Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ჭაჭა თაუერი და ღამე მუზეუმში. ანუ - "აი არაა ჩვენი ბაბუ"

ჭაჭა თაუერი და ღამე მუზეუმში. ანუ - "აი არაა ჩვენი ბაბუ"
კარგახანია ბათუმში არაფერი გაგვიხსნია და აჰა ... აღსრულდა. დადგა ნასგულთა სანატრელი დღე როცა საურონის ყოვლისმჭვრეტელი მზერით დათანგულნი გულს იჯერებენ კოშკიდან გადმოდინებული "მადლით". გაუგებრად დავიწყე ხო?! კარგი..

ბათუმში გაიხსნა ჭაჭის კოშკი, ანუ იგივე ჭაჭა თაუერი, იგივე "ის რომაა რაღაც" და ზიგისთვის სხვათაშორის დღემდე "ბეზ პიტი მინუტ აზიზიეს მეჩეთი" ( რას იზამ, ძალიან უნდათ ამ ხალხს აზიზიეს მეჩეთის - მოვიდა მგელის სტატუსით გატარება და ჰა. იყოს )

ერთი სიტყვით აშენდა, დამშვენდა, განათდა და ამ ათასფრად აცისკროვნებული კოშკიდან, უფასო ჭაჭის მოყვარულთა გულის გასახარად, დღეში ერთხელ გადმოდინდება უფასო სასმელი და ამ "გრადუსიანი მადლს" ალკოჰოლიკთა საკმაოდ დიდი "მრევლიც" ჩაუსიაფრდება.



ისე მე თუ მკითხავ, იმ თანხად რაც ეს ჭაჭის კოშკი აშენდა, კაი მენეჯმენტით რემოდენიმე მაჭრის ციხე-კოშკი და ფელამუშის დარბაზი გამოვიდოდა. ხოლო თურქებისთვის რომ მიგვენდო ეგ მშენებლობა, მაგ ფასად ბარე 3 რახის კოშკი გვექნებოდა.


მაგრამ რაკიღა აშენდა. ჯანდაბას, ამის მშენებელს "კარგი რაზედ აგიგიაო" -ს მიზეზით მარჯვენას ნამდვილად არავინ მოჭრის. სამაგიეროდ გრადუსიანი ნეკტარის ყოველ გადმოდინებაზე ჩასაფრებული "მრევლი" უდაოდ მოიხსენიებს სადღეგრძელოებით. აი რა ასპექტში არ ვიცი, მაგრამ რომ მოიხსენიებენ, ყოველ შემთხვევაში წლის ბოლომდე - ეგ ფაქტია.


ჭაჭა აი ამ "საფერებელი" ბოძიდან გადმოდინდება დათქმულ დროზე დათქული ჭიქის შეშვერისას. ისე ბარე ბოზძევე ამოეტვიფრად ყველაზე პოპულრალური სადღეგრძელოები. სამი ჩ. სამი მ  და ასე შემდეგ...


ჩვენმა გამჭრიახე თანაქალაქელებმა უკვე დაიჭირეს თადარიგი. "ამ მთავრობის ხელში კაცი ბოლომდე მაინც ვერ გაიხარებს, სანამდე უნდა წრუპონ ჭიქებით?!" ხოდა იქვე მოიმარაგეს ცარიელი ბოთლებიც. აპა რა ...


ასეა თუ ისე. ბათუმში კიდევ ერთი სასურათე ადგილი აშენდა. იქვე თევზიც იჭირება და სიყვარულში და გაგებაში კაი სადღეგრძელოც ითქმება. მართალია არაფერია თქმული მარხვის დღეებში იმუშავებს თუ არა. მაგრამ მანამდე "ბაირამია".

მას შემდეგ როგორც კი ჭაჭას დააჭაშნიკებთ. შეგიძლიათ ბათუმში გახსნილი კიდევ ერთი სანახაობის - "ცვილის ფიგურების მუზეუმის" დასათვალიერებლად წაბარბაცდეთ, ან წახვიდეთ. ნუ ეს იმაზეა დამოკიდებული ვინ როგორ იტანს სასმელს. ჯერჯერობით მუზეუმში შესვლა უფასოა. მდებარეობს მაზნიაშილის ქუჩისა და ფარნავაზ მეფის ქუჩის კვეტაში, პიაცასთან ახლოს. ძალზედ ადვილი მისაგნებია...


ეს შენობა ბავშობიდან მხიბლავდა. რაც მახსოვს ყოველთვის მიტოვებული და მეპატრონის მომლოდინე იყო. გამორჩეული არქიტექტურის პატრონი სასწაულებრივად გადაურჩა დანგრევას. ყოველთვის მეგონა რომ ამ მიტოვებულ სახლში მოჩვენებები ბინადრობდნენ ( ბავშვობაში ისტორიებიც მომისმენია ) თითქოს კათოლიკე მონაზონთა აჩრდილები დადიოდნენ... დღეს გადავამოწმე და მინდა გითხრათ, კათოლიკე მონაზონთა არა, მაგრამ გასული საუკუნის და უახლესი წარსულის აჩრდილები უკვე მართლაც სახლობენ აქ.


პირველ ოთახში ... ნუ რაღათქმაუნდა... აბა სხვა ვიინ... არგონავტები და მედიკო... ასეთი დამაჯერებელი მტკიცებით თუ გავაგრძელებთ, ბერძნებსად დავარწმუნებთ რომ იაზონმა ქალაქი აია კი არ გაქურდა კოლხი მედეას ცალტვინობის დამსახურებით. არამედ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმიდან წაიღო ოქროს საწმისი და მედიკოც იქვე ფარმადეპოს აფთიაქში თაიკოლდის საყიდლად შესულმა გაიცნო. თან ამ ექსპოზიციას ყველაზე დიდი ადგილი უკავია.


