Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

არ გაწირო, შენ ეს შეგიძლია

არ გაწირო, შენ ეს შეგიძლია

დღეს ქუჩაში ვიდექი და გამვლელებს ფულს ვთხოვდი, შუქნიშანთან გაჩერებულ მანქანებთან მივდიოდი და ფანჯარაზე ვუკაკუნებდი - მინდოდა გაეღოთ. დღეს ძალიან მინდოდა რომ სხევს ყურადღებით მოესმინათ, გაეგოთ და გაეაზრებინათ რომ იმ თაკარა სიცხეში არც ლუდის ფულის, არც კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფულს არ ვითხოვდი. არც ფსევდოკურთხეულ, ლამინირებულ ხატებს არ ვყიდდი გაურკვეველი მიზეზით და არც ვთაღლითობდი. ძალიან მინდოდა რომ ყველას გაეგო. დღეს ფულს ვაგროვებდი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. მირზა ცეცხლაძის სიცოცხლის გადასარჩენად. დღეს ჩვენ ყველა, აჭარის რეგიონის ჟურნალისტები ერთი კონკრეტული ადამიანის, პატარა მირზას სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყულაბებით დავხეტიალობდით ქალაქში და ვცდილობდით რაც შეიძლება მეტი თანხა შეგვეგროვებინა. მას ეს ძალიან სჭირდება.

12 წლის მირზა აპლაზიური ანემიითა დაავადებულ. ის იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მის დასახმარებლად ცოტა დროა დარჩენილი, მედიკოსების თქმით, მირზა ცეცხლაძეს ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია 10 დღეში უნდა ჩაუტარდეს. 10 დღეში






ზოგი გვაიგნორებდა, ზოგი გვერდს გვივლიდა, ზოგიც გვცნობდა და მოდიოდა, ზოგიც ვერ გვცნობდა და ისე მოდიოდა, რაც ქონდა იმას ტოვებდა და ბოდიშს გვიხდიდა მეტი არ მაქვს, მაპატიეთო. ბავშვივით გვიხაროდა ყულაბაში ჩავარდნილი ყოველი თეთრის. რადგან ვიცით რომ ეს თითოეული თეთრი მირზას სიცოცხლისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

არ დავმალავ, ძალზედ გაგვიჭირდა თავიდან. ძალიან ბევრი გვივლიდა გვერდს. ბოლოს გავიფიქრეთ - იქნებ იმიტომ რომ მომრავლდნენ თაღლითები ქუჩებში ანალოგიური მოტივით რომ სთხოვენ ფულს ხალხს. ან იქნებ სულაც გავცივდით. ჩვენაც რამდენჯერ უნდობლობით ჩაგვივლია ადამიანისთვის რომელსაც ხელში რაღაც ქახალდი ეჭირა და არც კი წაგვიკითხავს - თაღლითობს ალბათო გვიფიქრია.





მაგრამ გაგვიმართლა რომ ჟურნალისტები ვიყავით. ეგრევე ვიმარჯვეთ ფოტოაპარატები და ვიდეოკამერები.

ჰოი საოცრებავ. რა სწარაფად აკეთილშობილებს თურმე კამერა რიგ ადამიანებს. რა გულუხვები, კეთილები და სანდომიანები ხდებიან.


რაღაღქმაუნდა ყველაზე ვერ ვიტყვით. ძალიან ბევრმა დაუფიქრებლად გაიღო თანხა. სიცოცხლის გაგრძელებისთვის. არ შეწყვეტისთვის, ვერ გაიმეტა, არ გაწირა. დიდი მადლობა ყველას, ვინსაც გულთან მიაქვს ეს სატკივარი.  ამით ეს აქცია არ სრულდება, არ მთავრდება. ბრძოლა გრძელდება.

ჩვენ შეგვიძია, შენ შეგიძლია




No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]