილიზატორი და აბები აღმოუჩინეს.

ჯიმ მორისონი - ტალახასში ფლორიდის უნივერსიტეტის საფეხბურთო მატჩის შემდეგ ჩადენილი ხულიგნობისთვის.



მიკ ჯაგერი - დაპატიმრებულ იქნა ინგლისში 1967 წელს ნარკოტიკების შენახვისა და მოხმარების ბრალდებით



ჯიმი ჰენდრიქსი - დაპატიმრებულ იქნა ტორონტოს საერთაშირისო აეროპორტში 1969 წელს. მას ჰეროინი და ჰაშიში აღმოუჩინეს.



ჯენის ჯოპლინი - დაპატიმრებულ იქნა 1969 წელს ფლოიდაში. ბრალად ხულიგნობა და კონცერტის მსვლელობისას სამართალდამცავთა სიტყვიერი შეურაწყოფა წაუყენეს.



ჯიმ მორისონი - 1970 წელი. მცირედი ხულიგნობისთვის


დეივიდ ბოუი - დაპატიმრებულ იქნა ნიუორკში 1976 წლის მარტში. მარიხუანას მოყვანის ბრალდებით


ოზი ოზბორნი - დაპატიმრებულ იქნა მემფისში 1984 წლის მაისში. საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე მთვრალ მდგომარეობაში დებოშის ატეხის გამო


კურტ კობინი - დაპატიმრებულ იქნა ვაშინგტონის შტატში 1986 წლს. ბრალად მთვრალ მდგომარეობაში კერძო საკუთრებაში უკანანო შეჭრა წარუყენეს


ჯეიმს ბრაუნი - 1988 წლის დეკემბერი. ნარკოტიკების შენახვისა და მოხმარების, პოლიციელზე თავდასხმის და იარაღის უკანონოდ შენახვის გამო დააპატიმრეს.

ოხ, ეს მეამბოხე ულები. ოხ, ის დრო, როცა როკენროლი თავის კანონებს აწესებდა და მთელი სამყარო მის რიტმზე გიჟონდა ...

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]