ბრძოლა მოგებულია. სირბილის, მიკითხვების, შეხსენებების, შუქნიშანზე გაჩერებული ავტომობილის მძღოლების "ძარცვის", კარდაკარ დავლილი ორგანიზაციებების და დადებული - ნახევარად შესრულებული დაპირებების, "სხვისი სიცოცხლის შენარჩუნების" თხოვნით შეწუხებულთა უკმაყოფილო რეპლიკების მოსმენის ფონზე თანხა, რომელიც მირზა ცეცხლაძის სიცოცხლის გადასარჩენად იყო საჭირო - შეგროვდა.
ფული ძალიან მალე უნდა მისულიყო ადრესატთან, ამიტომ აქცია დროებით შევწყვიტეთ და მონაგარის დათვლა დავიწყეთ. ხელი გვიკანკალებდა, გვეშინოდა რაიმე არ გამოგვპაროდა, არ გამოგვრჩენოდა. მსხვილ კუპიურებთან ერთად თეთრებსაც არანაკლები ყურადღებით ვითვლიდით. ბოლოს აღმოვაჩნეთ რომ ერთი და იგივე თანხა სამჯერ გადაგვითვლია სათითაოდ - ძალიან ვღელავდით. დაჯამებისას სიხარულის შეძახილმა გამოაღვიძა ყველა
8481ლარი, 71 დოლარი და 20 ევრო
აი ეს არის ის თანხა რომლის მოგროვებაც ჩვენ ამ მცირე დროში შევძელით.
მართალია მირზას ოპერაციის დაფინანსება სახელმწიფომ აიღო თავის თავზე, მაგრამ გავითვალისწინეთ რა ის გარემოება რომ ოჯახს ოპერაციის გარდა სხვა, გაუთვალისწინებელი ხარჯები შეიძება ქონდეს, გადავწყვიტეთ თანხის ნაწილი - 5 ათასი ლარი ნაღდ ფულად გადაგვეცა. დარჩენილი თანხა კი ისევ ფონდში გადაიგზავნება.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც თითო თეთრი მაინც გაიღო ამ აქციისთვის. დღეს უზომოდ ბედნიერები ვართ. ძალიან ბედნიერები.
მაგრამ როგორც ვთქვი ეს მხოლოდ ბრძოლა იყო, რომელიც მოვიგეთ და ღმერთით ყველაფერი კარგად იქნება, ახლა ყველაფერი უკვე ექიმების და განგების ხელშია. ჩვენ მიღწეულზე არ შევჩერდებით. მითუმეტეს მაშინ, როდესაც სახელმწიფო საქველმოქმედო ფონდებს ბეგრავს. აქცია გრძელდება, ნებისმიერ მსურველს შეუძია გაიღოს თანხა - იმდენი, რამდენიც სურს. გადარიცხოს, ან მოიტანოს ჩვენთან ( ტელევიზიაში ) და თავად ჩაყაროს "იმედის ყულაბაში". დიდი იმედი გვაქვს თქვენი, თქვენს გარეშე ვერანაირად, არანაირად არ გამოვიდოდა ეს პატარა სასწაული და დიდი იმედი მაქვს რომ აქ არ შევჩერდებით. სასწაულს ახლა უკვე სხვები ელიან
დიდი მადლობა , ჩვენ გავიმარჯვეთ
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!