იშიათად იცინის, მიუხედავად იმისა რომ ძალზედ ბასრი იუმორის გრძნობა აქვს. სიტყვა ძუნწია მაშინ, როცა ხვდება რომ საუბარი ან რაიმეს მტკიცება უაზროა. მაგრამ საკმარისია ძველ ბათუმზე დაიწყონ საუბარი - უმალ ცოცხლდება, იცვლება. ეს ალბათ ერთადერთი თემაა რომელზეც უკან არ დაიხევს, ბოლომდე დაგიმტკიცებს, დაგარწმუნებს და დაგაჯერებს იმას - რაც რეალურად იყო. იყო და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში აღარაა. გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვი - გინდათ გაიგოთ რაიმე ძველ ბათუმზე?! - მიმართეთ შოთას. ის ფოტოს სიზუსტით აღგიღწერთ, გაგიცოცხლებთ და დაგანახებთ ძველ ბათუმს და მის ისტორიას. ისევე კარგად როგორც ახერხებს ამას ფოტოაპარატით, კინოკამერით და სიტყვით. გინდათ გაიგოთ როგორ გამოიყურებოდა ძველი ბათუმი? ეს მისი ფოტოკოლექციაა, მოისმინოთ გაცოცხლებული ისტორიები? - მოძებნეთ და ნახეთ აჭარის ტელევიზიის გადაცემები "სახლი ბათუმში" . გინდათ გაიგოთ როგორია ის კამერის გარეშე.... მოუსმინეთ ჩანაწერს.
დღეს მთვარის კლუბის სტუმარი, ფოტოგრაფი და რეჟისორი შოთა გუჯაბიძეა
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!