Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ისეთი, როგორიც მინდა იყოს ჩემი ოფისი

ისეთი, როგორიც მინდა იყოს ჩემი ოფისი
საბჭოთა პერიოდში დაწესებულებებისა და იფისების ინტერიერის დიზაინს არავინ აქცევდა დიდ ყურადღებას. "დეესპითა" და ხის პანელით აჭედილი, საუკეთესო შემთხვევაში ღია ცისფრად შეღებილი კედლები და "დუტი" დერმანტინის საფარიანი კარები საშუალოსტატისტიკური დაწესბულების ჩვეული სახე იყო. დღეს ეს უკვე ისტორიის კუთვნილებაა, ჩვენთანაც ლამობენ როგორმე გაალამაზონ, თვალისთვისაც და კლიენტისტვისაც სასურველი გახადონ ის გარემო სადაც მუშაობენ და დღის საკმაოდ დიდ მონაკვეთს ატარებენ. საქმე რათქმაუნდა იმ ოფისებს ეხება სადაც ხალხი რეალურად მუშაობს და მუშაობის პროცესით ტკბება და არა იმ ოფისებს და სამსახურს ხელფასის "ნალიასავით" რომ ააქვთ და არაფერი ესაქმებათ იქ გარდა უბრალოდ "ხელფასიდან-ხელფასამდე" დარჩენილი დროის მოსაკლავად უძულებით წოწიალი.მაგრამ დღეს არა სამსახურზე, არამედ ოფისის დიზაინზე მოგითხრობთ, უფრო სწორედ ვიმოგზაურებთ სხვადასხვა ფირმის ოფისებში. აბა წავედით...

ოფისის ინტერიერის დიზაინი ძალიან ხშირად განსაზღვრავს არა მხოლოდ დაწესებულების სტატუსს და შინაარს, არამედ მომუშავეთა საქმიანობის პროდუქტიულობას. გთავაზობთ თვალი გადაავლოთ რამოდენიმე, ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო პროექტს.

პირველი რაც მინდა წარმოგიდგინოთ ეს Google-ს რუსული ფილიალია, რომელიც მოსკოვში მდებარეობს. ოფისის დიზაინის კონცეფციის შემუშავებაში ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება. მთავარი მოტივი, რუსული ხალხური ზღაპრები და ძველი მულტფილმები იყო. მემგონი მიაღწიეს კიდეც სასურველ შედეგს. თანამშრომლებს აქ არააქვთ ნორმირებული სამუშაო დრო. ოფისი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. დამეთანხმეთ, აქ დღის ნებისმიერ მოკავეთში სასურველი იქნება ყოფნა. + ბლინების მირთმევაც







სულ სხვა, მაგრამ არანაკლებ საინტერესო მიმართულება აირჩიეს Google-ს ციურიხელმა თანამშრომლებმა. მართალია ზღაპარი არარის, მაგრამ არანაკლებ სასიამოვნო გარემოა...




რაკი Google ვახსენეთ, ჩვენი ჩრდილოეთელი მეოზბელი Яндекс - იც მოვინახულოთ. ამ ოფისში ვერსად ნახავთ დივანს. ეს სპეციალურად გაკეთდა იმისთვის რომ თანამშრომლები დასაძინებლად მაინც წავიდნენ სახლში ( როგორ გავს ჩემს სამსახურს) . ოფისი 24 საათი მუშაობს. კედლები სპეციალური საფარითაა დაფარული, რისი წყალობითაც ნებისმიერი კარგი იდეის უმალ ჩაწერაა (მიწერა) შესაძლებელი და ამისთვის არავინ არ გამოგედევნება კედლებზე ნუ წერო.








მემგონი საკმაოდ კარგი იდეაა ეს "საწერი" კედლები. მაგრამ კარგი. სხვა ოფისი ვნახოთ. მაგალითად ABBY








ეს ფუმფულა "ჩსტები" ალბათ ბევრს გინატრიათ სამსახურში (განსაკუთრებით გოგონებს) .

Duke Studios ... 




Pixar - დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი. ძაალიან დიდი სიამოვნებით






Sound Alliance...




 მწვანეში ჩაფლული Selgas Cano Architecture 





მოჭიკჭიკეთა ოფისი Twitter





TBWA Hakuhodo 





Red Bull London






Facebook 




და ამ ყველაფრის შემდეგ, ძალაუნებურად წავედი იმ დროში როცა სხვა საზრუნავი არრა იქნება რა გარდა იმისა თუ როგორ მოვრთო ჩემი ოფისი. თუმცა ჯერ უნდა შემნა ის რაც შემდეგ ოფისის ქონის საბაბიც გახდება. ასე რომ წარმატებები ყველას. 

4 comments:

  1. ე.ი ჩემი ოფისი იქნებოდა ნათელი, რბილი და კომფორტული სავარძლით. წიგნის თაროებით სავსე. ბევრი ყავით, ხილის ჩაით და ლიმონით სავსე. არ იქნებოდა დრესკოდი -_-

    ReplyDelete
    Replies
    1. კაფე ლიტერატურულში გინდა მუშაობა?! <3

      Delete
  2. გუგლის და ფეისბუქის ოფისები შოკში მაგდებს :)
    რა იქნება ერთი საქართველოშიც გახსნან ოფისები <3

    ReplyDelete
    Replies
    1. რა მოხდება და სასწაული ჰექსე :)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]