ესაა ჩვენი მედიკო?! არადა სულ არ გავს მამამისს. ასე ქუჩაში მარგალიტად მიმავალს შემოეყარა ბერძენი ქურდი და ოურია თავგზა. ისე ცვილის ამ ფიგურის მიხედვით არც მანამდე იყო დიდად დალაგებული... მარა კაი, იყოს როგორცაა. სავარაუდოდ ფიალით რომელიმე ქართული ღვინის ბრენდირებას აკეთებდა და აი სწორედ მაშინ მოხდა ეს ამბავიც


არადა დააკვირდით, რა გამომწვევი და მომნუსხველი მზერა სტყორცნა იაზონმა?! აშკარად და უსირცხვოდ აბამს. აბამს რა. შეაბა კიდეც და ჩეიბარა მისი "ოქროს საწმისიც" მოკლედ ბერძნები იქამც იყვნენ. განვაგრძნოთ ხეტიალი მუზეუმში


ბერძნებისგან განსხვავებით შედარებით მოკრძალებულადაა წარმოდგენილი რომაელები. სულ რაღაც ერთი ლეგიონერი. დგას მისთვის ეულად...  თუმცა რატო ეულად...


იქვე, შორიახლოს, მწვანე კონცხზე დასასვენებლად ჩამოსული ზეზვა და მზია შეგროვებული მიდიების შესაწვავად კოცონს ანტებენ. მწვანე კონცხია კი .. მაქაა "სკალები", "მიდიები" და "დიკი პლიაჟი"....


მეორე სართულზე კი ქვედა მზეოლების გაუთავებელი დებოშით შეწუხებული ნობელი ისვენებს. აშკარად შეწუხებულია ეს ადამიანი და ვერც მალავს....


და მის დარდს მეზობელ, მეჩაიე ლაო ჯინ ჯაოს და მის დაბნეულ ცოლს ყოველ ღამე, ჩაის წრუპვისას უმხელს....


ჩაის გაგონებაზე ესეც იქაა.. რას იზამ, მეზობელია ... აქაც ...


მესამე სართულის მანსარდაში მევლუდს კოცონი აქვს გაჩარებული. ეტყობა უშლიან ცეცხლის დანთებას და ფრიად შეწხებული სახე აქვს... თუმცა მის მეზობლად მხოვრებ პიროვნებას თუ გავიხსენებთ... მხოლოდ ცეცხლის არ დანთების გამო არ უნდა ქონდეს შეწუხებული სახე... მისი მეზობელი არც მეტი არც ნაკლები ....


ასლან აბაშიძეა.. ეტყობა დრომ და რუსეთის ჰავამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა მის გარეგნობაშიც. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა აქედან დამწუხრებული - "ეი არაა ჩევენი ბაბუი"-ს გულზე ბრახუნით. მაგრამ მე თუ მკითხავ ამის აქ ყოფნა გვამყოფინონ - კარგი იქნება. მესვეურებმა იზრუნეს ასლანაზედ და რომ არ მოსწყენოდა , მისი "სიყრმის მეგობარი" მოუსვეს გვერდით.


თავისუფალ დროს ამ გენერალთან ერთად ერთობოდა ხიდების აფეთქებით. ისე სხვათაშორის ხიდების აფეთქება დღესაც ძალზედ აქტუალური თემა გახდა... თუმცა ამაზე სხვა დროს...

ხეტიალის ბოლოს კი თანამედროვე ბათუმის "სახე".


მშენებელი "გელა" და


ტურისტი დასტინი წარსდგებიან თქვენს წინაშე. ისე ამ ბოლოს ვაპროტესტებ. ამაზე ნაკლები ველოსიპეტი მყავს თუ ველოსტაჟი მაქვს... შეცვალეთ... ისე იმდენად რეალისტურად გამოიყურება... ეტყობა ღამღამობით მართლა ცოცხლდება და ბათუმის ქუჩებში დადის... არ გჯერათ?!


აი მისი ველოსიპეტის დასვრილი ბორბალიც. დაავიწყდა გაწმენდა. ისე და "ღამე მუზეუმში"-ს მსგავსად ესენიც რომ ცოცხლდებოდნენ... ხო, უკვე აღარ მიკვირს რატომ ააქვს მევლუდს ისეთი სახე და მედიკოს აწეწილი თმები.

მოკლედ ასეთი იყო დღევანდელი ბათუმური ვოიაჟი. გვეწვიეთ, გვნახეთ, დაგვათვალიერეთ, გადაგვიღეთ, დაგვიპყარით, ალყა შემოგვარტყით და მოკლედ... ისიამოვნეთ სანამ ვართ.

5 comments:

  1. ასლან ბაბუს რა თვალები აქვს ოხ ოხ<3
    მედეა ხომ ძალიან კარგი ქალი ყოფილა :დ

    ისე, ველოსიპედის ამბავი გასარკვევი გაქვს ო.ო არ დატოვო ეგ საქმე უყურადღებოდ თორემ რა იცი რა ხდება დავით ბატონო :დ

    ReplyDelete
    Replies
    1. არ უწერია მაგ ტურისტს დიდი დღე, დამიჯერე მე შენ :)

      Delete
  2. დათია, მედიკო რაღაცით ჩვენს იზოს არ გავს?

    ReplyDelete
  3. me "chacha tower"-ma momxibla, e.i movizidet rusi turistebi da egaa, turizmi vitardeba :D:D:D

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]