Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

VILLA- კ - სპირალური სახლი

VILLA- კ - სპირალური სახლი
იაპინიის ქალაქ კარუზიავას ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილზედ. იქ სადაც ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული. არქიტექტორმა Mutsue Hayakusa, რომელიც Cell Space Architects მუშაობს შექმნა პროექტი, რომლის სახელიც  VILLA- კ. გახლავთ. ეს არის სპირალისებურად აგებული სახლი, რომელიც ოთხი სხვადასხვა, ცენტრალურ ნაგებობის გარშემო შემოკრებილი ნაგებობებისაგან შედგება. სპირალური წყობის გამო სახლმა თავისებური, ძალზედ საინტერესო იერი მიიღო. მისი ფანჯრებიდან კი წელიწადის ყველა დროს შეიძლება პეიზაჟით ტკბობა.





სახლი თითქოს რამოდენიე, სხვადასხვა დონეზე მდებარე სართულიდან შედგება. ოთახებს სპირალური კიბე აერთიანებს. ოთხივე ოთახი კი ერთი სახურავის ქვეშ არის მოცეული. რის წყალობითაც დღის ნებისმიერ დროს მზის სხივი უპრობლემოდ აღწევს სახლში და ანათბს ოთახებს.


საკმაოდ საინტერესო და უჩვეულო არქიტექტურულ ნაგებობას ძალიან კარგად ერწყმის მინიმალისტური ავეჯი და ინტერიერის დიზაინი. აქ არაფერია გადატვირთული და ზედმეტი. მოსაპირკეთებელი სამუშაოებისას ქვასთან ერთად დომინირებს ხეც, რაც ინტერიერს კიდე უფრო მეტ სითბოს და მყუდროებას მატებს.



სახლი ძალზედ კარგად ერწყმის ბუნებას. ქართველების სენის "ფანჯარაში ვინმემ არ შემოიხედოს" საპასუხოდ შემიძლია ვთქვა, როგორც ხედავთ სახლი სპირალურად მიიწევს ზემოთ. რის წყალობით ყოველი შემდეგი "სართული" სცდება ადამიანის სიმაღლეს და ძალიან ძნელი იქნება იქ ვინმემ თავი შემოყოს. სადა, კოხტა და რაც მტავარია ნათელი ოთახები კი მართლაც ძალიან კომფორტულად გამოიყურება და მჯერა რომ ამ კომფორტს სახლის მფლობელიც უთუოდ შეიგძღნობს.

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]