Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

დათო ტურაშვილი. მოსაწევი და ბიბლიოთეკა

დათო ტურაშვილი. მოსაწევი და ბიბლიოთეკა

 2 ივნისს, მაშინ როცა რუსთაველზე მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საკმაოდ ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობდა, ბათუმში, პრეს კაფე ძალზედ საინტერესო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობდა. გარდა იმისა რომ აქ ძალზედ იაფად შეიძლებოდა წიგნის შეძენა ( სურვილის შემთხვევაში განვადებითაც ) მკვითხველს დათო ტურაშვილთან შეხვედრაც ელოდა. დათომ საკუთარი წიგნების პრეზენტაციასთან ერთად საინტერესო დისკუსიაც შემოგვთავაზა - "სამოქალაქო საზოგადოება". თემა ძალიან საინტერესოა, მით უფრო როცა ამ თემაზე არანაკლებ საინტერესო ადამიანი საუბრობს.




კი, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო, მითუმეტეს დარბაზიც საკმაოდ აქტიურობდა. ვუთხარი რომ გამახსენდა რამოდენიმე დღის წინ თუ როგორი აღტაცებით საუბრობდა ვაკეში გახსნილ მედიათეკაზე და იქ არსებულ კომფორტზე და ძალიან დამწყდა გული როცა ჩვენი, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის, ფანჯრებზე ცელოფან გადაკრული შენობა გამახსენდა. მერედა აგერ დარბაზში სხედან ის ადამიანები ვისაც ამის შეცვლა ძალულთო და ამოქმედდითო. კი, ამოვქმედდებითო - უპასუხეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ვნახოთ. ნებისმიერ შემთხვევაში კიდევ არაერთგზის შევახსენებ ამ ამბავს, ვნახოთ რა მოხდება. ( ამ თემაზე შემდეგ ვისაუბრებთ დაწვრილებით ) . მარიხუანაზეც ჩავეკითხე - რათქმაუნდა მხარს ვუჭერ მიმდინარე აქციას და აბსურდად მიმაჩნია ერთ ადამიანს მიუსაჯო 7 წელი მოსაწევის მოწევისთვის და ციხეში ამოალპო  როცა დავად დამჭერი არანაკლები მომხმარებელიაო. მოკლედ მოსაწევის და ბიბლიოთეკის ამბავი გავარკვიეთ. შემდეგ უფრო გლობალური წიაღსვლები დაიწყო




 საინტერესო შეხვედრა იყო. კარგი იქნება თუ ანალოგიური შეხვედრები თითზე ჩამოსათვლელად არ დაგვრჩება. მიმდინარე აქციის დეტალები კი აი ასეთია

კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა გამომცემლობის ახალი წიგნები  განსაკუთრებული ფასდაკლებით გაიყიდება.   აქციის მონაწილე,  რომელიც 100 ლარის  ღირებულების წიგნებს შეიძენს, მაგრამ იმ მომენტისთვის ვერ მოახერხებს თანხის სრულად დაფარვას, ისარგებლებს თანხის დაფარვის ერთთვიანი განვადებით. განვადებით სარგებლობისათვის საკმარისია პირადობის მოწმობის წარმოდგენა.   გამოფენა -გაყიდვა ყოველ დღეს  ქალაქის სხვადასხვა ადგილებში 15:00  - საათიდან   დაიწყება  და გაგრძელდება 20:00 საათამდე.  

3 ივნისი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სკვერი (მ. აბაშიძის გამზირი) 4 ივნისი  - უნივერსიტეტის წინ, ბულვარში.
5 ივნისი  -  „პივზავოდის“ უბანი - ინასარიძის ქუჩა,  სკვერი.
5  ივნისი - ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოს მდებარე სკვერი.
წიგნების                   გამოფენა - გაყიდვა                                          
6 ივნისი - 6 მაისის პარკი
გამოფენა - გაყიდვის კვირეულს  პრესკაფეში 7 ივნისს  20:00  საათზე გიორგი ხასაია   (ირიბი მოქმედების კიბერ -  თეატრი)  დახურავს.  
გამოფენა-გაყიდვის კვირეულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება პრესკაფეს ფეისბუქის გვერდზე. (ფეისბუქში ქართული შრიფტით  აკრიფეთ: პრესკაფე და სადისკუსიო კლუბი ბათუმში, მოიწონეთ გვერდი და მიიღებთ განახლებულ ინფორმაციას). გთხოვთ დარეგისტრირდეთ და მოგვწეროთ თქვენი სურვილები,  რა წიგნები გინდათ შეიძინოთ გამოფენა-გაყიდვის კვირეულზე.
გამოფენა - გაყიდვის კვირეული ტარდება „პრესკაფეს“ ორგანიზებით . აქციის პარტნიორები არიან :  ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი’’ (ამერიკული ორგანიზაციის NED -ის დაფინანსებული პროექტის -  ,, დემოკრატიული იდეების განვითარება“ ფარგლებში.)  და გაზეთი ბათუმელები/netgazeti.ge  ( ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს დაფინანსებული პროექტის -  ,,პრესის განვითარება აჭარაში’’ ფარგლებში)

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით :
მის.: ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 2/1
საკონტაქტო პირი: მზია ამაღლობელი  მობ.: 577456336

5 comments:

  1. ტურიკა:) როგორ მიყვარს ეს ადამიანი.ყოველთვის რა ჭვიანურს და ჭკვიანუად აპარაკობს.

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, ძალიან გულგახსნილი და ალალი ადამიანია !

      Delete
  2. იმდენად ალალი, რომ წელს წიგნის პრეზენტაცია ჩემ დაბადების დღეს დაამთხვია და მიუხედავად იმისა,რომ მთელი საღამო ფეხზე ვიდექი,მაინც საუკეთესო საჩუქარი იყო:)

    ReplyDelete
  3. კარგი იქნებოდა ახალციხეშიც გაგვეკეთებინა მსგავსი გამოფენა-გაყიდვა და საინტერსო კვირეული:(

    ReplyDelete
    Replies
    1. არა მხოლოდ ახალციხე. ყველა რეგიონი საჭიროებს ანალოგიურ აქციებს. მატრო "ტრასისპირა" ქალაქები არა.

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]