Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

"შტაბ" - ბინა, სადაც ბავშვური ოცნებები ცოცხლდებიან!

"შტაბ" -  ბინა, სადაც ბავშვური ოცნებები ცოცხლდებიან!
როცა რომელიმე სათავგადასავლო წიგნს ვკითხულობდი და იქ ხატოვნად იყო აღწერილი საიდუმლო კუნძულის, ოთახის, წყალქვეშა ხომალდის, მეკობრის სამალავის ან სხვა რაიმე ნაგებობის ინტერიერი, ხშირად დავკეცავდი წიგნს და რამოდენიმე წამით მაინც წარმოვიდგენდი თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი ერთიან სურათში. რა სად მდებარეობდა, როგორი იყო, რანაირად მორთულ-აწყობლი. როგორც კი ეს ყველაფერი ჩემს წარმოსახვაში სასურველ სახეს მიიღებდა და ყველაფერი თავის ადგილზედ დალაგდებოდა, განვაგრძნობდი კითხვას და თავგადასავალიც გრძელდებოდა. აბა როგორ?! ყოველ თავგადასავალში როგორც გმირს, ასევე ანტიგმირს თავისი, სახასიათო სახლი, უფრო სწორედ კი (როგორც ბავშვობაში ვეძახდით ) "შტაბი" აქვს. სადაც თავმოყრილია ათასი ხელსაწყო, მექანიზმი, საიდუმლო რუქები, არტიფაქტები და კიდე ვინ იცის რა. ამ ყველაფრით მოხიბლული მე ყოველთვის ვაგებდი ხოლმე ეზოშო "შტაბს", ხან ფიცრებით, ხან სახლის სხვენზე, ხანაც მიტოვებულ მანქანაში. პატარა "შტაბი" რომლითაც არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი მეგობრებიც ძალიან ხშირად ვიყავით აღფრთოვანებულნი და გვინდოდა კიდეც "რაღაც აი ასეთში, ოღონდ ნამდვილში" გვაეცხოვრა თუნდაც ცოტა ხნით.


სტინპაკი - ასე უწეოდებენ სტილს რომელიც თავის თავში აერთიანებს ჰორორისა და ფანტასტიკის, ვიქტორიანული ეპოქისა და ალტერნატიული ისტორიის ძალზედ მომხიბვლელ ნაზავს. აქ ყველაფერი მექანიზმებზე, ბერკეტებზე, ორთქლის ძრავებზე, საფრენ აპარატებზე და ბავშვურ ფანტაზიაზეა აწყობილი. ალბათ ნებისმიერი სათავგადასავლო რომანებზე და ფანტასტიკაზე შეყვარებული ბიჭი (და მგონი გოგოც) დიდი სიამოვნებით გაატარებდა ბავშვობას აი ასეთ სახლში. სადაც ყველაფერი საიდუმლოებისა და თავგადასავლების იდუმალი საფარველითაა დაფარული.


 სახლში შომოსვლის თანავე ხვდებით წყალქვეშა ნავის კაპიტანი. ილუმინატორები და ხით მოპირკეთებული კედლები. რუქები და ათასნაირი ხელსაწყო. სამზარეულოც კი სტინპაკის სტილშია გადაწყვეტილი. თითქოს ერთი ბერკეტის გადატრიალებაა საჭირო იმისთვის რომ ა "წყალქვეშა ნავმა" ოკიანის ფსკერისკენ გასცუროს. ილუმინატორიდან კი უზარმაზარმა რვაფეხამ დაგვიქნიოს ტავისი საცეცები. აქ რომელი კაპიტანი იტყოდა უარს თავის გუნდთან ერთად ვახშამზე?! განათებაზე ჭერზე შეკიდული, ასაფრენად გამზადებული დირიჟაბლი იზრუნებს. ცოტათი ფანტაზია და ისიც გაფრინდება


მექანიზმები, ხელსაწყოები, ჟანჟიკები, რუქები, არტიფაქტები. გავლილი თუ გასავლელი თავგადასავლების ანარეკლები




თუმცა არა მხოლოდ დირიჟაბლი. მცირეოდენი ფანტაზია და ამ სახლის კედლებში ჩატანიებული ყველა უცნაური მექანიზმი ამოძრავდება და თავის, ჩვენთვის ჯერ გაურკვეველ, მაგრამ მისთვის ძალზედ გარკვეულ მისიას შეასრულებს.


თვით ჟიულ ვერნიც კი აღფრთოვანდებოდა ასეთი სანახაობით. და განა მარტო ის. თავშვი ვთქვი რომ არც ერთი ბიჭი არ იტყოდა უარს ასეთ სახლში ცხოვრებაზეტქო. მინდა შევასწორო და ჩავამატო. მე არც ახლა არ ვიტყოდი უარს. პირიქით, ძალიად დიდი სურვილი მაქვს თუნდაც ერთი ითახი მქონდეს აი ასეთი. სადაც ბავშვობაში მრავალგზის გადაკითხული რომანები და ჩემი ოცნებები დაიდებდნენ ბინას .


2 comments:

  1. ჩემი შტაბი იყო ხის ფუღურო, პეპი გრძელიწინდასავით :D

    სიამოვნებით ვიცხოვრებდი ამ სურათებზე მოცემულ სახლებში

    ReplyDelete
    Replies
    1. ეჰ. ახლა ვხდები რა ბედნიერებაა კერძო სახლი და ეზო ( ან სოფელი ) სად არ მქონდა შტაბი და სამალავი. რა ხაფანგები, მახეები და საიდუმლო სიგნალები :) კარგი იყო ბავშვობა. ეს სახლი კი მართლაც ნამეტანი მომეწონა

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]