ჩაი სტაქანში, ნატეხი შაქარი პრიპუსკით, კონიაკი რუმკით, ბურჟუიკის პეროგი, ირინკა ვადაჭკორიას ლობიანი, ბილიათოღლის პაპიროსი, მიხრანციანცის ტკბილი წყალი, ქიშვარდი ჟორდანიას ოტკა სურების თხილით, ნამცხვარი ბატუმსკი, იშვიათი ხილი ფორთოხალი და დები იშხნელები ძველ, გრძნობებით და მზით დათანგულ სიყვარულზედ. თუმცა მანადე იყო დეპეშა.
მოწყალეო ხელმწიფევ
მოწყალეო ხელმწიფევ, ძალზედ მოხარული ვინქებით, გიხილოთ ბათომის ძველი ფოტოსურათების გამოფენაზედ....
და მეც გავეშურე ელექტრომაშინის საშვალებით შუშის ნეგატივიდან გაცოცხლებული ფოტოების სანახავად.
გამოფენაზედ
დარბაზი სავსე იყო. აქ ბლომად იყვნენ უჩინონნი და ჩინიანნი. ეს უკანასკნელნი კი სცდილობდნენ დიდის ყურადღებით ესმინათ ვიპ ჩინოსნისთვის რომელიც საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს ამ ეგზომ მშვენიერ გარემოში. იყო ბევრი მილოცვა, ტკბილი და თბილი მოსასმენი სიტყვები, კონიაკის ჭიქის წკარუნი. ხვევნა კოცნა და დიდი სურვილი გამოფენილ სურათებამდე მიღწევის, რომელიც ისევ ხვევნა კოცნით მთავრდებოდა.სანამ სურათებამდე გზა განთავისუფლდებოდა დამსწრე საზოგადოება დიდის სიამოვნებით ატკვარუნებდა შაქარქინულს და ანადგურებდა ტყლაპისა და ჩირის ზამთრის მარაგს. ზოგიც ჩა-ს ეწაფებოდა ზოგიც კონიაკს და ბაასობდნენ იმის თაობაზე თუ რა კარგი ყოფილა ეს იდეა რომ მოუვიდათ ორგანიზატორებს თავში და მეტიც, ის რომ ეს იდეა განახორციელეს.
ფოტოებზედ
გონიოს ციხე |
სასეირნო ნავი "ტარზანი" |
სახლი ხულოს ქუჩაზე |
კოლექტიური ფოტო "თამარის ხიდზედ" |
შოთაზედ
![]() |
შოთა გუჯაბიძე |
მომავალზედ
გაივლის დრო და საუკუნის მიჯნაზე ენთუზიასტი ახალგაზრდები და ისტორიის მოყვარულნი გამოამზეურებენ თავის დროზე გაციფრულებულ ჩვენს, დღევანდელ ბათუმს და ბათუმელების ყოფას. გააკეთებენ გამოფემას და დღევანდელის დარად, შესაბამისი ელფერით - ჩვენი ეპოქისთვის დამახასიათებელი აქსესესუარებითა და დეტალებით შეავსებენ მათ.იქ მოხვედრილი დამთვალიერებელი მიირთმევს ჩიზქეიქსა და ბრაუნს, მიასმევს რედბულსა და კოლას, მოუსმენს მეფეს და დაათვალიერებს 21 საუკუნის დასაწყისში დაფიქსირებულ ჩვენს ყოფას - რანი ვიყავით. თუმცა ვეჭვობ - ხაჭაპურის, თხილის და ჭაჭის გარეშე ვერც ეგ გამოფენა ჩაივლის.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!