შუშის შენობების ბუმი თითქოს მიწყნარდა. ახლა თითო ოროლა დაწყებული პროექტი სცდილობს დასრულებას. აშენებული შენობებიდან ზოგი მომწონდა, ზოგიც არა. ზიგსაც საერთოდ ვერ მოვუძებნე ვერც გამართლება და ვერც დანიშნულება. გადავწყვიტე მათი ავტორები - არქიტექტორები "გამეცნო" და ინტერნეტში ჩავყვინთე. ბევრი ძიება არ დამჭიდა. რამოდენიმე სასარგებლო ლინკი და ... ერთი ძალზედ საინტერესო სტატიაც ამოტივტივდა. ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ თბილისის იუსტიციის სახლის არქიტექტორთან, მასიმილიანო ფუკსასთან ( massimiliano fuksas ) აღებულ ინტერვიუს გადავაწყდი. სმართლე გითხრათ არქიტექტორისადმი ინტერესი ჟურნალისტისადმი გაკეთებულმა შეფასებებმა გადაწონა. თუ როგორ "კორექტულად" შეგვიქო ძველი და ახალი არქიტექტურული მისწრაფებანი. თავიდან ვიფიქრე ეს ინტერვიუ მთლიანად მეთარგმნა და ისე დამედო ბლოგზე. მერე კი ვარჩიე - იყოს ორიგინალში. სტილიც დაცული იქნება და თხრობის თანმიმდევრობაც.
Во время разговора Фуксас постоянно возвращается к мысли о том, что архитектор работает для общества. “Эгоцентризм в архитектуре – это плохо”. “Нам интересно работать с людьми, не похожими на нас. Мы любопытны”. “Нам важно знать контекст, культуру страны, в которой мы строим”.Что же, поговорим о контексте. Фуксас только что построил Дом юстиции в Тбилиси. Контекст там, по-моему, шизофренический. Грузинская власть сомневается, в какой архитектурный наряд ей одеться. В тени огромного, средневекового на вид кафедрального собора, возведенного на пожертвования воров в законе, ютится президентский дворец, который даст фору худшим образцам рублевской архитектуры, а рядом – вопиюще современный и очень некрасивый мост через Куру, который горожане метко прозвали “прокладкой”.
Ансамбль удачно дополнил Дом юстиции Фуксаса, похожий на увеличенную колонию древесных грибов. Сам по себе он прекрасен, но в контексте смешон. Архитектор не замечает этого. Зато он тепло и с удовольствием рассказывает о своей поездке в Тбилиси в 1980-е годы, о старых друзьях, о знаменитом грузинском гостеприимстве. Дом юстиции в Тбилиси строила китайская строительная компания. Фуксас поражен, с какой скоростью она осуществила сложный проект.
– Авангард мертв. Знаете почему? Авангард – это мечты о том, что невозможно построить. Сейчас ты можешь придумать самый безумный проект – хороший, плохой – не важно, – и реализовать его. Утопия невозможна.
ეს ამონარიდია იმ დიდი სტატიისა რომელიც ჟურნალისტმა არტიომ დეჟურკომ გამოაქვეყნა. როგორ გითხრათ... ის რომ შუასაუკუნეებს ვერ გავცდით ტაძრების არქიტექტურაში - კი. რუბლიოვსკის ამბავი - არ ვიცი. შესაბამისად ვერც პრეზიდენტის სასახლეს ვერ შევადარებ. ხიდი ?! ნუ ეგ ვის როგორ და სანამდე მისდის ფანტაზია - მე პირადად ეს ხიდი მომწონს და სხვათაშორის მისი საქებარი არაერთი სტატიაც წამიკითხავს. ერთი კი უდაოა. თითოეული პროექტი მშვენიერია, ან მოსაწონი (ან შეიძლება იყოს მშვენიერი). მაგრამ ერთიანი კონცეპტი, ჩანაფიქრი და ხედვა სამწუხაროდ არ არსებობს, ან ძალზედ ბუნდოვანია. მოკლედ... საქმე იმაში კი არ არის ვინ რას დაწერს და როგორ გაგვაქილიკებს. საქმე იმაშია თუ რაოდენ ახლოს დგას მოყვანილი მოსაზრება სინამდვილესთან. დიდი იმედი მაქვს რომ სამომავლოდ დაგეგმილი მშენებლობები ცოტათი მაინც იქნება ქალაქის საერთო განვითარების ხედვასთან ახლოს მაინც.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!