28.11.2012

ყავას თუ დალევ, ჭიქა მიაყოლე, სანთელიც, ფურცელიც, ფანქარიც და სკამიც

ზამთრის პირს რაიმე განსაკუთრებით გემრიელი მინდა შემოგთავაზო. რათქმაუნდა ყავა იქნება, მაგრამ მხოლოდ ყავა არა. წარმოიდგინე ასეთი სიტუაცია, მოგიმზადე უგემრიელესი ყავა, გემრიელად მიირთვი... ნებანება, შესვი და ... უცებ გეუბნები - "ეგ ჭიქა არ დამიტოვო, ბარე შეჭამე ბოლომდე". რათქმაუნდა "ჭიქა არ დამიტოვო"ს გაგონებაზე უმალ ქართულ დაქვეითებულ სუფრულ ტრადიციებზე იწყებ ფიქრს. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს მიერ შემოთავაზებული ჭიქის "შეჭმა" არც პათოლოგიური სიმთვრალის ნიშანია და არც ღიპმოსილი თამადის კურთხევა. როგორც გატყობ სულ დაგაბნიე. ხოდა მოდი დაწვრილებით გიამბობ, თან იტალიასაც ვეწვიოთ.



იტალიაში ( და იმედია მომავალში არა მხოლოდ აქ) აწ უკვე არა მხოლოდ უგემრიელეს ყავას შემოგთავაზებენ. არამედ ძალიან საინტერესო და გემრიელ ჭიქებსაც, რომელიც სპეციალურად ფირმა ლავაზასთვის( Lavazza ) დიზაინერმა Enrique Luis Sardi  შექმნა.

ეს ორცხობილასაგან დამზადებული პატარა ფინჯანია, რომელიც შიგნიდან სპეციალური მინანქრით არის დაფარული. მინანქარი იმ დრომდე ინარჩუნებს სითხეს რაც საკმარისია ყავის გემოზე, ნებანება მისართმევად. შემდეგ კი თამამად შეგიძლია გემრიელ ყავას არანაკლებ გემრიელი მინანქრიანი ორცხობილა ჭიქაც მიაყოლო.


სხვათაშორის შაქრის მინანქრის წყალობით არა მხოლოდ სითხის შეკავებაა შესაძლებელი. ის თავისთავად ატკბობს ესპრესოს და (როგორც მწარმოებელი იუწყება) სასმელში შაქრის დამატება აღარ იქნება საჭირო.

მშვენიერი იდეაა მათვის, ვისაც უყვარს როცა ყავას რაიმე სასუსნავს მიაყოლებს და მითუმეტეს მათვის, ვისაც ჭურჭლის რეცხვა დიდად არ ეპიტნავება.

სხვათაშორის, საჭმელი და სასუსნავი არა მხოლოდ ჭიქა შეიძლება იყოს. მაგალითად ყავის სმის დროს ზოგიერთს რაღაცის წერა, ან უბრალოდ ფურცელზე ჯღაპნა უყვარს. კი ბატონო...



რაკიღა ფანქრის ჭამა შეიძლება, რატომ არ უნდა არსებობდეს საჭმელი ფურცელიც?! წარმოიდგინეთ რა გემრიელად ჟღერს ფრაზა "წაკითხვისთანავე შეჭამეთ"



და რომანტიულ საღამოს მაგიდაზე სანთელი გინთიათ... ხომ შეიძლება ეს სანთელიც გემრიელი იყოს?!



და ბოლოსდაბოლოს...თუ ოცნებაა ოცნება იყოს. თუ მაგიდასთან ვსხედვართ, ვისხდეთ გემრიეად - სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.



აი "სკამი" რომლისთვის ნამდვილად ღირს ბრძოლა. მართალია გემრიელთან ერთად ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ დიდხანს ჯდომით ისე შეიძლება მივეწებოთ რომ ვერც აგვაძრონ... მაგრამ მაინც...  ერთი სიტყვით - გემრიელია

რამდენად მალე ვიხილავთ ამ ყველაფერს და მითუმეტეს რამდენად მალე დავაგემოვნებთ ორცხობილა ჭიქას მაინც - არ ვიცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვინიცობაა ვინმემ შემოგთავაზოთ ჭიქის შეჭმა - დაფიქრდით, იქნებ და ეგ არის?!

აი ასეთი იყო ჩემი დღევანდელი ყავა ვირტუალურ კაფეში. ბევრი ტკბილი არ ვარგაო, ხოდა ჩვენც აქ შევჩერდეთ. მომდევნო ყავის სმამდე !!! 

Post a Comment

5 комментариев:

  1. რაღაც მომშივდა :)) ისე რას აღარ მოიფიქრებენ.... ^_^

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. საჭმელი ტანისამოსი დარჩა... მეტროდან რომ ამოხვალ და პიჯაკის კალთებზე ვიღაცის ნაკბილარები რომ გეკნება :)

      Удалить
    2. Aris trusebi romlis shechma sheidzleba sexshopebshi iyideba.

      Удалить
  2. აუ გააკეთეთ რა ასეთი ფინჯნები ბათუმში :)
    ხომ ხართ ყავის მცოდნენი და დამფასებელნი :)))

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. პარლამენტში შევდივართ ახლა ინიციატივით :)

      Удалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!